![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.
ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს? მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად? რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება? და რა ქრება კონკრეტულად? ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ ![]() რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? ![]() ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება ![]() ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ. ამ ვერსიაზე რას იტყვით? პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ ![]() -------------------- FORZA ROMA
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
თუ ხარ შესაბამსიად ძლიერი პიროვნება, მოქმედებ და ცხოვრობ, გასცემ ენერგიას ისე რომ ათასობით და ათითასობით ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედო მაშინ შეხვალ ისტორიაში.. თუ გაქვს ამის უნარი იქნება თავისთავად. როგორც ბიონსე, ვილ სმიტი, ბრედ პიტი, ჯონი დეპიდა ა.შ.. ან სპორტსმენები და მეცნიერები, დიდ ადამიანი რომ იყოა მისთვის ძალიან ძალიან ბევრი ენერგია უნდა გქოდეს და გასცემდე, დიდ საქმეები უნდა აკეთო და ნუ რავიცი. "უჩინარი წმინდანი" რას ნიშნავს ვერ ვხდები.. ბებიაჩემი მაგალიტად სოფელში ყველას ახსოვს და 12 წწლის წინ გარდაიცვალა და სადაც მივალ ვინც იცნობდა ყველა აქებს და ადიდებს დღემდე. სულ უცნობი ადამიანები მეუბნებიანხოლმე რა ბებია გყავდაო.. ანუ უჩინარი მაინც არ იქნები,
შეიძლება ვერ ვხვდები რა მხრივ ლაპარაკობ ))))) -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 01:40 PM |