IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ცხოველების სული და განვითარება ;დ
tikoroma
post Jun 8 2015, 02:24 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ იტყვით, ის ვერ გაგვირკვევია ჩვენს თავს რა ხდებაო, მაგრამ ვარაუდების გამოთქმა ხომ შეგვიძლია, თუ ჭეშმარიტებებს არ ვიღაღადებთ biggrin.gif

მოკლედ - ცხოველები, ფრინველები, მწერები და მთელი ფაუნა...

ვინ არიან ისინი?
აშკარაა რომ ჩვენი ყველაზე ხილული ნაწილებით, მათი მსგავსნი ვართ - ბიოლოგიური აგებულება და ინსტიქტები საერთო გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ოფიციალურად მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და ა.შ. ცნობიერება-ინტელექტშიც საერთო ბევრი გვაქვს. მაგ. ცხოველს ესმის მუქარა, გაბრაზება, მოფერება, დარიგება, სწავლება - ე.ი. საერთოა ჩვენთვის ემოციები და მათი გაგება... ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ისინი არა, მცდარი მგონია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მეტი გვესმის და მათ ნაკლები. სადღაც გაზომეს რომ ძაღლს 5-6 წლის ბავშვის დონის ინტელექტი აქვსო. მაგრამ ეს ჩვენ ვაფასებთ იმ კრიტერიუმით, რაც ნაცნობია ჩვენთვის. მე ასე ვიტყოდი - ძაღლს იმდენად შეუძლია გაიგოს ადამიანის (ადამიანური), როგორც 5-6 წლის ბავშვს. ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

ახლა ვნახოთ აქვს თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება?
მე ვფიქრობ აქვთ. ხომ ცნობილია რომ ცხოველები ინსტიქტურად მოქმედებენ - კვება, გამრავლება, გადარჩენა. მაგრამ რა ხდება, როცა ვეფხვი შვლის ნუკრს უვლის? (იყო ასეთი კადრები ინტერნეტში,ა ხლა ვერ ვიპოვნი) არ თქვათ შეეცოდაო ;დ უამრავი ვიდეოა მტაცებელი ცხოველების ნადირობაზე იუთუბზე, აფთრები, დათვები, ვეფხვები და რაც გინდა, როცა თავს ესხმის ირმის და ანტილოპის და გინდაც კამეჩის ჯოგს, ზრდასრულ ცხოველს ნაკლებად ესხმიან თავს, უფრო იოლი ნადავლია მათი შვილები. თუ ჩვილია სადმე , ყველა ჩვილზე ინადირებს, მის დაჭერას შეეცდება, იმიტომ რომ წარმატების შანსი მეტია.
ასე რომ შვლის ნუკრი ვეფხვისთვის იოლი ნადავლი უფროა ვიდრე საყვარელი უმწეო არსება. მაგრამ არის კადრები, როა ვეფხვმა ახალდაბადებული უდედოდ დარჩენილი შვილს ნუკრი შეიბრალა და მოუარა (მერე რა რო არ შიოდა. შეეძლოა მიტრიალებულიყო და წასულიყო იქედან) ადამიანებიც გაუზრდიათ და რა ვიცი, ბევრი რამე გექნებათ გაგონილი, როცა ცხოველები დაფიქრდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ინსტიქტს, ჩვევას და რაღაცაც სხვანაირად აკეთებენ.

ფიქრობთ მათშიცაა სული? რაიმე მისი მსგავსი? ვითარდებიან? ხვდებიან სადმე სიკვდილის შემდეგ? თუ დეკორაციაა ჩვენთვის?

ჯერ ეს, მერე კიდე მაქვს კითხვები ადამიანის და ცხოველთა ურთიერთობაზე smile.gif

ანგელოზუკები



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Jun 8 2015, 09:13 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 03:24 PM) *
ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

მოდი ჯერ ადამინები შევთანხმდეთ რა არის სული, და მერე იმაზე ვიფიქროთ აქვს თუ არა ის ცხოველს. რადგან სული სხვანაირად ესმის ქრისტიანს, ბუდისტს, ინდუისტს, შამანს, დაოსიზმს და ა.შ. როგორ შეიძლება ამდენი სული ქონდეს ძაღლს?

