IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე, ჰიპერბორეა, ლემურია, ატლან
tikoroma
post Jul 13 2013, 10:48 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ჰიპერბორეა - ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე.

ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების მიხედვით

ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.
ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული "აპოლონის ბაღი".
ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივის თავიანი და ლომის ტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით.
ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს.
ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.
ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გოგრონების ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Nov 12 2013, 10:01 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერი ფოსტერის მიხედვით
(გაგრძელება)
”ევოლას აზრით”, - წერს გოდვინი, - ”ატლანტიდელთა ნაკადი დაბინძურდა დედამიწის და უძველესი ლემურიელების (მუს ხალხის) დემონური ელემენტების შერევით, რომელთა შორეული შთამომავლები არიან მუქი რასები. ამ შერწყმის შედეგად დედამიწაზე გავრცელდა დედის კულტი, ორიგინალური მზის კულტის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეინარჩუნეს უფრო "სუფთა" ნორდულმა რასებმა".
ჰიპერბორეადან ლტოლვილთა პირველი ჯგუფი - ატლანტები, ძალიან იყვნენ გატაცებულნი ჯადოქრობითა და დაპყრობებით, ხოლო მომდევნო ჯგუფმა - აზიაში წასულებმა კი შეინარჩუნეს მათი სუფთა ხასიათი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჰიპერბორეაზე ორი მორალური ფრაქცია არსებობდა? ისინი, ვინც აირჩია მარცხენა გზა და ისინი, ვინ ამჯობინა მარჯვნივ წასვლა. ცხადია, ათასობით წლის უფსკრული დევს ჩრდილოეთიდან მოსულ ამ ორ ჯგუფს შორის. ჩანს, რომ პირველი ჯგუფი გამოაძევეს სამშობლოდან თანამემამულეებმა, ხოლო მეორემ (არიელებმა) დატოვეს იგი კატაკლიზმების გამო და არ ჰქონიათ სხვა მიზეზი, გარდა სასიცოცხლოდ ხელსაყრელი ადგილების პოვნისა. ამაზე მეტყველებს არიელთა მშვიდობიანი ბუნება ატლანტიდელი ბიძაშვილებისგან განსხვავებით. შესაძლოა პირველი ჯგუფის "ჰესპერიდების ბაღიდან" გაძევების გამოძახილს ჩვენ ვხედავთ ადამის და ევას სამოთხის ბაღიდან განდევნის ლეგენდაში.

კიდევ ერთი მისტიური საიდუმლო ისტორია, რაც ბორეელთა რეგიონს უკავშირდება, გვხვდება მითში შამბალაზე, რომელიც სავარაუდოდ, დააარსეს უძველესმა ტიბეტელმა ლამებმა. ის აზიაში მოიაზრება, შესაძლოა გობის უდაბნოში, როცა მშრალი უდაბნოს ადგილას ჯერ კიდევ ზღვა იყო. ფიქრობენ, რომ იქ იყო კუნძული, რომელსაც "წმინდა კუნძულს" უწოდებდნენ. იგი ბევრი რამით ჩამოჰგავს თულის ან ჰიპერბორეას.
საიდუმლო კიდევ უფრო ღრმავდება, როცა ცნობილი ხდება, რომ იგი დასახლებული იყო "თეთრი კუნძულის" გადარჩენილი მოსახლეობით, რომელიც გაცილებით ადრე დაიღუპა. ბლავატსკაიას თქმით, მისი მოსახლეობა ლემურიული წარმოშობისა იყო, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია თეოსოფისტებიდან მოდიოდა, სულიერი წყაროსგან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი მოსალოდნელია იყვნენ ჰიპერბორეელ-თულეელები.
სხვადასხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან შამბალა სულიერი განმანათლებლობის ცენტრად მოჩანს, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ოკულტური ძალების და საიდუმლო სწავლების ცენტრი. მისი ლიდერი სხვადასხვაგვარად მიიჩნეოდა: ან ბოროტად, ტირანულ გრძნეულ მეფედ, ან ღმერთის მსგავს "მსოფლიოს ბატონად". ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ, რომელ აზრს მივემხროთ.


