სამადჰი, პირადი გამოცდილება |
სამადჰი, პირადი გამოცდილება |
May 24 2015, 03:51 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა. აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს. და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა. მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა. ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ. ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს. ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება. მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ. ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ? მაგრამ ეს ხმა მე არ ვიყავი. სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა. როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი. მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან. შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა. ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან. ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ. გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ. ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად. ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში. სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან. შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის. ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს. ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
May 25 2015, 01:52 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tty_
კი, ვნახე აქ რამანა მაჰარშის თემა გახსნილი. ახლა კი შენ კითხვას ვუპასუხებ და მანამ სანამ ვუპასუხებ, მინდა გამოვეხმაურო ზემო პოსტებს რომელიც შენს კითხვასთანაცაა ახლოს. ანუ კითხვა, რისთვის მოვდივართ ამნქვეყანაზე და ა.შ. გამიჩნდა ამ მდგომარეობაში და პასუხი იყო უამრავი. მათ შორის ესეც გართობა, დროს ტარება, გამოცდილება, ისა ესა, მაგრამ ეს პასუხებიც ქრებოდა და რჩებოდა სიჩუმე. მე ნუ არაფერი მსგავსი ანუ მსგავსი გაჩუმება ყველაფრის არასდროს განმიცდია. ანუ პასუხი უამრავი შეიძლება გასცე, მაგრამ მე კი უფრო მგონია, რომ სიყვარულისთვის მოვდივართ, რომ გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ახლა რაც შეეხება შენს კითხვას. მე არ ვიყავი გონება და მისი შედეგი ანუ ფიქრი, ანუ საკუთარ თავს ვერ ვაიგივებდი ფიქრებთან. ფიქრებს ვაკვირდებოდი მანძილიდან, აი არ ვიცი როგორ ვთქვა, ისე პირდაპირი მნიშვნელოვით როგორიღაცა სივრცე, დისტანცია შეიქმნა ჩემს გულში და თავში, უფრო თავში. ბნელი სივრცე და ამ სივრცეში ქვემოდან ხან გვერდიდან შემოდიოდნენ სხვადასხვა ფიქრები და ემოციები და ისინი მითრევდნენ, ანუ იცი როგორ, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ფიქრი. ვთქვათ ხვალ სად წავიდე და რა გავაკეთო? ანუ ეს ფიქრი ცდილობდა, რომ მასზე მეფიქრა, რომნის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის პრობლემებს გადაჭრიდა. მექაჩებოდა თავისკენ. მაფიქრებინებდა თავის თავზე. ამ დროს მე, ანუ ეს მე ცალკე იყო არ ვიცი რა იყო მე ამ მეს ვერ ვხედავდი მაგრამ ეს მე მე ვიყავი, თითქოს მიმართავდა ყურადღებას აი ასე, კაი მოდი აბა ვნახოთ რას ითხოვ, კარგი შენ დაგიჯერებ რომ პრობლემებს გადაწყვიტავ და აი ამ დროს, როდესაც ყურადღებას მივმართავდი ამ ფიქრისკენ ეს ფიქრი ქრებოდა და იწყებოდა ახალი, მაგალრამ სანამ ახალი დაიწყებოდა სიჩუმე იყო. მდააა, არა რა არ არის სიტყვები ვერ ლაგდება რა ვერასდროს გადმოცემს სიტყვები ამ განცდას. მარა მიახლოება შეიძლებაა და მაქსიმალურად ვცდილობ. სიტყვებს არა აქვს მნიშვნელობა რას ვიხმარ, მთავარია რაზე მიანიშნრბენ ისინი. ეს თით გაშვერილ კაცს გავს, რომელიც მთვარეზე მიგითითებს, თუკი შენ თითს დაუწყებ ყურებას მთვარეს ვერ დაინახავ. ამ შემთხვევაში სიტყვები გაშვერილი თითებია, ბევრი ბევრი გაშვერილი თითები. ანუ პასუხი კითხვებზე უამრავი ჩნდება მაგრამ კითხვებიც და პასუხებიც ქრებიან. აი ეს იყო გამაოგნებელი, თავიდან გაოგნებული ვიყავი. აი ის წამი როცა ხედავ როგორ იწყება შენში ფიქრი, ქმნის დისტანციას შენსა და ფიქრს შორის. მთავარია იმნწამს შეესწრო, როდესაც შენში ფიქრი იწყება. რომელიმე ფიქრი, ვიმეორებ მნიშვნელობა არ აქვს ნეგატიური თუ პოზიტიური. არ უნდა განდევნო ნეგატიური ფიქრები და არც პოზიტიური, უბრალოდ არ უნდა ჩაერიო მათში დაე მოვიდნენ და აბა ერთი სანამდე დარჩებიან. სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე, ანუ მე ვერ ვხედავდი განსხვავებას ჩემსა და სხვებს შორის, განსხვავება იყო მათი ფიქრებთან გაიგივება. ზოგიბიწყებდა ჩემს ნათქვამზე ფიქრს და ცდილობდა სიტყვებიდან რამე ლოგიკა გამოეტანა მარა ამაოდ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გრძნობდა იმ სიჩუმეს. რაც შეეხება ძალას რასაც სამადჰიში ვფლობდი ეს იყო ადამიანების ყურადღების გადატანა იმაზე რაზეც მე მინდოდა, მაგრამ ეს მე არ იყო ფიქრებთან გაიგივებული მე, რომელიც რაღაც სარგებელს ელის ამისგან, არამედ ეს უკონტროლოდ ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა, თითქოს ანუ მერე რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდა მივხვდი რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო იმ ადამიანისთვისახ და ჩემთვისაც. ადამიანებისგან გრძნობ ასეთ რამეს. ამას სიტყვებით არ გეუბნებიან მარა შენთვის სიტყვები არ არის საჭირო. შენ ცდები, ეგ არ არის სიმართლე, ეგრე კი არ აი ესეა. მე მომისმინე, აი ნახე აი ასეეე გააკეთე და არა ეგრე. მაგრა მე რას ვაკეთებდი ეს არ ესმოდათ. უბრალოდ მენტალური პროექცია მათი ეწინააღმდეგებოდა პირველ რიგში საკუთარ თავში მყოფ იმას, რაც მე ვიყავი იმ დროს და მერე მე, როგორც სხვას. მეც და ისინიც ერთნი ვიყავით. და ყველა გხედავს მაგრამ ყველა გემალება. გაგირბიამ, მართლა ბევრს ეშინოდა ჩემი. აი ძალიან მნიშვნ4ლოვანია კითხვა რაზე ვსაუბრობდი და როგორ. წინასწარ ვერაფერს ვფიქრობდი ვისთვის რა მეთქვა და როხა ლაპარაკს ვიწყებდი მე ტვითონ ვუსმენდი ამ ლაპარაკს ჩემთვისაც უცხო იყო. საკუთარი წინადადებები იყო ჩემთვის უცხო. ხანდახან სიტყვის თქმის წინ პაუზას ვაკეთებდი და ამ დროს ის სიაჩუმე მთლიანად განმსჭვალავდა. მერე იწყებოდა პირველი სიტყვა, და ის სიჩუმე არ ქრებოდა, ამ სიხუმის ფონზე ეს სიტყვები როგორც მეხის გავარდნა აი ასე მეჩვენებოდა არადა ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი. ვხედავდი ამ დროს ვინ მისმენდა და ვინ არა, უფრო სწორად მარტო იმას ვხედავდი ვინც მისმენდა. ანუ ყველა ადამიანის ყურადღებას ხედავ ვისიც შენსკენაა მომართული. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 07:45 PM |