უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე, ჰიპერბორეა, ლემურია, ატლან |
უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე, ჰიპერბორეა, ლემურია, ატლან |
Jul 13 2013, 10:48 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰიპერბორეა - ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე. ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების მიხედვით ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები. ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული "აპოლონის ბაღი". ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივის თავიანი და ლომის ტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით. ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს. ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ. ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გოგრონების ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 4 2014, 01:27 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 34 Joined: 6-December 12 Member No.: 6,935 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მითოლოგია არის მხატვრულად შელამაზებული ჭეშმარიტი ეზოთერიკული საიდუმლო მისტიკური მოვლენების ალეგორიული სახე. ასეთი სახით წერა აუცილებელი იყო იმის გამო, რომ ცივილიზაციებს შორის გარდამავალ ხანაში მეცნიერული სახით უმეცარი ხალხი ვერაფერს გაიგებდა და გაანადგურებდა შემდეგი ცივილიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ცოდნა–ინფორმაციას, მხატვრულად შელამაზებულ ალეგორიულს ზღაპრის ფორმაში კი თაობიდან თაობაში გადასცემდა. მე მაპატიეთ და ვიტყვი _ ეზოთერიკული ფორუმი კი არის, მაგრამ უმრავლესმა წევრებმა არ იციან რა არის ეზოთერიკა. დღევანდელი ფილოსოფიები, აღმოსავლური თუ დასავლური არცერთი არ არის ეზოთერიკა, რომლებსაც პოპულარობის და გავრცელების მიზნით ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ეზოთერიკულად, თუმცა აღმოსავლური ფილოსობიები (მათ შორის ქართული ხალხური, რომელიც განადგურების პირასაა) წარმოადგენს ეზოთერიკულის ალეგორიულ სახეს. ეზოთერიკა, მართალია საიდუმლოა და მასზე საუბარი ასე მარტივად არ შეიძლება, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არის უზუსტესი, ყოვლის მომცველი და სიღრმისეული, ადამიანის სამყაროს და ღმერთის არსი სმეცნიერება(ცოდნა–ნათელი). ვერავინ წარმოიდგენს გარედან რა არის საიდუმლოდ შემოსაზღვრულს შიგნით და არც შიგნიდან გამოსული (ეზოთერიკოსი)გეთყვით ყველაერს. თუმცა ეზოთერიკის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამ კარის დანახვა ჩვეულებრივ მატერიალურ ამბიციურ "ნაჭუჭში" მყოფ ადამიანს არ ძალუძს. სიტყვა "ეზოთერიკოსი" ისე გავაჭრდა და გაუფასურდა, რომ ბოლო დროს მკითხავებმაც კი დაირქვეს.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 06:49 AM |