დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
May 18 2015, 04:44 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.
პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება. ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ უფრო ნახევარწყაროდ. დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს. საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა. დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება. დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 09:08 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმარი ბევრი რამიდან გამომდინარეობს, ხან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ანარეკლია, ხან ქვეცნობიერი სურვილები, შიშები და შთაბეჭდილებები გამოდიან სიზმარში, ხშირად სიმბოლოების სახით. ანუ სადღაც, ფროიდსაც ვეთანხმები. მაგრამ როცა იწყებ სიზმრის მართვის სწავლას, სიზმარი რეალობის მექანიკური ანაბეჭდი აღარაა. უკვე შენი სურვილით იწვევ რა ნახო სიზმარში, ვის შეხვდე და ა.შ. ეს შეიძლება უბრალო სიზმარშიც მოხდეს და თუ აცნობიერებ სიზმრებს, მით უმეტეს - სრულიად თავისუფალი ხდები შენს შესაძლებლობებში.
ჩვენი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მეტად მოქმედებს სიზმრის სიუჟეტზე, მღელვარე და კოშმარულ სიზმრებს იწვევს, ასევე წყვეტილ და გაუგებარ სიზმრებს. ამიტომ დაოსები ზედმეტ ემოციებს არ ეძლევიან. ანუ აქ ლაპარაკი არაა, რომ არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა აღშფოთდე, არ უნდა გძულდეს და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა - ემოციებში ხარ ე.ი. სუბიექტური ხარ და საგნის ჭეშმარიტ არსს ვერ ხედავ. შეიძლება რაღაც გიყვარდეს, რაღაც არა - მაგრამ ამაში ჩართული არ უნდა იყო. გარედან დანახვაც უნდა შეგეძლოს. ამას კარგად ხსნის ლევან ბერძენიშვილი ლექციაში და ამიტომ დავდებ ვიდეოსაც ამიტომ არ არსებობს მთავარი და ნაკლებ მთავარი საგნები და მოვლენები, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა. ყველაფერს იღებ ისე, როგორც არის. ამიტომ როცა სურვილის ასრულება გინდა - თუნდაც სიზმრის გაცნობიერება, რაიმე კონკრეტულის ნახვა ან ჩვეულებრივი მატერიალური სურვილი, ნუ გააყოლებთ იმგვარ ემოციას, თითქოს ეს რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. ამას კურიოზული შემთხვევები უფრო მოყვება ხოლმე, ვიდრე ასრულება. მაგ. მე რომ მინდოდა სიზმრები ჩამეწერა, ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ აუცილებლად უნდა დამემახსოვრებინა, რასაც ვნახავდი და რამდენიმე დღის განმავლობაში სიზმარში ყოველ ნაბიჯზე ვეუბნებოდი ჩემს თავს "ეს დაიმახსოვრე", "ეს მნიშვნელოვანია" და გამოღვიძებულს მხოლოდ ეს "დაიმახსოვრეს" ძახილიღა მახსოვდა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 07:08 PM |