როგორც ჩანს, ორი განსხვავებული ჰიპერბორეული ფრაქციიდან ერთი მიჰყვა ოქროს მზეს, ხოლო მეორე შავ მზეს. (სხვათაშორის შავი მზე ცნობილი სიმბოლოა ნაცისტური მითოსის, როგორც სვასტიკა). ჟან-კლოდ ფრირის თანახმდ (ავტორი "ნაცისტური საზოგადოების საიდუმლოებებისა"), ჰიპერბორეელებმა, 6000 წლის წინ გობის უდაბნოში გადასახლების შემდეგ, დააარსეს ახალი ცენტრი, სახელად აგარტა. ის გახდა უდიდესი სასწავლო ცენტრი, სადაც თავს იყრიდა ხალხი მთელი მსოფლიოდან, და საიდანაც საზრდოობდა მათი კულტურა და ცივილიზაცია.
თუმცა უდიდესმა კატასტროფამ დედამიწის ზედაპირზე ყველაფერი გაანადგურა, დედამიწის შიგნით მყოფი აგარტა გადარჩა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჰიპერბორეული წარმოშობის არიელები გაიყვნენ ორ ჯგუფად. ერთნი გაემართნენ ჩრდლოეთში იმ იმედით, რომ დაკარგულ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი სამხრეთში დაფუძნდა და დააარსა ახალი საიდუმლო ცენტრში ჰიმალაიში.
ჟან-კლოდ ფრირი ასკვნის, რომ კოსმიური გონის შვილები გაიყო ორ ჯგუფად, "მემარჯვენეებად" – "ოქროს მზის თვალის" ქვეშ, ხოლო სხვები "მემარცხენეებად" – "შავი მზის თვალის"ქვეშ. მარჯვენა და მარცხენა გზებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვახსენოთ სვასტიკა - ჭეშმარიტად არიელთა სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს "კვადრატულ საჭეს"და ორმაგი მნიშვნელობა აქვს. მარჯვნივ მკლავიანი სვასტიკა წარმოადგენს "ოქროს მზის საჭეს", საპირისპიროდ მარცხნივ მიმართული მკლავიანი სვასტიკისა. ჰიტლერმა აირჩია მარჯვნივ მიმართული სვასტიკა, რადგან ეს იყო არიელთა სიმბოლო ძლიერებისა და კეთილი ბედისა. მარცხნივ მიმართული სვასტიკა მან დაიწუნა შიშით, რომ ბოროტებას და უბედობას მოუტანდა. როგორც ისტორიამ აჩვენა, ის ორივე გათვლაში შეცდა!
ასგაარდი-აგარტა
ჩრდილოური მითოლოგიით, ასგაარდი არის ღმერთების სამყოფელი, იგი ძლიერ წააგავს ბერძნულ ოლმპოს მთას. ფრანგმა სტუდენტმა ლუის ჟაკოლმა, რომელიც ინდურ მითოლოგიას სწავლობდა, გვიამბო თავის წიგნში "Le Fils de Dieu" ("ღმერთის ვაჟები"), რომ ადგილობრივმა ბრაჰმანმა ვილენოორში უამბო მას აგარტის შესახებ. ის ცნობილი იყო, როგორც "მზის ქალაქი" და უძველესი სამყოფელია ბრაჰმატმას. ჟაკოლის თქმით, იგი არსებობდა დიდი ხნით ადრე არიელების მოსვლამდე. მან სრულიად უარყო არიელების როლი და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ბრაჰმინის სეპარატისტული კასტაა. 10 000 წ. ეს "არიელი ბრაჰმანები"აუჯანყდნენ უმაღლეს ქურუმებს და აგარტა დაიკავეს, შეკრეს ალიანსი სხვა სამღვდელოებასთან და მათი ხელმძღვანელობით მეომართა კასტა შექმნეს.
5000 წ. ორი ჩრდილოელი ძმა, იოდა და სკანდაჰ, შეიჭრნენ ჰიმალაიში და საბოლოოდ გაანადგურეს აგარტა, შემდეგ კი დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩრდილოეთ მიწებზე. ისინი უკვდავყოფილნი არიან როგორც "ოდინი" და "სკანდინავია". ჩრდილოელებს კარგად ახსოვთ ეს ამბავი, როცა ისინი მიემართებოდნენ რომის გასაძარცვად, გაიძახოდნენ: "მივდივართ ასგაარდის საძარცვავად, მზის ქალაქისა!"
კიდევ ერთი ფრანგი მისტიკოსი მწერალი, სენტ-ივ დ'ალვედრე, 1886 წელს გამოცემულ თავის წიგნში "ინდოეთის მისია", წერდა, რომ აგარტა მდებარეობის დედამიწის სიღრმეში და იმართება უზენაესი შავი ქურუმის - ბრაჰმატმას მიერ. იგი არსებობს კალი იუგას დასაწყისიდან (ან ოქროს ასაკიდან) მოყოლებული, ტექნოლოგიურად ძლიერ განვითარებულია, გააჩნიათ ხელოვნური განათება, მექანიზირებული სატრანსპორტო და საფრენი აპარატები, ათასწლეულობით წინ უსწრებენ ჩვენს ტექნოლოგიურ მიღწევებს. პერიოდულად აგარტა აგზავნის ემისრებს ზედა სამყაროში და შესანიშნავადაა ინფორმირებული აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აგარტას აქვს შესანიშნავი ბიბლიოთეკები, სადაც დაცულია მთელი სიბრძნე. უამრავი უდიდესი საიდუმლო განისვენებს იქ, დიდი ხნის წინ დავიწყებული ეზოთერული და სულიერი ცოდნა, მათ შორის საოცარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ.

