ადამიანი და მისი "მეები", ვინ ხდება უკვდავი? |
ადამიანი და მისი "მეები", ვინ ხდება უკვდავი? |
Jul 17 2015, 01:43 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.
ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს? მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად? რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება? და რა ქრება კონკრეტულად? ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ ასე მოხდა ბუდას, ქრისტეს შემთხვევაში. ამიტომაც არაა ცნობილი ჩვენთვის მათი ბავშვობის და სწავლის ისტორიები, ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუ ვინ გახდნენ ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ. რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? ). ლექსი სკოლიდან " მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთაცვლას" და ა.შ. :დ მოკლედ თავდაპირველად ცვლილების აუცილებლობა უნდა დავინახოთ, ამას შევეგუოთ და მოგვინდეს საკუთარი თავის შეცვლა (და არა სამყაროს და გარემოს, როგორც ზოგს ჰგონია (მაგ. მე) ;დ ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება იგივე ტერმინებით რომ გავაგრძელო - ადამიანები, რომლებიც დიდხანს აიგივებდნენ საკუთარ თავს რაიმე ობიექტთან, ცოდნასთან, რომელთაც ჰქონდათ ძალა შეექმნათ საკუთარი უნიკალური ისტორია და სტაბილურად ეარსებათ სივრცეში, რომელთა სახელებიც საუკუნეებს გასცდა - მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მხედართმთავრები. როგორ გგონიათ, ასეთი ძლიერი პიროვნებები გაქრებოდნენ, სრულიად ტრანსფორმირდებოდნენ? თუნდაც რეინკარნაცია არსებობდეს და ისინი სხვა ადამიანად დაბრუნდნენ, მათ ერთ ცხოვრებაში შეძლეს შეექმნათ საკმაოდ მყარი და უცვლელი სახე - რომლებიც დღესაც შთაგვაგონებენ. სახელები, რომელთაც 20-25 და უფრო მეტი ან ნაკლები საუკუნე გვაშორებს და მაინც ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ. ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ. ამ ვერსიაზე რას იტყვით? პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 17 2015, 02:58 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ყოველ დღე ვფართოვდები შინაგანად, უფრო უკეთ ვგრძნობ ვინ ვარ. განა ვიცი.. ანუ აღარ ვიცი, ფიქრს ძალა ეკრგება როცა გრძნობ. ასევე ყოველდღიური მოვლენები და სხვა ადამიანებთან ენრგეტიკულიდა ფიზიკური გადაკვეთები გზრდიან, ყოველი დღე ისე ეწყობა, არ ვიცი როგორ ჩემი ტვინი ამას ვერ ხვდება ამხელა რამ როგორ შეიქმნა, მაგრამ ასეა.. ყოველი დღე თავისი მოვლენებით, პატარ პატარებითაც აწყობილია ისე რომ მუდამ განვიტარდე. ყველა პრობლემა, ყველა სიტუაცია სამხურში თუ სახლში, გაძლევს იმპულსს რომ შენში რაღაც შეცვალო, იმოქმედო, გააკეთო ის რაც ადრე არ გაგიკეთებია.. ჩემთვის დღევანდელი დღე არის სამყარOში ყველაზე მნიშვნელოვანი, არც სხვა პლანეტები, არც ღმერთი,არც რაიმე არარ მაინტერსებს რადგან ყველაფერი აქაა და ხვალაც ყველაფერი აქ იქნება, ზეგაცდა ხუთი წლის შემდეგაც ყველაფერი აქ იქნება. მხოლოდ ჩემი ხედვის გაფართოვება, მიმღებლობა და ეგოს პლასტიურობა მჭირდება.. რომ არ დავბლოკო გარემოდან შემომავალი ენრგიები და ადამიანები.
ანუ რეალურად ჩემში ახლა იმდენი რამ ხდება, აღარ მაინტერსებს ატლანტიდაზე ვიყავი თუ არა ან იმ პლანეტას რომ ვხედავდი ჩემი პარლელური ცხოვრება არის თუ არა.. რადგან აქ სრულიად ვცდოვრობდა როცა სრულიად ცხოვრობ ყოველი დღე არის ახალი სასწაული! მართლა, უბრალოდ უდნა დაინახო, მოვლენები თავისით იცვლება გარშემო, რომც ვერ წარმოვიდგენდი ისეთი რამეები ხდება. ისეთი ოცნება გიხდება რისიც თვიტონ არ გჯეროდა და ამავე დროს.. თუ ნაბიჯებს გადადგამ უფრო მეტი მოდის, ყველა ნაბიჯი ერთი თვისების შეცვლა, რაღაც მიჯაჭვულობისგან განტავისუფლება იწვევს რეზონანს გარესამყაროსგან.. და მე მიხვდი რომ ყველაფერი ჩემგანაა უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ ვინ ვარტდა, ფიქრებს დავავრიდეტხოლმე.. ჯერ მარტო ფიქრების გამოცნობა და გაშიფვრა შენი ქვეცნობეირის არის სიეთი საინტერსო.. ამდენი წელი თურმე რა გაბრკოლებდა და მერე, ნაბიჯები გადაგმა, შიშების გადალხა.. გაძლევს უამრავ ენრგიას, იმ ენერგიას რაც შიშზე გეკარგებოდა გემატება ახა და აქ და მდიდრდები შინაგანდ. მარტო არ ვართ, ყველა ანცობი გარშემო რომ შენნაირია და მათთან ურთიერთობა, მოსმენა, გცანობა, ერთად სიცილი თუ ცხუბი ანუ ყველაფერი ძIენს დანიშნულებას.. აი ჩემთვის ეხლა ყველაზე დიდ სულეირ პრაქტიკა არის ყოველდღე გაცნობიერებულად ცხოვრება, აგცნობეირებულად, დამკვირვებლით ცხოვრება და ყოველ საათში შეგიძლია იმოქმედოდა ბნაბიჯი გადაგა და ამით იკაიფო.. რომ ცვლი შენს ცხოვრებას და სხვა სიხშირეზე ხტები და თან ამ დროს შენშივე გრძნბ ამ კანონზომეირებებს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშI ყველაფერი საკმარისია თან და რავიცი.. მე ეხლა ყოველდღირუი ცხოვრების გაცნობეირბეუალდ გავლა იმდენს მაძლევს რომ რამის განხილვა სამადჰის ან ღმერთის აღარ მინდა, ვიცი რომ ჩემშია და იქნება ეგ დღეც, დარწმუნებული ვარ რომ იქნება ეგ მდგაომრეობა ჩემში. მაგრამ მაგაზე აღარ ვფიქრობ.. აღმოაჩენ რომ შენი სამყარო არის ძალიან პატარა, ერთ-ერთი მილიარდობით სამყაროს შორის, შენი ტვინით შექმნილი რაცაა ის და აქედან გასვლა და სხევბის და ამ სიმთლიანის შეგრძნება არის სასწაული, და მ დროს არ იკარგები, ერთიანობაშიც შენ ხარ. -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 04:01 AM |