IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართულ ეგვიპტური ცივილიზაციის კავშირები
ano
post Jan 7 2016, 04:30 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლახანს ვეძებდი ინტერნეტში თუ არის ქართულად რაიმე საინტერესო ვიდეოები თქო და რამოდენიმე მართლაც კარგია
ახლა ამით დავიწყებ

ბრილის გათხრების შესახებ (რაჭა)


ჩემთვის საინტერესო ნაწყვეტი 4:25 წამიდან
კიდევ 1 საინტერესო პარალელი ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი იყო ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი ეგვიპტურად ონი, მოგეხსენებათ ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის გათხრები გვიჩვენებს რომ სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას, აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად რიონის ერთ ერთ შენაკადს ხაკაურა ეწოდება რაც სესოტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს, ეგვიპტური დაქართველური სამყაროს კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს ვიაჩესლავ ივანოვი ცნობილი ლინგვისტი, აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. ძველეგვიპტური და პროტოქართული ლინგვისტური შედარების საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე რომ 2 უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა არის ქართული სამყაროდან შესული ესენი არიან თოთო და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და ძველი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად, ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა და ანგარიში, თოთის ასტროლოგიური სახეა მთვარე.
ძველეგვიპტურად: თოთი
ძველქართულად: თთუე (თვე), თუთა, მთვარე.
მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში ცხოვრებისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას, ასწავლა ხვნათესვა, ვენახის გაშენება, პურის გამოცხობა, ლუდისა და ღვინის დაყენება ასევე სპილენძისა დაოქროს მოპოვება დამუშავება, მან ასწავლა ადამიანებს მკურნალობა, ქალაქების მშენებლობა და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა.
ოსირისის გამოსახულება ცაზე ორიონია (ისე ახლა შევამჩნიე ორი+ონი ც ქართული სიტყვების კომბინაციაა)
როგორც ივანოვი ვარაუდობს ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები....

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Jan 7 2016, 08:39 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰეროდოტე (ძვ.წ.V ს.)
ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვით მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. დ რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ კოლხები არიან სესოსტრისის ლაშქრიდან, ხოლო თვით მეც ასე მეჩვენებოდა, რადგან [კოლხები] არიან შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად [ამას მოწმობს ის], რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც იმტავითვე მისდევენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონ ეთანხმებიან, მათ ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ეხლახან. ესენი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას ახდენენ, და ჩანს, რომ ესენი ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას. ხოლო ეგვპტელთა და ეთიოპელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა [ამ ორს შორის] მეორისგაან, რაღაცა ძალიან ძველი ჩანს [ორივეგან]. ხოლო იმისს დიდ საბუთად, რომ [ხალხმა] ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი: ფინიკიელთაგან ისინი, რომლეიც ელადაში ცხოვრობენ, ეგვიპტელებს აღარ ბაძავენ სარცხვინელ საქმეებში და შვილების წინადაცვეთას აღარ ეწევიან.
კიდევ სხვა რამეც შეიძლება, რომ კოლხები შესახებ ვთქვა მათი ეგვიპტელებთან მსგავსების შესახებ; მხოლოდ ესენი და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთისა. ხოლო კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურ სელს.
(თ.ყაუხჩიშვილი ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1960)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 05:08 AM