LSD, Lysergic acid diethylamide |
LSD, Lysergic acid diethylamide |
Jan 29 2014, 12:17 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 101 Joined: 31-October 11 Member No.: 6,603 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?
ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში. LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს. სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა. ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი. პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება ). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: “გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…” ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი. პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში. |
|
|
Feb 8 2014, 08:57 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 101 Joined: 31-October 11 Member No.: 6,603 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
დაჩალიჩდი რაც მოგწერე? : )) |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 09:08 PM |