ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
May 25 2015, 02:27 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით ლეჩხუმში, ხომლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება. ამ ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი ხემძღვანელობს.
მისი თქმით, ხომლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა. ხვამლი, იგივე ხომლი კირქვული მასივი ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს . არქეოლოგი ვარაუდობს, რომ მთაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდება და არქეოლოგიური სამუშაოები ძალიან საინტერესოდ წარიმართება. „სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს სულხანიშვილი. სადაზღვევო კომპანია ,,არდიში“ აცხადებენ, რომ მსგავსი ექსპედიციები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა უფრო ახლოს და დეტალურად გავიცნოთ საქართველოს ისტორია. ამიტომ ,,არდი“ ყოველთვის მზად არის მსგავსი არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებას ხელი შეუწყოს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...va-itsyeba.html -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 02:05 PM |