დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
May 18 2015, 04:44 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.
პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება. ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ უფრო ნახევარწყაროდ. დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს. საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა. დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება. დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 03:23 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დანტიანები
დაოსური ცოდნა სამ ძირითად ენერგეტიკულ ცენტრს - დანტიანს იცნობს. ესაა ენერგიის ერთგვარი საცავი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ენერგიების შეკრება და გარდაქმნა. ქვედა დანტიანში მოთავსებული ენერგია Jing (არსი) არის ყველაზე ინის ნიშნის მატარებელი ენერგია, მჭიდრო კავშირშია დედამიწის ჩისთან. ეს არის ფიზიკური ძალების წყარო, დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან, რეპროდუქციულობასთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. იგი შეიგრძნობა სითბოთი. ქვედა დანტიანი მდებარეობს დაახლ. ჭიპიდან 3 თითის დადებით დაბლა და ორი თითის დადებით სიღრმეში. შუა დანტიანში მოთავსებული ჩი Qi ენერგია მჭიდროდ უკავშირდება ატმოსფერულ ენერგიას (ნაზავია ცისა და მიწის ენერგიების), ესაა ემოციური ენერგია, სიყვარულის ძალა, თანაგრძნობა, სიკეთე. შეიგრძნობა ვიბრაციით. შუა დანტიანი მოთავსებულია მკერდის ქვემოთ, შუაში, მზის წნულთან. ზედა დანტიანში მოთავსებული shen (სულიერი) ენერგია არის ყველაზე არამატერიალური, ყველაზე ზეციური - იან ნიშნის მატარებელი. ეს ცენტრი უმაღლეს ცნობიერებასთან, სიბრძნესთან, ინტუიციასთანაა დაკავშირებული. შეიგრძნობა სინათლით. ზედა დანტიანი მდებარეობს წარბებს ზემოთ შუბლის შუაში, ე.წ. მესამე თვალის გასწვრივ სიღრმეში, ტვინის ცენტრში, ჰიპოფიზის (pineal) მიდამოში. დაოსი სწავლობს ჯინ ენერგიის გარდაქმნას ჯერ ჩი-სასიცოცხლოდ და შემდეგ შენ- სულიერ ენერგიად. დაოსი ალქიმიკოსები ხდებიან ძლიერი გრძნეულები, წინასწარმეტყველები და მკურნალები. თუმცა შიდა ალქიმიის საბოლოო მიზანი არის დაოსთან შერწყმა. დაოსური სწავლებით ადამიანის სხეულში 30-ზე მეტი სახეობის ენერგიაა. ერთ-ერთი მათგანია Wei qi , რომელიც მიედინება კანის ზედაპირზე და სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვის პირველი ხაზია. ასევე 12 ძირითად შინაგან ორგანოს საკუთარი ჩი ენერგია აქვს. განსაკუთრებით გამოყოფენ 2 მნიშვნელოვან ჩი ენერგიას: დაბადებამდელი ჩი და დაბადების შემდგომი ჩი. დაბადებამდელი ჩი - ესაა, რაც მშობლებისგან გვერგო და მისთვის რაიმეს დამატება ჩვენ აღარ შეგვიძლია. იგი განსაზღვრულია. მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს 500 წლის სიცოცხლის სამყოფი დაბადებამდელი ჩი და თუ ჩვენ ნაკლებს ვცოცხლობთ, ეს ნიშნავს, რომ ძალზე სწრაფად ვხარჯავთ მას. ჩიგუნის პრაქტიკებით ხდება მისი შენარჩუნება. ამაში გვეხმარება დაბადების შემდგომი ჩიც. დაბადების შემდგომი ჩი - ეს არის ამქვეყნად მოსვლის შემდეგ შეძენილი ჩი, რასაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ ჭამისას, ჰაერისგან, სითხისგან და ა.შ. ესაა ჩი, რომელიც ინახება ქვედა დანტიანში. ესაა ენერგია, რომელსაც პირველ რიგში იყენებს სხეული ყოველდღიურობაში. თუ დანტიანში საკმარისზე მეტი ენერგიაა, იგი აკონსერვებს მას და ინახავს მომავლისთვის. ამიტომ აუცილებელია სხეული მოვამარაგოთ ამ ენერგიით. ასეთ შემთხვევაში, დაბადებამდელი ჩი ენერგიის ხარჯვაც შემცირდება. სუნთქვითი სავარჯიშო ქვედა დანტიანის გააქტიურებისთვის: 1. დაჯექით სწორად, ხერხემალი გამართეთ, ორივე ხელი დაიდეთ მუცელზე, ჭიპს ქვემოთ. ისუნთქეთ ცხვირით. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად, მუცელი გაავსეთ ჰაერით, ამოისუნთქეთ ასევე ნელა, ბოლომდე გამოუშვით ჰაერი, მუცელი შეკუმშეთ. წარმოიდგინეთ რომ დანტიანის ადგილას პატარა მზე გაქვთ, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას თანდათან იზრდება და უფრო ნათდება. პრაქტიკა გრძელდება 3-5 წუთი (იდეალურია 10 წთ.), შეგიძლიათ დღეში 2ჯერაც შეასრულოთ. 2. ესეც შეიძლება შესრულდეს ძილის წინ: დაწექით და მოდუნდით. ვიწყებთ სუნთქვას ფეხის გულებით, ცხვირით ჩასუნთქვა ფეხისგულში, ასევე ცხვირით ამოსუნთქვა ფეხისგულში. ეს ააქტიურებს წერტილებს K1, რომლის მეშვეობითაც ინ ენერგია შემოდის სხეულში და ავსებს ქვედა დანტიანს. 3. ვდგებით, მუხლებში ოდნავ ჩახრილი, მენჯი წინ გაწეული, ხერხემალგამართული..სხეული თავისუფალ მდგომარეობაშია. ვიწყებთ ჩასუნთქვას ფეხისგულებიდან, წარმოსახვის ძალით ჩასუნთქვისას ენერგიას ავიტანთ ფეხებში ორ ნაკადად, მენჯთან შევაერთებთ და ამოვისუნთქავთ ქვედა დანტიანში. ვსუნთქავთ ცხვირით, მუცლით ანუ - ჩასუნთქვისას მუცელი ივსება, ამოსუნთქვისას ცარიელდება. ენერგია ნელა, მდორედ მოძრაობს, ამიტომ ვსუნთქავთ ნელა, მშვიდად. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th May 2024 - 04:46 PM |