IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Secret (ქართულად)
giorgi.milani
post Oct 6 2014, 10:20 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას ფიქრობთ ამ დოკუმენტურ ფილმზე?
აქ არის ერთ ქალზე ისტორია, რომელსაც კიბო დაუდგინეს.
ხოლო მან გადაწყვიტა დაეჯერებინა თავისი თავი, რომ განიკურნა.
ყოველდღე უყურებდა კომედიურ ფილმებს, ღმერთს მადლობას უხდიდა განკურნებისთვის.
და მართლა განიკურნაო.
ასევე არის ისტორია მილიონერზე.
მოკლედ უყურეთ ფილმს და დაწერეთ თქვენი აზრი , რას ფიქრობთ და თუ გამოგიყენებიათ ცხოვრებაში მიზიდულობის ძალა smile.gif

ფილმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Nini C
post Oct 14 2014, 04:07 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ. რაც აქ უნდა დავწერო არანაირ კავშირში არ არის ამ თემასთან თუმცა ვფიქრობ ალბათ შეძლებთ ჩემს დახმარებას.
რაც შეეხება ჩემს შეკითხვებს. მაინტერესებს ვინ რა იიცით ბიო ენერგეტიკაზე.
ასევე რას ნიშნავს ის რომ გრდზნობ სისხლის მოძრაობას შენს ვენებში.
რასაც გავიფიქრებ ის აუცილებლად მიხდება.
კიდევ როცა ადამიანი რაგაცას მიყვება ან მიხსნის ვიცი ის ტყუილია თუ სიმართლე იმის მიუხედავად თუ რაოდენ მსახიობობს რომ ტყუილი არ შეემჩნეს.
ასევე რაღაც ტალღების შეგრძნება ხელებში რომელიც ვცადე თვითონ დამედგინა რა არის. ბევრი მეუბნება რომ ეს არის ბიოდენები. რომლებსაც შესწავლა სჭირდება. რადგან ჯერ ჯერობით ვერ ვიპოვე ადამიანი ვინც ამ ყველაფრის გარკვევაში დამეხმარებოდა გადავწყვიტე თვითონ ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ჩემს შესაძლებლობებზე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ წინა ზაფხულ გავიცანიი ერთი ქალი. რომელმაც ათასი სისულელეები მომიყვა რომლებიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა.(საზღვარგარეთ ვცხოვრობ) და ის მიმტკიცებდა რომ მას ბევრი რამ შეეძლო. ბევრი რამ მართლაც ცოტა შელამაზებულად და ზედმეტად ფანტასტიკურ სტილში მომიყვა. რამაც ძალიან დამაეჭვა და გადავწყვიტე შემემოწმებინა. იმის მიუხედავად რომ მან თავიდანვე გამაფრთხილა რომ არ უყვარდა როცა ამოწმებდნენ. ყველაფერი ასე დაიწყო. ის მეუბნებოდა ყოველ დგე თუ რა მოხდებოდა ახლო მომავალსჰი ოღონდ არასდროს არ მიყვებოდა ზუსტ ფრაგმენტებს. უბრალოდ მინისჰნებებს მაძლევდა. მაგ: ხვალ ეს მოხდება და ადამიანების სახელებს მეუბნებოდა რაც ყოველთვის მიხდებოდა. მერე დავფიქრდი თვითონ ხომ არ ეუბნებოდა მათ რა უნდა ეთქვათ ჩემთვის რომ მისი ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველება გამართლებულიყო. და დიდი ხნის მანძილზე არ მჯეროდა. მერე ცოტა დავახლოვდით და ჩემთან სახლში ყავაზე დავპატიჯე. თან კიდევ რაღაცებს მომიყვება თქო ვიფიქრე. ბავშვობიდან მაინტერესებდა ამოუცნობი ფაქტები. მუდმივად ვკითხულობდი ადრეული ასაკიდან შეუცნობელ თემებს და ასე ვთქვათ ცრუ რწმენაზე დაწერილ სტატიებს. მოკლედ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან რომ რაიმე უცნაურზე მომეპოვებინა ინფორმაცია.
