სამადჰი, პირადი გამოცდილება |
სამადჰი, პირადი გამოცდილება |
May 24 2015, 03:51 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა. აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს. და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა. მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა. ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ. ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს. ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება. მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ. ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ? მაგრამ ეს ხმა მე არ ვიყავი. სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა. როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი. მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან. შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა. ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან. ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ. გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ. ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად. ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში. სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან. შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის. ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს. ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
May 29 2015, 02:50 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
მადლობა მეც ვიგრძენი რომ ჯერ გულში მებადება გრძნობა შემდეგ გადასცემს გონებას, თუმცა გონებაც ბადებს აზრებს რომლებიც თითქოს ჩემი არ არის მაგრამ საჭიროდ თვლიან რომ მათზე ვიფიქრო და გადავჭრა, მერე ვიწყებ პრიორიტეტების გადანაწილებას და თანმიმდევრულად მოგვარებას, და თუ ამ აზრებს ხორცს არ ვასხამ გროვდებიან და მაწუხებენ, მათი მსახური ვარ. რაც შეეხება გულში გაჩენილ გრძნობას და გონებაში ამოსულს ისინი თითქოს გულწრფელები არიან, გაანალიზებაც არ მჭირდება უბრალოდ ვგრძნობ თუნდაც რაღაც არ ვიცოდე გრძნობით ვხვდები, მაგრამ იმ დონის სისუფთავე არ მაქვს რომ საკუთარი თავის მოსმენა შევძლო. კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ეს თემა, მეც მიხარია ნახე აბა რომელია პირველი ფიქრი, რომელი რომელს იწვევს? როგორც ვთქვით პირველი ფიქრი, ანუ მას შეიძლება გონებაც დავარქვათ, არის ფიქრი 'მე' და ის არის გულის არეში, მისი ერთ ერთი მატერიალური გამოხატულებაა სუნთქვა. ეს მე ფიქრი, იწვევს ჰაერის მოძრაობას ფილტვებიდან პირის ღრუმდე და პირიქით. როგორც მე დან გამოდის ყველა ფიქრი, და ამოდის ტვინში დასარეგისტრირებლად, ასევე ჰაერიც ამოდის მკერდიდან პირის ღრუმდე. როდესაც ადამიანი კვდება, ამ მე ფიქრს, ეს სუნთქვა თან მიაქვს და ამიტომაც აღარ რჩება სუნთქვის პროცესი სხეულში, ასე რომ არ ყოფილიყო, ანუ სუნთქვა მე ფიქრის ფიზიკური გამოხატულება რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიკვდილის შემდეგაც ისუნთქებდა ადამიანი. ამიტომაც არის, რომ ზოგი სუნთქვით მედიტაციებს აკეთებს გონების დასაწყნარებლად, ანუ გონების, მის საკუთარ საწყისში დასაბრუნებლად. ეს ახლა ინფორმაციაა, რჩება ამის განცდა. აი პრიორიტეტების გადანაწილებას ვიწყებო, მიყევი ვისთვის არის ას პრიორიტეტი. პასუხია ჩემთვის ხო? აი ვი არის ეს "ჩემთვის", სად არის და როგორია? სისუფთავე არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს მოუსმინო. მხატვრის