მისი წიგნი ძლიერ გავს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს - ბალვერ-ლიტონის წიგნს "მომავალი რასები", რომელიც ასევე მოგვითხრობს მიწისქვეშა სამყაროს მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაციაზე, რომელსაც ასევე გააჩნია "ვრილ" ძალა, რომლის მოპოვებასაც ასე ძალიან ცდილობდნენ ნაცისტები, და რომ ერთ დღესაც თავს დააღწევენ მიწისქვეშეთს და ზედაპირზე აღზევდებიან. სენტ-ივი ამბობს, რომ ნამდვილად დადგება ეს დღე და ჩვენ ვიქნებით დაუცველები ამ სუპერ-არსებების წინაშე, ვინც გახდებიან მსოფლიოს ნამდვილი მმართველები.
ამ თემაზე მრავალი ეზოთერიკი და სულიერი მკვლევარი საუბრობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველია აგარტას და შამბალას ჭეშმარიტი არსი, რადგან ერთდროულად სრულიად საპირისპიროდ ახასიათებენ - ერთნი სიკეთეს და ნათელს უკავშირებენ მას, მეორენი კი ბოროტების და ეშმაკის სამეფოდ მიიჩნევენ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე   Jul 13 2013, 10:48 PM
tikoroma   ეზოთერული ხედვით ჰ...   Jul 19 2013, 01:41 PM
tikoroma   ჯერი ფოსტერის მიხე...   Jul 31 2013, 12:27 AM
tikoroma   ჯერი ფოსტერის მიხე...   Jul 31 2013, 11:04 PM
tikoroma   http://zorbeg.wordpress.com/2010/12/28/584/ ს...   Aug 5 2013, 02:05 PM
tikoroma   http://www.counter-currents.com/2013/10/th...-of-t...   Oct 3 2013, 07:23 PM
tikoroma   შასტას მტაზე მშვენ...   Oct 11 2013, 08:34 PM
farnavazi   ლემურიელები ცხოვრ...   Oct 11 2013, 08:47 PM
tikoroma   farnavazi მიღებული ასეა ...   Oct 11 2013, 09:20 PM
farnavazi   საწყენად არ მიიღო. ...   Oct 11 2013, 09:33 PM
tikoroma   farnavazi არ მწყენია, პირ...   Oct 11 2013, 09:35 PM
tikoroma   ცის თაღი The firmament ტერმ...   Oct 12 2013, 07:48 PM
stalini   მე ზუსტად ვიცი რომ ...   Oct 27 2013, 11:10 AM
tikoroma   stalini დაწერე რაც იცი :)   Nov 3 2013, 05:25 PM
tikoroma   ატლანტიდა სკოტ-ელ...   Nov 4 2013, 12:11 AM
tikoroma   ჯერი ფოსტერის მიხე...   Nov 12 2013, 10:01 PM
farnavazi   მითოლოგია არის მხა...   Jan 4 2014, 01:27 AM
Lacrimosa   მითოლოგია არის მხა...   Jan 4 2014, 05:08 PM
stalini   მე დავწერ ძალიან მ...   Jan 8 2014, 11:52 AM
tikoroma   ჰო ეგ ისტორიები მე...   Jan 8 2014, 08:24 PM
tikoroma   ჯერი ფოსტერის მიხე...   Jan 8 2014, 09:14 PM
earth   tikoroma საინტერესოა, მ...   Jan 8 2014, 11:41 PM
aivenho   Skandali.ge ატლანრიდა ვი...   Jan 24 2014, 02:00 AM
narilla   Skandali.ge ატლანრიდა ვი...   Jan 24 2014, 11:58 PM
aivenho   და კომენტარებიდან ...   Jan 25 2014, 01:31 AM
earth   ატლანტიდა, ვითომ? წ...   Jan 24 2014, 08:13 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 11th June 2024 - 01:55 AM