სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
Nov 27 2009, 06:11 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 50 Joined: 8-November 09 Member No.: 6,065 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სად არის თქვენი ნამდვილი სახლი - ეს ადგილია სადმე, რაიმე მდგომარეობა თუ ვინმესთან ერთად ყოფნა?
იოლად ახერხებთ "იქ" მოხვედრას? რეალურად არსებულია თუ ვირტუალური? მე წუხელაც მესიზმრა ერთი ადგილი, რომელიც სინამდვილეში მთებში ჩაკარგული პატარა სოფელია, ქვემოთ ჭალაა და მდინარე მიედინება. სიზმარში ეს ადგილი გაცილებით დიდი და ლამაზია, მდინარე როცა ადიდებულია მღვრიეა, თუ ცოტა მოედინება - გამჭვირვალე.. აი იმ სოფელს ვთვლი ჩემ სახლად, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე, და იქ გატარებული დრო ჯამში ალბათ 2 წელზე ოდნავ მეტი თუ იქნება.. |
|
|
Dec 17 2014, 10:14 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ზაფხულს ოცდაათი შიფერი რო ჩამოუსხვრა ჩემს ცხვირწინ და სიკვდილს გადავრჩი, დამენგრა უსაფრთხოების ილუზია.. მართლა ილუზიაა ყველაფერი. დავფიქრდი ნამდვილად უსაფრთხოდ სად ვართქო.. მერე სულ მეშინოდა და მერე მივხვდი რომ სახლი დედამიწაზე არ არის და არც შენობაა, არც სხვა ადამიანი. სადღაც ჩემშივეა, ცნობეირების მდგაომრეობაა. გულში დავხატე ერთხელ ჩემს თავთან როგორ მივდივარ თუმცა გრძელია გზა.. მივდივარ მივდივარ, ვხედავ სინათლეს, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობეირებ ბოლომდე რომ იქ ვარ...
სახლი ისაა, სინათლეა შეგრძნებითაც და სიმშვიდე ღრმა სიმშვიდე კიდევ სიყვარულია, მეგობრებზე რომ ვფიქრობ, სხვადასხვა ფერები არიანხოლმე, მაგრამ ყველა მათგანი სახლისკენ გზაა ალბათ.. თუმცა ჩემი სახლი სინათლეა, ბედნიერი ვარ რომ ვხედავ, მომვალში ან სხვა განზომილებაში ან სადმე ნამდვილად არის, თუმცა ჯერ აქ ვარ. წავალ იმედია ბოლომდე სიკვდილამდე.. ნამდვილად -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 07:06 AM |