სახელოსნო ისეთი ჭუჭყიანი და მინჯღრეულია, რომ მეტი აღარ შეიძლება. ნებისმიერი რესტორნის სამზარეულო საჭმელების გაკეთების დროს, დღის ბოლოს ისეთი ბინძურია, რომ დალაგება არ მოგინდება, მაგრამ სტუმრები კმაყოფილები არიან გემრიელი კერძებით, ასევე ხელოვანი ადამიანები ტკბებიან მხატვრის ფერწერული ტილოს ცქერით. ლოტოსის ყვევილი ჭაობში იზრდება, მაგრამ ულამაზესი და უსუფთავესია. ბაყაყი თვითონ ბინძური გვგონია, მაგრამ წყაროს ფილტრავს. წურბელა საზიზღარი მწერია, მაგრამ სამკურნალოდ სხეულზე იწებებენ. ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ? -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
May 29 2015, 07:51 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ეს თემა, მეც მიხარია ნახე აბა რომელია პირველი ფიქრი, რომელი რომელს იწვევს? როგორც ვთქვით პირველი ფიქრი, ანუ მას შეიძლება გონებაც დავარქვათ, არის ფიქრი 'მე' და ის არის გულის არეში, მისი ერთ ერთი მატერიალური გამოხატულებაა სუნთქვა. ეს მე ფიქრი, იწვევს ჰაერის მოძრაობას ფილტვებიდან პირის ღრუმდე და პირიქით. როგორც მე დან გამოდის ყველა ფიქრი, და ამოდის ტვინში დასარეგისტრირებლად, ასევე ჰაერიც ამოდის მკერდიდან პირის ღრუმდე. როდესაც ადამიანი კვდება, ამ მე ფიქრს, ეს სუნთქვა თან მიაქვს და ამიტომაც აღარ რჩება სუნთქვის პროცესი სხეულში, ასე რომ არ ყოფილიყო, ანუ სუნთქვა მე ფიქრის ფიზიკური გამოხატულება რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიკვდილის შემდეგაც ისუნთქებდა ადამიანი. ამიტომაც არის, რომ ზოგი სუნთქვით მედიტაციებს აკეთებს გონების დასაწყნარებლად, ანუ გონების, მის საკუთარ საწყისში დასაბრუნებლად. ეს ახლა ინფორმაციაა, რჩება ამის განცდა. აი პრიორიტეტების გადანაწილებას ვიწყებო, მიყევი ვისთვის არის ას პრიორიტეტი. პასუხია ჩემთვის ხო? აი ვი არის ეს "ჩემთვის", სად არის და როგორია? სისუფთავე არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს მოუსმინო. მხატვრის სახელოსნო ისეთი ჭუჭყიანი და მინჯღრეულია, რომ მეტი აღარ შეიძლება. ნებისმიერი რესტორნის სამზარეულო საჭმელების გაკეთების დროს, დღის ბოლოს ისეთი ბინძურია, რომ დალაგება არ მოგინდება, მაგრამ სტუმრები კმაყოფილები არიან გემრიელი კერძებით, ასევე ხელოვანი ადამიანები ტკბებიან მხატვრის ფერწერული ტილოს ცქერით. ლოტოსის ყვევილი ჭაობში იზრდება, მაგრამ ულამაზესი და უსუფთავესია. ბაყაყი თვითონ ბინძური გვგონია, მაგრამ წყაროს ფილტრავს. წურბელა საზიზღარი მწერია, მაგრამ სამკურნალოდ სხეულზე იწებებენ. ნუ განიკითხავ შენს თავსაც და ნურც სხვას, ვინ არის სუფთა და ვინ ბინძური. მთავარია ვინ არი ის, ვინც არის სუფთა და ბინძურიც? ვინ არის ეს ვინ? დავუკვირდები. საჭირო ინფორმაციებს მაწვდი, ფიქრების წარმომავლობას და "მეს" მოსმენას მეორე პუნქტს რაც შეეხება ვიცი იესოც ამბობდა რაც შედის ის კი არ წამლავს, არამედ რაც გამოდისო, ნუ ცუდ ფიქრებს გულისხმობდა თუ ქმედებას ნუ რაღაც ამდაგვარი იდეა იყო, მაგრამ მაინც მატერიალურ სამყაროში იმ ფაქტის წინაშე მაინც ვართ რაც არ უნდა ვიძახოთ, მაინც რაც შედის ის წამლავს საკვებიც და სიტყვებიც, რაღაც ცოდნით კი შეიძლება თავი დაიცვას ადამიანმა, სწორი ინფორმაციით, ან გაანალიზების უნარით, რომ დააკვირდება და აჰა... ესეიგი ეს ცუდად მოქმედებს. ეს კი _ კარგად, კიდე იგივეს ვწერ მარა რა ვიცი ეგებ ჩემამდე რამე მოვიდეს დროთა განმავლობაში მივხვდები, ცდად ნამდვილად ღირს მეს მოსმენა კიდე გადავიკითხავ მერე უფრო რო გავიაზრო |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 01:48 AM |