ინდიგო ბავშვები |
ინდიგო ბავშვები |
Oct 11 2007, 02:50 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ინდიგო ბავშვები
ვინ არიან ინდიგო ბავშვები? რითი განსხვავდებიან? თუ გყავთ ახლობლობაში ვინმე ინდიგო? მე დავებ იმ ინფორმაციას, რასაც მე მოვიძიებ! ...ისე ძალიან საინტერესოა http://forum.lightray.ru/viewtopic.php?t=1...ccf6d4f4e3812b0 http://forum.lightray.ru/viewforum.php?f=2 ინდიგოს ფორუმი- http://indigo.e-puzzle.ru/forum/index.php?showforum=38 -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Aug 2 2008, 10:17 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 10 Joined: 2-August 08 Member No.: 3,760 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველას მოგესალმებით... ამ ფორუმის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე... ერთმა მეგობარმა (რომელიც სხვა ფორუმზე გავიცანი) მირჩია ამეკრიფა სიტყვა "ინდიგო ბავშვები" გუუგლეში და ასე აღმოვჩნდი აქ... ეხლა ეხლა იმ ამბავს გიამბობთ რატომაც ვარ აქ... სანამ მოყოლას დავიწყებ მინდა გითხრათ რომ ცემს უნარში (უნარებში) ეჭვი მეპარებოდა და არც მჯეროდა მაგრამ 1000-ჯერ მაინც გადავამოწმე და დავრწმუნდი რომ განსაკუთრებული უნარი მაქვს... ადრე როცა უფრო პატარა ვიყავი (ეხლა 15 წლის ვარ) ძალიან მარტივი ფორმებით იჩენდა თავს ჩემი უნარი.. როცა გულში რაიმე სიმღერას წავიმღერებდი 2-3 წამში ან იქვე მდგომი დაიწღებდა ხმამარლა მღერას ანდა ვიმნმე ჩართავდა ამგნიტაფონში (სადმე კორპუსში) შემდეგ ჩემი ასაკის მატებასთამ ერთად უნარიჩ უფრო და უფრო იზრდებოდა (და ახლაც ვითარდება) თუმცა ჩემს განსაკუთრებულობას ადრე ვერ ვამჩნევდი... შემდეგ მოხდა ასეთი ფაქტები.... როდესაც ბებია გარდამეცვალა (3წლის წინათ იყო თუ არ ვცდები) მისი გარდაცვალებიდან 2 კვირის შემდეგ მე თბილისში ვიყავი დედაჩემთან და ჩემს მეორე ბებიასთან ერთად (დედის დედასთან) ერთ დღეაც როდესაც დედაჩემი და ბებიოაჩემი სამზარეულოში იყვნენ თავიანთი საქმით დაკავებულნი მე "ზალაში" ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. ამ დროს რაღაც ფხაკუნი მომესმა (ზალა და ლოჯი გაერთიანებული გვაქვს ოღონდ სულ არა შუაში არის ამოღებული კედელი ოვალურად ) ლოჯის მხრიდან სადაც ხატების კუთხეა . მეც ავდექი სავარძლიდაბ და წავედი იქით საიდანაც ხმა მოდიოდა და უეცრად ქვერდით რაღაც ძალამ ჩამიქროლა (რამის გული გამისკდა) არა და ყველა ფანჯარა დახურული იყო სახლსჰი. მარამ მთავარი ისაა რომ გარეთ ნიავიც კი არ იძვროდა ... ეს ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა .. სანამ არ მივხვდი რომ ბებია (ეს ჩემი მოსაზრებაა) მემშვიდობებოდა .., ამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა... შემდეგ სფელში როცა ჩავედი (1 წლის წინათ) ჩემი ნათლულის სახლში ვიყავი. 2 სართულზე ავედი სადაც წიგნების საცავი აქვთ (ნუ ბიბლიოთეკა) და ერთ ჟურნალს გადავაწყდი სადაც წმინდანებზე სატანისტებზე და ასეთ რაღაცეებზე ეწერა მეც ვკიტხულობდი და ბოლოს ერთ სატანისტზე შევჩერდი თვითონ წრდა თავის ამბავს. როცა შუა კითხვაში ვიყავი საშინელი გრძნობა დამეუფლა. თითქოს აცივდა და მერე უეცრად ფერდებში(მემგონი ასე ეძახიან ) წელზე ძალიან ძლიერი დაჭერა ვიგრძენი ხელების ძალიან ძლიერი და მტკივნეული იყო ეტყობა ვინც ეს ქნა საზარელი ხელები ჰქონდა .. ეს იყი სატანა... ალბათ იმის მოყოლას აზრი არ აქვს როგორ გამოვვარდი 2 სართულიდან . ხო უკან რომ მივიხედე არავინ მედგა .. და თან რამხელა საშინელებაა ამხელა სახლში სრულიად მარტ რომ ხარ და სატანა რომ გამოგეცხადება .... თანაც ამ ყველაფერს გულში ვინახავდი .. ახლობელისთვის არავისთვი მითქვამს... მერე ხდებოდა ასეთი მოვლენები ძირითადად წინასწარ ვგრძნობდი მოვლენებს ... მაგრამ ეხლა ამ ბოლო პერიოდში მომხდარს ა განსაკუთრებულ შემთხვევებს მოგიყვებით.. ერთხელაც პირველ არხზე გადიოდა გადაცემა ეტალონი . მეც ვუყურებდი ად უკვე ფინალში გამარჯვებულ ბიჭს შესთავაზე აერჩია 7 ციოფრიდან სამი )1 2 3 4 5 6 7) ასე იყო ციფრები განლაგებული. და მეც რატომღაც გულში გავიფიქრე რომ ეს იტყვის 1, 3 , და 7-ს თქო.. და ასეც მოხდა ჩემი რექცია როგორი იყო.