რა ან ვინ არ გვიყვარს) |
რა ან ვინ არ გვიყვარს) |
Apr 21 2007, 05:08 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ფორუმში სულ ”გვიყვარს” და ”ყველა გვიყვარს” , ამაზეა ლაპარაკი და ეხლა დაწერეთ ვინ არ გიყვართ
მე მაგალითად არ მიყვარს... ცუდი მანქანის ხელოსნები (95% ეგეთია)... სისხლს რო გაგიშრობენ))) ცუდი ექიმები (პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი)... და კიდე ერთი კატეგორია თუ ჯგუფი, მარა მაგას არ დავწერ))) |
|
|
Aug 24 2008, 07:22 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მიყვარს ურთიერთობა თავისი საქმის არაპროფესიონალებთან
არ მიყვარს როცა სამსახურში ჩემს ნივთებში იქექებიან, ვცოფდები, როცა ჭიქას იღებენ და ეს ხდება თითქმის ყოველ დღე უკვე არარ ვცუცუნებ. მივდივარ და ვეძებ 101-ე ჭიქას... არ მიყვარს სასამართლო სამართალი ქართული გაგებით არ მომწონს ქართულ სუფრაზე ჯდომა ვერ ვიტან ქელეხებს და ხალხმრავლობას ქორწილებში არ მომწონს როცა ჩემს დროს ფლანგავენ, მირჩევნია მე თავად გავფლანგო არ მიყვარს როცა შუადღით ვიძინებ და ღამით ადრე ვწვები (დრო მენანება ) მაინც ვერ ვდგები დილას ადრე და რა აზრი აქვს ... არ მომწონს რომ ბანკებისა და სხვადასხვა ოფისების თანამშრომლები, განსაკუთრებით გოგონები ერთმანეთს გვანან როცა შევდივარ. არ მომწონს როცა ზრდასრული ადამიანი თავისი უპასუხისმგებლობით სხვებს აზიანებს. მოკლედ არ მიყვარს უპასუხისმგებლობა არ მომწონს რომ საქარTველოში არც შრომა იციან და არც დასვენება-გართობა არ მიყვარს როცა მეუბნებიან, საქმე და შრომა კარგია, წარმატებებიც მშვენიერი, მაგრამ ეგ არაფერია თუ ქალს კარგი ოჯახი და კარგი ქმარი არ ჰყავს და მერე - ნუ იქნები პრეტენზიული, დროი ისე მალე გაგექცევაააააააა რა მემართება ასეთ დროს არ ვიცი, ვეც აგიღწერთ. ჩემს შიგნით ყველაფერი ფეთქდება, ყურებიდან კვამლი გამოდის და ძალიან გაჭირვებული ღიმილი მაქვს სახეზე. თუმცა უფრო ვითომ ლიბერალები, რომლებსაც ჰქონიათ რომ ახლოს მიცნობენ მეუბნებიან ბავშვი მაინც აუცილებელია აქაც იგივე ღიმილი მაქვს სახეზე, ამ ღიმილის ტექნიკაზე ბევრი ვიმუშავე... თუმცა არ მომწონს და საერთოდ მეცინება ფემინიზმზე და ფემინისტურ მოძრაობაზე განსაკუთრებით საქართველოში... არ მომწონს და ასევე მეცინება როცა ადამიანები ცდილობენ იყონ გამორჩეულნი სხვებისგან და რას აღარ აკეთებენ იმისთვის რომ ვინმემ თქვას, ვა, რა უცნაური ვინმეა ! ასეთევს ძალიან ბევრს ვიცნობ აი, ასე, უფ, რამდენი რამე არ მყვარებია. რა ცუდია.... არ გვაქვს თემა სადაც შეიძლება დავწერო რა და ვინ მიყვარს? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th June 2024 - 06:10 PM |