სიყვარული დაავადებაა? |
სიყვარული დაავადებაა? |
Aug 5 2014, 10:31 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. მედიკოსების თქმით, დაავადება სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი. ამასთან, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მონტემაიორ ფლორესის განცხადებით, დაავადება სიყვარულს ფიზიოლოგიური მიზეზები იწვევს და მისი ხანგრძლივობა 4 წელია. http://frontnews.ge/ge/news/50592 რამდენიმე ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, რომ ხლოვნურად შეიძლება სიყვარულის გამოწვევა, მაგალითად ემოციურ პლანზე ზემოქმედებით და ასევე შეიძლება მისგან განკურნებაც. მე ადამიანის სხეულს კარგად არ ვიცნობ და იქნებ ფიზიკური ჩარევითაც შეიძლება ამ შედეგების მიღწევა, როგორც "ბდნიერების შეგრძნების" გამოწვევა და ა.შ. ამ თემებზე გვისაუბრია ადრე. სიყვარულის საერთო გაგება - რელიგიით მოწოდებული სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია და ა.შ. საქართველოში (ნუ სადაც მე თვალი მიმიწვდება და დაკვირვბა შემიძლია) ფუჭი სიტყვებია, სხვადასხვა მსოფლმხედველობებში გაჟღერებული უპირობო სიყვარული მაგრად ეშლებათ ხოლმე ერთმანეთი რომ მოსწონთ იმაში, და ხშირად მართლაც აკვიატებაში. ეს ორი ცნება უნდა გაირჩეს ჯერ ერთმანეთისგან, ამიტომ ამ სტატიის ავტორი უღმერთოა და ქართველობას გვართმევენ კომენტარები სიცილს მგვრის. თქვნს აზრს ველოდები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 31 2014, 08:44 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
QUOTE რატომ ირზ? იმიტომ რომ გვმართავენ, რასაც უნდა იმას გვეუბნებიან, მართალი ტყუილადაა ქცეული და ტყუილი მართლად. ხდება ისეთი დაპროგრამება ყველა სფეროში, ყველა საკითხში, რომ თვით ყოვლისმცოდნეც კი იბნევა და ვერ გაიგებ რა წაიკითხო, რა დაიჯერო და სად დაიმალა სიმართლე. სიყვარული, რა სახის სიყვარულზეც აქაა ლაპარაკი არის ადამიანური, ბუნებრივი მოვლენა საუკუნეების მანძილზე. ახლა თუ ვინმეს შიზოფრენია სჭირს და გამოვლინდა მაშინ, როცა ვინმე შეიყვარა, მთელი კაცობრიობა რა შუაშია. ოჰ, ეს უსასრულოდ დიდი ინფორმაციის წყარო ინტერნეტი, გვაძლევს და გვაძლევს ინფორმაციებს, ფრთხილად მატრიცა მართლაც უკვე მუშაობს. გვაზომბებენ... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 07:07 PM |