მოკლედ ამოვიდა ეს ქალი ჩემთან. ყავას ვსვავდით და მოულოდნელად ჩამოკიდებული უზარმაზარი სარკე ჩამოვარდა და გატყდა. სარკე რომელიც წლების მანძილძე იქ ეკიდა. ვცდილკობდი ყველანაირი ცრუ ფაქტი გამომერიცხა და უბრალოდ დამთხვევად ჩამეთვალა და ეჭვის თვალით შემეხედა რათა რამეში არ მოვტყუებულიყავი. ის მოულოდნელად წამოხტა სავარძლიდან და დამტვრეული სარკის ნატეხების შეგროვებას და ერთად თავმოყრას შეუდგა. მერე დამიყვირა მალე ერთი ჭიქა წყალი მომიტანეო. მისი ასეთი საქციელით შეშინებულმა ხმის ამოუგებლად წამებში მივუტანე წყალი. ის რაგაც ენაზე რაღაცებს წარმოთქვამდა. მერე ამომხედა რაგაცნაირი თვალებით და მითხრა. გარეთ არ გახვიდე ხვალ. ან თუ გახვალ გზაზე ძალიან ფრთხილად იყავი მანქანის საბურავების წივილის ხმა ჩამესმისო. მოკლედ მეორე დღეს სამსახურიდან სახლში მივდივარ. და უცბად ეს ქალი მომიახლოვდა და მითხრა. წამოდი შენთან ყავა დავლიოთ საქმე მაქვს თან რაღაცებში უნდა გაგარკვიო ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლიო. თან ისე იქცეოდა ჩემთან თითქოს წლების მანძილზე ვიცნობდი. მოკლედ სახლისკენ მივდივართ. ის ის არის სახლს მივუახლოვდი და მისი სიტყვები გამახსენდა ფრთხილად იყავიო. და გულში გამეცინა აი ამ დღემაც ასე ჩაიარა უკვე სახლთან ვარ აწი რაღა უნდა მოხდეს . რა მაგარი აფერისტია ეს ქალი თქო.. რომ მოსახვევიდან მანქანა ამოვარდა. და ჩემს წინ მდგარ მანქანას შეეჯახა. დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე. და ის დრო როდესაც ეს ქალი შემხვდა და მის მოახლოებას 3 თუ 4 წამით ველოდებოდი ზუსტად საკმარისი იქნებოდა იმ 5 მეტრის გასავლელად რომ იმ მანქანის ადგილას აგმოვჩენილიყავი. იმ ღამით არაფერზე არ მიფიქრია. ფიქრის თავიც არ მკონდა არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. არასწორ პასუხებამდე მისვლის საშიშროება რომ თავიდან ამეცილება დაძინება და არაფერზე ფიქრი მერჩივნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
giorgi.milani   Secret (ქართულად)   Oct 6 2014, 10:20 PM
Lacrimosa   http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1...   Oct 11 2014, 10:05 AM
Nini C   [b][/b]გამარჯობათ. რაც ...   Oct 14 2014, 04:07 PM
Nini C   მეორე დღეს კვლავ შ...   Oct 14 2014, 04:19 PM
Nini C   მოკლედ ამ ყველაფრი...   Oct 14 2014, 05:14 PM
Nini C   დროთაგანმავლობაშ...   Oct 14 2014, 05:34 PM
Altariel   დროთაგანმავლობაშ...   Oct 27 2014, 01:03 PM
Simulated   რას ნიშნავს ილუზია...   Oct 17 2014, 02:12 AM
tikoroma   მე პირადად მხოლოდ ...   Oct 18 2014, 06:12 PM
earth   Nini C რა საინტერესო ქ...   Oct 18 2014, 08:44 PM
Nini C   Nini C რა საინტერესო ქ...   Nov 4 2014, 07:21 PM
merlinm   უბრალოდ აზრები... 1. ...   Oct 18 2014, 11:37 PM
ano   რა კარგია ქართულად...   Oct 21 2014, 06:00 PM
#####   Nini C ნეტა შემეძლოს მ...   Oct 25 2014, 04:24 PM
Nini C   გაöარჯობაt... მადლობ...   Nov 4 2014, 07:09 PM
earth   giorgi.milani რას ფიქრობთ დ...   Dec 15 2017, 08:01 AM
starscream   Nini C არ გეწყინოს მაგ...   Dec 28 2017, 01:33 PM
tikoroma   ამ დროს ხელებში ის...   Jan 19 2018, 12:07 AM
earth   იმედია გაწმინდა რა...   Jan 19 2018, 07:39 AM
starscream   არადა სულ არ არის ს...   Jan 19 2018, 12:44 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 04:47 PM