შემდეგ მოხდა კიდევ ასეთი რამ .. ერთხელ ვუყურებდი ტელევიზორს თან ვკითხულობდი (რომ გითხრათ კითხვაზე ვგიჟდები თქო არა მაგრამ საინტერესო წიგნებს ვკითხულობ) და იმედზე მქონდა თუ რუსთავი 2 ზე გადართული აღარ მახსოვს . და უეცრად გულში გავიელევ ერთი ფილმი გამახსენდა. რამენი ხანია ამ ფილმისთვის არ მიყურებია თქო "საუკეთესო საყვარელი" ქვია ფილმს (უხამსი ცენები არაა) )ხოდა უეცრად გადავრთე რომელიღაც რუსულ არხზე . გაუაზრებლად . და იმ წუთას დაიწყო ის ფილმი.... და ბოლოს ყველაზე გრანდიოზული რამ... ერთ დღეს ზამთარში გამათბობელთან ვიჯექი თან ტელევიზორი ჩართული მქონდა თან ვკითხულობდი ტელევიზორს შევხედე (მაშინ იმედი ჩართეს ცოტა ხანს ) და იმედზე მქონდა გადართული და გავიფიქრე ნეტა რუსთავი2 ზე რა ხდება თქო და გავიხედე ფანჯარაში ვარსკვლავებს ავხედე და რომ მვტრიალდი რუსთაცვზე იყო გადართული... არც არავის გადაურთავს(მე და დედაჩემი ვიყავით სახლში და რომ ვკითხე შენ ხომ არ გადართეო მიპასუხა არაო თანაც ის სულ სსხვა ოთახშI იყო) არც მე გადამირთავს . თუმცა გადავრთე გონებით.... მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება ჩემი ნება სურვლით მაგ: აგიხსნით ... ისე არ ხდემა რომ .. მე მინდა ეხლა რუსთავიდან გადაირთოს იმედზე არა ეგრე არა უნებლიედ უნდა გავივლო გულში... მინდა ამ ყველაფრის მართვა ვისწავლო და უფრო განვივვითარო ეს უნარი.... ალბათ რამდენი შეცდომა მაქვს ნაწერში ძალიან ვნერვიულობ და ............
|
|
|
Aug 13 2008, 04:30 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინდა ამ ყველაფრის მართვა ვისწავლო და უფრო განვივვითარო ეს უნარი.
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე. შენ თუ 15 ის ხარ მე 39 ის ვარ. მერე რა... ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ ერთს გეტყვი,რომ ბედნიერი ხარ, რომ ამდროში დაიბადე, იმიტომ რომ ეს დრო მეტი თავისუფალია, არსებობს მეტი ლიტერატურა, ალბათ არსებობს მეტი გაჭირვებაც, მაგრამ ყველაფერი ეს დაგეხმარება შენ, რომ სულიერად უფრო დიდი გახდე, ვიდრე ხარ. გეტყვი ჩემი ბავშვობის შესახებ:– პატარა რომ ვიყავი ნათლად ვხედავდი ადამიანთა და საერთოდ ყველაფრის ველს(ვხედავდი დაახლოებით აურას). ვისაც ვკითხე არავინ არ იცოდა არაფერი ამის შესახებ. ვიფიქრე მაშინ, გავიზრდები და სკოლაში ვისწავლი მეთქი. ახლა ვიცინი და ვამბობ რამდენი დრო დაიკარგა. ბოლოს იმზომამდე მივედი, რომ ვთქვი არ არსებობს მეთქი. დღეს ბევრი ვარჯიში მჭირდება, ჩემი ბავშვობის ხედვა რომ დამიბრუნდეს, ვხედავ აურას, მაგრამ მხოლოდ გონების დაძაბვით. მაშინ მე მარტო ვიყავი. შენ ბედნიერი ხარ, მარტო არა ხარ. ალბათ თითოეული ჩვენგანი შევეცდებით გაგიწიოთ მცირედი დახმარება. მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ,–ყველა მოვლენას მშვიდი თვალით შეხედე. უმთავრესია ირწმუნე, რომ ღმერთი არსებობს, არ აჩქარდე, თორემ შეიძლება შეცდომის ჩადენა ადვილად. მეც ჩავიდინე შეცდომა, მაგრამ არ მეშინია, არ მეშინა იმიტომ, რომ ვიცი ღმერთის ძალა, თუ სადუმლო უსასრულოა. მთავარია არ შეგეშინდეს. შეეცადე სახარების კითხვას. შეეცადე გააკეთო რელაკსაცია , ანუ სხეულის მოდუნება(ვარჯიში, როცა მთელი სხეული დუნდება და შენ შენს სხეულს მშვიდად ათვალიერებ), პირადად ჩემი აზრია, არ იჩქარო მედიტაცია ჯერ. მერე თვითონ იგრძნობ ამის დროს.საშიში არაფერია. შენი თმის ბეწვს ვერ შეეხება ეშმაკი, იმიტომ რომ სულ მალე ის შენთვის არც იარსებებს. შენი სახე თანდათანობით გაივსება ღიმილით, და იგრძნობ ღიმილის და სიცილის და სიყვარულის უდიდეს ძალას. იფიქრე ღმერთის ძალაზე ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 12:25 AM |