ვყვებით ამბებს, ისტორიებს, თავგადასავლებს, ის რაც გადაგვხდენია ან გამ |
ვყვებით ამბებს, ისტორიებს, თავგადასავლებს, ის რაც გადაგვხდენია ან გამ |
Nov 24 2013, 08:26 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგიყვებით ერთ ამბავს, რაც მე ვნახე... დავარქმევ ჯოჯოხეთში მოგზაურობას, რადგან ეგეთი საშინელება ალბად მარტო ჯოჯოხეთში თუ ხდება....
ე.ი. შევდივარ და რას ვხედავ ხალხი ჩვეულებრივ ოჯახებად ცხოვრობს, ხოდა ზოგს ფეხი არა აქ, ზოგს ხელი, დასახიჩრებულები არიან, სისხლები ჩამოსდით და რო შეხედო შემზარავები არიან, თავი გატეხილი, სახე ათლილი... ნუ რავიცი უჟასებს გვანან. ოღონდ ჩვეულებრივი სახეები აქვთ, არანაირი ვუუუ შეგაშინოს და გამოგეკიდოს... უბრალოდ ამ დასახიჩრებისგან აქვს ეს საშინელი სახე თორე თვითონ გეგონება ვერ ამჩნევს რო გარეგნობაში რამე პრობლემა აქვს–– ისე იქცევა. აბსოლიტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ ამნაირები, ერთმანეთი მოსწონთ, უყვარდებათ ქორწინდებიან, შვილებს აჩენენ, სამუშაოს ეძებენ, შოულობენ, სწავლობენ და ა.შ. ასე დასახიჩრებულები..... ანუ ყველა ეგეთი დასახიჩრებულია.... უჟასების ქვეყანაა . არის უკიდურესი შიმშილი, ზამთარში კანკალებენ ისე სცივათ ვერ თბებიან, ზაფხულში იხუთებიან და ჰაერი აღარ ყოფნით, სულ შიათ, და არაფერი არ აქვთ რო შეჭამონ.... ერთმანეთს საკუთარ ხორცებს აჭმევენ, მოიჭრიან ფეხს და გამოგიწოდებენ. ასე კვებავენ ერთმანეთს და ოჯახში მამა როგორც წესი პირველი კვდება, რადგან მან ოჯახი უნდა კვებოს შესაბამისად ნელ ნელა იჭრის ხორცებს... ხელს, ფეხებს... მერე ხორცებს ითლის და იქამდე, სანამდეც გაქაჩავს... და ბოლოს კვდება... მერე დედას აწვება , მარა ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლიან რო თვითონაც ასე უნდა მოიქცეს და ეს ბავშვიც დგას და თუ ვინმე თხოვს რამეს არაფერი გააჩნია საკუთარი ხორცის მეტი და იცის რო უნდა მოიჭრას და მისცეს. ხოდა ასე იზდებიან თაობები, ქმნიან ოჯახებს და მრავლდებიან ჩვეულებრივად და იქამდე სანამ სისხლისგან არ დაიცლებიან. ხოდა, მე მათთან მივედი რაღაც ტკბილეულობა მივუტანე, დავსხედით ხოდა მეკითხებიან როგორ ხარ, რას შვები, ხო არ გიჭირს რამეო არა მეთქი არაფერი არ მიჭირს, კარგად ვარ არ მოგერიდოს იცოდე თუ რამე გინდა ყველაფრით დაგეხმარებით რითიც შეგვიძლიაო. უარი ვუთხარი, მარა ერთი ქალი მოვიდა და მოიჭრა თავისი ხორცი და გამომიწოდა, აჰა ჭამეო არ მშია მეთქი ვუთხარი წაიღე წაიღეო გზაში მოგშივდება და შეჭამო. არ მომშივდება, მადლობ არ მინდა ვეუბნევი წაიღე გამომართვი და გზაში თუ არ მოგშივდება, სახლში ხო მიხვალ და როცა მოგშივდება შეჭამეო, მინდა რო რაღაცით პატივი გცე და რისი საშვალებაცა მაქ აი ეს არის და უარს ნუ მეტყვიო. კაი მეთქი და გამოვართვი და აქ მორჩა სიზმარი მერე ვკითხე რო რატო მაძლევთ თქვენ ხორცებს მეთქი და მითხრეს რო ძაან გვიყვარხარ, ჩვენი სიხარული ხარ შენო და გვინდა რო რამით გამოვხატოთო.... ნუ ძაან საშინელი სიზმარი იყო.... ვიდექი და ჩემ თავს ვეკითხებოდი ნეტა უკვე გავგიჟდი თუ ჯერ არა მეთქი.... |
|
|
Jan 19 2015, 10:25 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხოოო და დავიბადეეე... და გაგრძელება იქნება
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 08:20 AM |