IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Hello, mainteresebs
Teddybear
post May 3 2014, 04:47 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 3-May 14
Member No.: 7,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაინტერესებს ამ ფორუმზე უნდა დამეპოსტა ამ შემთხვევაში თუ არა და თუ არა, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მიმითითებს ქართულ ინტერნეტ საიტს, სადაც "ჩემი ადგილი იქნება". უამრავია არაქართული, მაგრამ მე მინდა ქართული, იმ ხალხთან ლაპარაკი, რომლებიც "ახლოს არიან".
ვეძებ ხალხს, რომლებიც არიან ცუდათ, ფიქრობენ (არ არის აუცილებელი) თვითმკვლელობაზე, აქვთ პრობლემები (პრობლემაში ბიჭმა მიმატოვა არ იგულისხმება), მათი ცხოვრება არის უაზრო, არავის უყვართ, ჩადიან სასოწარკვეთილ ქმედებებს, იზიანებენ თავს, მიმართავენ ალკოჰოლს ან სხვა საშუალებებს და ასე შემდეგ. არის ბევრი ფორუმი, მაგალითად "suicidal forums", "depression forums" და ა.შ. მაგრამ ვერ ვიპოვე აქ. არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ განცდებში, სად შეიძლება ვიპოვო ეს ადამიანები ან ადამიანი მაინც. დარეგისტრირებული ვიყავი სხვა ფორუმზეც და საპასუხოდ გამომეხმაურა ხალხი, რომელთაც ქონდათ პრობლემა "მოვიმატე 5 კილო". არ მინდა მსგავსი განმეორდეს.
არ მაინტერესებს არც კრიტიკა, არც დაცინვა, ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში. ვეძებ დეპრესიულ, პრობლემატურ, სუიციდურ, მარტოსულ და ა.შ. ადამიანებს.
გთხოვთ დამეხმაროთ


--------------------
Should I kill myself, or have a cup of coffee?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post May 4 2014, 06:07 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა მაგან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე,
დაემთხვა აფხაზეთის ომი ეკონიმიური გაჭირება, მშობლები გადავარდნილი ყურადღებას აღარავინ მაქცევდა,
სკოლაში ნერვებმოშლილი მასწავლებლები თავის აგრესიას რომ შენზე გადმოანთხევენ ეგეთები..
ეს ტოვებს კვალს ძალიან მძიმეს მეტს არ დავკონკრეტდები ძალიან ცუდია რა..
სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი (წიგნები არ მქონდა და არც იმას მიმოწმებდა ვინმე ვისწავლე დავწერე თუ რა ვქენი არავის აინტერესებდა) მერე ვიფიქრე მოვინდომებ და კაგად ვისწავლი თქო უმაღლესში ჩაბარება გადავწყვიტე ნუ კარგად ვსწავლობდი ვაიძულე ჩემს თავს და რაღაც გამოვიდა რა
მაგრამ საქართველოში ძალიან მიჭირს ერთხელ ვიფიქრე თავს მოვიკლავ თქო მაგრამ მერე უცებ გონება გამინათდა მევთქვი სამამ თავს მოვიკლავ მანამდე კიდევ ვცდი რაიმეს თქო
საზღვარგარეთ წავედი ენა არ ვიცოდი, იქ ყველა კომპლექსი მომეხსნა ფეხებზე მეკიდა ყველაფერი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი თავი, ვერ ვგებულობდი რას ლაპარაკობდნენ რას მეუბნებოდნენ ხან მსაყვედურობდნენ სამუშაოზე მერე ვამბობდი კიდე კაი რო არ მესმის რას მეუბნენიან თორე გულზე მომხვდებოდა და მეწყინებოდა თქო.
ახლა საქართველოში ვარ და ისევ საშინლად ვგრძნობ თავს აქედან თუ არ წავედი გავგიჟდები unsure.gif

ხო წამლებს რაც შეეხება გამოცდების პერიოდში ძალიან ვნერვიულობდი ღამე მეღვიძებოდა და მეგონა რომ ახლა მოვკვდებითქო ერთხელ აფთიაქში შევედი და ფარმაცევტს ვუთხარი გამოცდები მაქვს ვნერვიულობ და რამე მინდათქო იმან გლიცინი მომცა. გლიცინმა იმ მომენტში დამამშვიდა გონება დამილაგა ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთე მაგრამ ეს არის დამამშვიდებელი და მომადუნა, მოკლედ საბოლოო ჯამში ეს იყო შეცდომა
წამალი არ უნდა დამელია ორგანიზმმა იცის რომ საჭიროა ბრძოლა გული უფრო აჩქარებით ცემს ტვინს ბევრი ჟანგბადი მიეწოდება რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იმოქმედო ჩქარა და ამ დროს მე რა ვქენი წამლით მოვიდუნე თავი და ბრძოლისუნარიანობა ჩავიკალი, რა თქმა უნდა სტრესი არასასიამოვნოა მაგრამ ეს არის ხანმოკლე სტრესი რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში მჭირდებოდა იმ პრობლემის მოსაგვარებლად..
გურჯიევს ტუ გაეცნობი თავიდან ზალიან მძიმეა მაგრამ რა ვიცი ... მე ვეთანხმები როდესაც ამბობს რომ ადამიანი ყოველთვის იტანჯება როდესაც ის არის გაცნობიერებულ მდგომარეობასი, დანარჩენ სემთხვევაში ვართ მექანიკურ მდგომარეობაში,
სამწუხაროდ სწორედ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მაგ დროს შენს ეგოს საშინლად ტკივა საშინლად ნერვიულობს თან წინასწარ, რეალობა არ არის ისეტი საშინელი როგორც მის მიერ დახატული წარმოდგენები მოსალოდნელ სიტუაციებზე, ამას განაპირობებს წარსულში გადატანილი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებები,