ახლა საქმეზე გადავიდეთ smile.gif არსებობს სამადჰი რომელსაც ქვია სავიკალპა სამადჰი. ეს სამათჰი მიმდინარეობს წარმოუდგენელი ნეტარების და ხედვის ფონზე. ანუ გარდა რეალური ობიექტებისა თვალები რომც დახუჭო მაინც ხედავ ობიექტებს. ანუ აზრი არ აქვს თვალი დახუჭული გაქ თუ ღია, მაგრამ თვალდახუჭულზე იმ ობიექტებს კი არ ხედავ რასაც მანამდე უყურებდი თვაგახელილი, არამედ სხვადასხვა ობიექტებს. განიცდი როგორ მოძრაობს სისხლი სხვა ადამიანის თუ სხეულის ორგანიზმში, ნერვლი სისტემა. შენ შეიძლება დადიოდე ან იჯდე ჭამდე ან იწვე, მნიშვნელობა არ აქვს, მოქმედებას აგრძელებ და თითქოს რადიო ჩაირთოო თავში საკუთარივე გონება გელაპარაკება. მე ვარ აი ეს ძაღლი, მე ვარ მტრედი, მე ვარ სკამი, მე ვარ ხე, მე ვარ ქვა, მე ვარ ეს ქვა და ა.შ. ანუ აბსოლუტურად ყველა განსხეულებას გადიხარ. ზოგი ინკარნაციას ეძახის ამას რაც სისულელეა. ანუ აი იმენა შენ აი შენ ახლა რო შენ ხარ, განიცდი თავს ძაღლად, მტრედად და ა.შ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ცხოველების სული და განვითარება ;დ   Jun 8 2015, 02:24 PM
ano   არ ვიცი მგონი მათ ს...   Jun 8 2015, 03:24 PM
tikoroma   ano კარგია ქათმები რ...   Jun 8 2015, 03:41 PM
tikoroma   საერთო სული კარგი ...   Jun 8 2015, 03:44 PM
David Monny   ano ano სულ ეძებს სასუ...   Jun 8 2015, 09:02 PM
ano   იმენა გავსკდი, ვეღ...   Jun 9 2015, 03:53 PM
David Monny   tikoroma ამის იქით რა ეს...   Jun 8 2015, 09:13 PM
David Monny   tikoroma ამის იქით რა ეს...   Jun 8 2015, 09:31 PM
ichi   ჩემ კატას ვუყურებ ...   Jun 8 2015, 10:39 PM
David Monny   ჰა ჰა. მოსულია, ეს გ...   Jun 8 2015, 10:56 PM
tikoroma   ასეა თუ ისე, ისინი ჩ...   Jun 8 2015, 11:15 PM
David Monny   tikoroma ანუ უსულო საგა...   Jun 8 2015, 11:21 PM
ano   tikoroma კი. უსულო საგნ...   Jun 9 2015, 03:56 PM
tikoroma   :D სამაგიეროდ გამოხ...   Jun 8 2015, 11:24 PM
David Monny   tikoroma იგრძნობა რომ შ...   Jun 8 2015, 11:59 PM
tikoroma   კიდევ ვკითხულობდი ...   Jun 9 2015, 03:57 PM
ano   ოშოს აქვს ნათქვამი...   Jun 9 2015, 04:22 PM
earth   ano ქათამი რომ არ გაფ...   Jun 9 2015, 04:37 PM
ichi   ano ანაბელი ხართ ფორ...   Jun 9 2015, 04:38 PM
ano   [/quote] nona ვარ აქ აღარ გ...   Jun 9 2015, 05:03 PM
tikoroma   კი, უყვართ ადამიან...   Jun 9 2015, 04:41 PM
tikoroma   http://i065.radikal.ru/1506/67/048fb51c4385.png ...   Jun 9 2015, 06:18 PM
earth   tikoroma ძაან მაგარი ან...   Oct 12 2017, 11:04 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th September 2024 - 02:03 AM