ხელოვნური ინტელექტი |
ხელოვნური ინტელექტი |
Jun 8 2015, 04:51 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence, შემოკლებით AI) არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ XIX საუკუნეს. (ვიკი)
გამოჩენილი ასტროფიზკოსის სტივენ ჰოუკინგის ყოველი საჯარო გამოსვლა შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებებით გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციაზე Zeitgeist 2015 ჰოუკინგმა კიდევ ერთხელ შეაშინა დასწრეები თავისი განცხადებით. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რო ხელოვნური ინტელექტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში უკან მოიტოვებს ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ხელეწიფება,- „იქამდე კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები მათსას ემთხვეოდეს“. სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს რო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსასრული გარდაუვალი იქნება, – „ჩვენი მომავალი – შეჯიბრია ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადად მზარდ სიმძლავრესა და ჩვენს შესაძლებლობას შორის მივმართოთ ის სწორი მიმართულებით“. მისივე თქმით, ადამიანი არ არის შორსმჭვრეტელი, მათ ადარდებთ ის, თუ ვინ გააკონტროლებს კომპიუტერულ გონს, იმაზე კი არ ფიქრობენ მისცემს თუ არა კომპიუტერი სამომავლოდ მათ ამის გაკეთების უფლებას საერთოდ. ამ განყოფილებაში ვხსნი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი შემდეგი "რასა" იყოს, თუ არ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს გვერდით დამოუკიდებლად იარსებონ... მოკლედ რას ფიქრობთ? ადამიანები გახდებიან ღმერთები და დააკვირდებიან თავიანთ "შვილობილებს", ხატად და მსგავსად შექმნილებს, მაგრამ ასე განსხვავებულებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 06:39 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, რობოტის აზროვნება შედგება კანონებისგან და ალგორითმებისგან, მაგრამ მე რაც აღვწერე, ეს გადახვევები ხდებოდა ამ კანონების მოშორების გარეშე.
მაგალითად ჩემი ხელი ზოგადად იწვის ცეცხლში. ეს ფიზიკის თუ რაც არი, ფიზიკურ-ქიმიური პროცესია და არ იცვლება. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც, ვისაც არ დაწვავს ცეცხლი, ამას ვერ ვხსნით კანონებით და ანომალიას ვეძახით. წიგნშიც ასეთი ანომალიები ხდებოდა. რაც შეეხება ჩვენს თანამედროვე რეალობას, მე ვფიქრობ მეციერები ცდილობენ, ისეთი ალგორითმები შექმნან, სადაც რობოტს ფიქრი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, თავისი პროგრამის ფარგლებში. შეიძლება მას ეგონოს, რომ თავისუფალია. შეიძლება მას ჩაპროგრამებული ქონდეს 2-3 შესაძლო გადაწყვეტილება და იქედან ირჩევდეს. სინამდვილეში როგორ ხდება ტექნიკურად ეს წარმოდგენა არ მაქვს ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th June 2024 - 06:07 AM |