ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
Jun 7 2015, 12:59 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არავინ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, რატომ ვცხოვრობთ, რა გვინდა...
სხვადასხვა სწავლებები და ადამიანთა გამოცდილება სხვადასხვა გზას გვკარნახობენ, რა არის ჩვენი მიზანი, საით უნდა წავიდეთ, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ (თუ ასეთი გვაქვს). ზოგი თვლის რომ თამაშია ეს ყველაფერი - ამ შემთხვევაში ჰიტლერიც მართალი მგონია და სერიული მკვლელი კანიბალიც - ამ შემთხვევაში ჩემთვის აზრი ეკარგება ყველაფერს - მორალს, ღირებულებებს, პატრიოტიზმი იქნება ეს, სამართლიანობა, ოჯახის სიწმინდე და რავი რაც გინდათ, რაც ძვირფასი გგონიათ და რაც საშინელება გგონიათ, ყველაფერი ერთიდაიგივე უაზრობაა... ზოგი თვლის რომ უნდა რეალზდე იმ გარემოში სადაც ხარ და მერე წინ წახვიდე, გარემო შეიცვალო, იქაც იპოვნო შენი თავი, შენი ადგილი და მოკლედ გახდე წარმატებული ტანამედროვე გაგებით - გამოიყენო შენი ძალები მაქსიმალურად. ზოგი თვლის, რომ უნდა გაერიდო ამ ცხოვრებას - დათრგუნო საკუთარი სურვილები, იპოვნო შენს თავში ცოდვები და მოაშთო ისინი არა კარიერა, სიმდიდრე, გართობა და სხვა ამაო ღირებულებანი - ზნეობრიობა და თავის დამდაბლება - აი მიზანი. ზოგი თვლის, რომ უნდა შეისწავლო სამყარო და საკუთარი თავი - მთელი ცხოვრება ეს უნდა აკეთო, გაიგო ჭეშმარიტება და ბოლოს გასხივოსნდები და გაფრინდები ზოგი თვლის, რომ უნდა გაძლიერდე - აიღო მართვის სადავეები ხელში - მართო სხეული, გონება, აგროვო ძალები და შენ მართო ის, რაც ახლა თვითონ გმართავს. არის კიდევ ერთი - უნდა გაჩერდე. - ეს მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს "გაჩერება" ცოცხალი ადამიანისთვის. გამომრჩა ალბათ კიდევ რაღაც იქნება ;დ თქვენ გააგრძელეთ. მოკლედ, რას ფიქრობთ, რატომ ვართ აქ და რა უნდა ვაკეთოთ? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:35 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მოკლედ იქეთ წავალთ საითაც მინდა - გაქრობისკენ, ტყუილად ვჩქარობ მე ;დ შენ ფიქრობ რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს? შენ არ შეგიძლია იქით არ წახვიდე საითაც გინდა. ეს არ არის თავისუფალი არჩევანი. შენ არ ირჩევ. შენ ამბობ საითაც მინდა წავალ, იმიტომ რომ არ გაქვს არჩევანი რომ საითაც გინდა იქით არ წახვიდე. ეს მინდა დაგატარებს აქეთ იქით. ( პირდაპირ რო მოგმართავ უხერხული ხომ არ არის? არ მიყვარს განზოგადებული საუბრები. ასე პირდაპჯრ ჩემ თავს მივმართავ პირველ რიგში. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 03:35 AM |