ფორუმელთა შემოქმედება |
ფორუმელთა შემოქმედება |
Jan 8 2008, 05:17 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ, ასე თუ ისე ყველა ჩვენგანს რაღაც შეგვიქმნია...ზოგს დაგვიხატავს, ზოგს დაგვიწერია ....
მე ვიცი რომ ბევრი ამ ფორუმზე ხატავს – თანაც არც ისე ცუდად...ზოგს ვატყობ რომ კარგად წერს... მოკლედ მინდა რომ ფორუმელთა ნამუშევრების გამოფენა მოვაწყოთ პატარა.... მე პირადად მხატვრობაში დიდი ნიჭი არ მაქვს მაგრამ რაღაცეებს ვწერდი ადრე. ამასწინად ბლოგი გავხსენი და იქ მივამაგრე. lasharela.blogspot.com ველოდები თქვენს ნახატებს, მუსიკას, ნაწერებს ქანდაკებებს???? |
|
|
Aug 13 2008, 04:46 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბროწლის ყვავილებს.
ბროწლის ყვავილებს შევცქეროდი მე დღეს ფარულად და თვალსა მჭრიდა ფერი მათი ეს ალისფერი. ოჰ, ის ყვავილნი მიღიმოდნენ ნაზად, ალერსით და უნებურად მომინდა მწველად მე კოცნა მათი. მათი მშვენება თვალსა და გულს მეტად ახარებს, ბროწლის ყვავილნი მოგაგონებთ თქვენ ლამაზ ქალებს. ჰქონდათ შეჯიბრი სილამაზის,– მშვენიერების და იყვნენ დიდნიც და ლამაზნიც და მშვენიერიც. ზოგი მათგანი უკვე ზლიერ გაფურჩქნულიყო, ზოგი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს აყვავილებას, ზოგი ჯერ მხოლოდ კვირტი არის და ახლა იშვა, ზოგიც პატარა, სულ პატარა ნაყოფად იქცა. ქალიც ასეა– ზოგი ასეა , ზოგი ისეა, ქალიც ასეა – ზოგი დედაა, ზოგი ბავშვია, ქალიც ყვავილს გავს, ბროწლის ყვავილს, ყვავილს ალისფერს, ქალიც ასევე, ამ ყვავილივით ძლიერ ნაზია. ოჰ, თქვენ ყვავილნო, ბროწლისანო, მშვენიერებო, პოეტის გულში თქვენ დაანთეთ ბრიალა ალი და ამ გულს მტკივანს და სიცივეს ირგვლივ განფენილს, თქვენ მოეფერეთ და გაათბეთ მე თქვენ გეხვევით. 19.06. 1991 წელი 17 წლის შემდეგ. დადექით, უყურეთ ბროწლის ყვავილებს,–სილამაზეა დიდი, უყურეთ, უცინეთ , აკოცეთ ალერსით, – სიამოვნება დიდი, ლექსებით აქეთ, სიმღერა უმღერეთ,– სიხარულია დიდი, ოცნებით გაივსეთ გული და გონება,– ნეტარებაა დიდი. წლები გავიდნენ, მათ მშვენებაზე, ხშირად ვფიქრობ მე ახლა, წლები გავიდნენ, მაგრამ მშვენება, არ მავიწყდება ახლაც, ვეძებ, ფიქრებში, მოგონებებში, მათი სურათით ვტკბები, ამბორს ვუგზავნი ლამაზ მცენარეთ, კოცნა მინდება ახლაც. სამშაბათი .5 აგვისტო. 2008 წელი. ირმა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 06:08 PM |