![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
BLUE soul ![]() Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
დარწმუნებული ვარ რომ ბევრი მუსიკაა და ბევრი მომღერალი, რომელიც ჩვენთვის არაა სასარგებლო. რადგან მუსიკა ყველაზე ძლიერად მოქმედებს და ძვრება ჩვენს ტვინებში და გვაყალიბებეს, ჩვენს ემოციურ მდგომრეობას და მსოფლმხედველობაზეც ახდენს გავლენას.. და ანუ, არ გიფიქრიათ რომ მუსიკა გვკეტავს? ჩემთვის პირადად ბევრი მუსიკაა მავნებელი და არ ვუსმენ, ვერ ვუსმენ და თუ ვუსმენ ვგღძნობ როგორ მოქმედებს. მუსიკით ადამიანების დამონება ყველაზე ადვილია..
უფრო ისეთ მუსიკას "ვემტერები' სადაც სიტყვებია, უსიტყო მუსიკას, კლასიკას არა.. პიქირით სასიამოვნოა (ესეც საკითხავი კია რას სიამოვნებს) ჰმმ ![]() -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გუშინ ნეტში ვეძებდი ქართულ სიმღერებს, გადავაწყდი საქეიფო სიმღერებს, რომლებსაც ხალხი მღერის. დიდი ხანია წასული ვარ საქართველოდან და ბევრი სიმღერა პირველად მოვისმინე. სასწაული უარყოფითი ენერგია, რომელიც ამ სიმღერებში დევს, ადამიანებისათვის ცუდის მომტანია, რადგან სიტყვები მხოლოდ უბედურებაზე იყო აგებული. სიმღერას როცა ვიმეორებთ ხშირად ამ სიმღერის სიტყვები ჩვენზე მოქმედებს, ჩვენი ცხოვრება ხდება. ამ სიმღერებში ერთი ჩემი ნაცნობი სიმღერაც ერია, იეთიმ გურჯის ლექსზე დაწერილი,–„ კარგი იყო არ გამეცან თავიდან, შუა წყალში გადამაგდე ნავიდან“... გამახსენდა ერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც ამ სიმღერას მღეროდა ხშირად. „ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე“,– მართლაც გულით გარდაიცვალა და სიყვარული ვერასოდეს მიიღო თავისი მეუღლისაგან. ზუსტად დაიპროგრამა თავისი ცხოვრება ამ სიმღერით.
ვერ გავძელი ბოლომდე მომესმინა ეს სიმღერები, რადგან ერთი მეორის მიყოლობით უარყოფითი ენერგიის მატარებელი სიმღერები იყო და მეთქი მოვძებნი ისეთ სიმღერებს რასაც ტელევიზორში მღერიან და გადავაწყდი შარშანდელ საახალწლო პროგრამას, იგივე ტირილი და სამწუხაროდ ცუდად შესრულებული სიმღერები, არც თუ ისე კარგი ხმა, არადა რა კარგი ხმის ადამიანები დაილია საქართველოში? ჯობია თქვენი სიტყვები იმღეროთ, დააკვირდით სიტყვებს, სიმღერისას ისინი თქვენს ბედს ქმნიიან, შექმენით თქვენი ბედი თქვენ, თქვენთვის საოცნებო სიტყვებით, იმღერეთ ის რაც გინდათ რომ იყოთ, რაც გინდათ რომ გქონდეთ. ფრთხილად საქართველოში სიმღერები მთლიანად შესაცვლელია!!! არაა გასაკვირი ს მდგომარეობა, ჩვენ ვმღერივართ ამ მდგომარეობას და ის ჩვენი ცხოვრებაა გამხდარი. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 24th June 2024 - 08:28 PM |