ეზოთერიკები იკვლევენ ფსიქოლოგიასაც, რელიგიებსაც შეუცნობელს და შეცნობილს, სიღრმისეულად საკუთარი თავის დაკვირვებით
მოკლედ ყველაფერს, არავის არაფერს ეწინააღმდეგებიან ფიქრობენ სიმართლე ყველგან არის

ლოცვას რაც შეეხება ზოგჯერ მაგიც არ შემიძლია მაგრამ თუ შევძელი გულით ძალიან მეხმარება, ეს არის ფსიქოთერაპია საკუთარ თავთან, რაც შეიძლება კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბო პრობლემა, ვერავის გამოუტყდები ისე როგორც საკუთარ თავს, მატრიცაში მიდის შენი გააზრებული ფიქრები და გისრულდება კარგიც და ცუდიც,
მე ახლა ზალიან ცუდი ფიქრები მეზალებიან ისინი არამართვადი გახდნენ ვცდილობ პოზიტიურზე გადავერთო, ვიცი რომ ფიქრები მატერიალურია
ძალიან ბევრი ვიცი და მაინც ვერაფერს ვახერხებ..
უბრალოდ რაღაც შეცდომებს ვუშვებ რომლებსაც ვერ ვხვდები ახლა, მაგრამ ვიცი რომ ყველაზე ცუი ჩემი ცუდი ფიქრებია რომლებიც მანადგურებენ..

1.ყველაზე კარგი რა არის ჩემს შემთხვევაში რაც მშველის დილას ადრე ადგომა არაუგვიანეს 8 სთ (თავს მჩატედ და მხნედ ვგრძნობ საგრძნობლად მეტ საქმეს ვაკეთებ მეტი ენთუზიაზმით)
2. ძილის წინ კომპიუტერის არ ჩართვა, (კომპიუტერი გონებას მიფორიაქებს დიდხანს ვერ ვიძინებ, კოშმარები მესიზმრება, დილას ადგომა მიჭირს + გალახულივით ვგრძნობ თავს)
მოკლედ მივხვდი რომ ძილის რეჟიმი მნიშვნელოვანია.

კვებას რაც შეეხება ვცდილობ ბევრი არ ვჭამო მამძიმებს მთელ ენერგიას მართმევს, შემწვარ რაღაცეებს ვერიდები, (ხორცს აღარ ვჭამ ამ ფორუმის გაცნობის მერე,) ვცდილობ დღეში 2 ლ წყალი მაინც დავლიო, ვგრძნობ, რომ წყალი ძალიან მასუფთავებს..

ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მაინც საქართველოდან რო წავედი ის იყო rolleyes.gif გარემოს შეცვლა და ახალი ცხოვრება ახალი ხალხი სხვა კულტურა, იქ არავის აინტერესებს მეზობლის ამბები, არავინ არავის ჭორავს და ა.შ
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Teddybear   Hello   May 3 2014, 04:47 PM
Existence   Teddybear პრივეტ შეკრე...   May 3 2014, 08:09 PM
Teddybear   შეკრებაზე ვერ მოვა...   May 3 2014, 08:41 PM
earth   Teddybear მეც მიცდია თვი...   May 3 2014, 09:48 PM
ano   მოგესალმები :rolleyes: ა...   May 3 2014, 10:19 PM
old_man   ამ ფორუმზე ჯამში თ...   May 3 2014, 11:38 PM
Teddybear   მე 33 ის. შიშები მაქვ...   May 4 2014, 10:32 AM
tikoroma   Teddybear https://www.youtube.com/watch?v=LdOa-2Y...   May 4 2014, 12:11 PM
Teddybear   მსგავსი ვიდეოები ნ...   May 4 2014, 02:41 PM
earth   Teddybear არვიცი რა ბავშ...   May 4 2014, 04:25 PM
ano   მეც ძალიან მძიმე ბ...   May 4 2014, 06:07 PM
tikoroma   ano კარგი ხარ :)   May 4 2014, 09:52 PM
earth   ano :bigarmhug: როცა ამ ყველ...   May 4 2014, 10:48 PM
ano   ano :bigarmhug: როცა ამ ყველ...   May 10 2014, 09:19 PM
Teddybear   მე სულ 2 თვე ვიყავი ...   May 5 2014, 10:13 AM
earth   Teddybear ე.ი. თუ კარგად გ...   May 5 2014, 11:45 PM
Teddybear   earth დიახ, ეს ზუსტად ვ...   May 6 2014, 03:09 AM
Lashapoli   earth დიახ, ეს ზუსტად ვ...   May 9 2014, 12:40 PM
Teddybear   Lashapoli არა მგონია, ბოდ...   May 9 2014, 11:02 PM
Lashapoli   Lashapoli არა მგონია, ბოდ...   May 10 2014, 01:42 AM
earth   Teddybear ბევრი ლაპარაკ...   May 10 2014, 08:31 AM
Existence   Teddybear ეს ეზოთერული ფ...   May 10 2014, 09:43 AM
Dimmu   გასაჭირი, წარუმატე...   Apr 27 2019, 04:27 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 7th June 2024 - 01:32 AM