დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
May 18 2015, 04:44 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.
პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება. ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ უფრო ნახევარწყაროდ. დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს. საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა. დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება. დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 10:46 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება მენტალურ კავშირს, ამის განვითარებას ტელეპატიამდე მივყავართ. დაოსური პრაქტიკებით ესეც შესაძლებელია. დავდებ სავარჯიშოს, თუმცა მანამდე უნდა ავხსნა რა როგორ მუშაობს.
ჯანსაღი ორგანიზმი, ტელეპატია, სიზმრების გაცნობიერება და მსგავსი რამეები თამაშია. დაოსების მთავარი მიზანი უკვადავების მიღწევაა - True Immortal Self, ეს არ გულისხმობს მარადიულ სიცოცხლეს ფიზიკურ სხეულში. ეს ნიშნავს მუდმივად გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნას, სიკვდილის დროს მატრიალური სამყაროდან ცნობიერად გასვლას და არსებობის მაღალ განზომილებაში გაგრძელებას. ეს პროცესი მოითხოვს ერთდროულად ფიზიკური სხეულის სექსუალური არსის (jing), ენერგეტიკული სხეულის (chi) და სულიერი სხეულის (shen) ფუნქციების სრულ გახსნას (wu) მრავალ განზომილებაში. დაოსური სულიერი პრაქტიკების სწავლება დასავლეთში დაიწყო მანტაკ ჩიამ 1981 წლიდან. ეს ცოდნა მან მიიღო განდეგილისგან სახელად One Cloud (1880-1976), რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა დიდ თეთრ მთებში (Changbaishan) ჩინეთში. იაპონიის ომის დროს იგი ჰონ კონგის მახლობლად მთებში გადასახლდა, მანტაკ ჩია მასთან ერთად ცხოვრობდა ქოხში. One Cloud ასწავლიდა შინაგანი ალქიმიის 7 ფორმულას. დღეს უკვე გამოყოფენ 9 ფორმულას, რადგან გასამარტივებლად მისი პირველი ფორმულა 3 ნაწილადაა გაყოფილი. One Cloud-ის მიერ დამუშავებული ჭეშმარიტი უკვდავი ცნობიერების ალქიმიური ფორმულები ანალოგიურია ათასწლოვანი ტექსტებისა, რომელსაც დაოს კანონს (დაოსური ბიბლია) უწოდებენ. ფორმულების შექმნა მიეწერება Lu Dong Bin-ს, ერთ-ერთს რვა პატივსაცემ უკვდავსა და შინაგანი ალქიმიის წმინდა მფარველს ჩინურ ტრადიციაში. ეს სწავლება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მანტაკ ჩიას მეშვეობით გახდა მსფლიოსთვის ხელმისაწვდომი. მისი გვერდი ფეისბუქზე: https://www.youtube.com/user/utcoffice -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 07:53 PM |