IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანური რასები და ქვერასები
tikoroma
post May 7 2016, 11:50 AM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტების შემდგომი ქვე-რასები
ავტორი მან გალა, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ადრე გვქონდა საუბარი შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებულ პირველ გიგანტურ რასებზე და დეტალურად აღარ განვიხილავ ამ ყველაფერს. საუბარია არამკვრივ ეთერულ სხეულში არსებულ ცივილიზაციებზე და მათ გარდაქმნაზე, მოგვიანებით უძვლო ატლანტებზე და მათ ნელ ნელა გამკვრივებაზე, რომელიც დედამიწის ფორმირებასთან ერთად მოხდა. რამდენადაც იცით, ეს არსებები ერთგვარ გაუცნობიერებელ ძილბურანში ცხოვრობდნენ დედამიწაზე, რომლებიც ლოგიკური აზროვნების სრული არქონით გამოირჩეოდნენ და მოგვიანებით გარდაიქმნენ შედარებით მცირე ზომის არსებებად. უძვლო ატლანტი აზროვნებდა და მოქმედებდა სურათებით. იმ სურათების ერთობლიობით, რომელიც მას ნანახი ჰქონდა. ეს იყო გამოცდილებაზე აგებული არსებობა და ლოგიკასთან არანაირი კავშირი აქ ქონდა.
„აკეთებდნენ იმას, რაც ადრე ნანახი ჰქონდათ. არ იგონებდნენ, არამედ იხსენებდნენ.“
გამოვტოვებ იმ ვრცელ პროცესს, რომელიც უძვლო და უსქესო არსებამ გვიანდელი ატლანტის ფორმამდე გაიარა და მივალ დღევანდელი ადამიანის წინამორბედებამდე, რომლებიც „გაადამიანურებული“ ატლანტების შემდეგ წარმოიშვა.
მახსოვრობა და გადმოცემის უნარი, პირველად ლემურიელი ატლანტების პერიოდში გაჩნდა. მანამდე ისინი არ ატარებდნენ ინფორმაციას მახსოვრობაში და გამომდინარე აქედან, გადმოცემის უნარიც არ არსებობდა.
ატლანტების შვიდი ქვე-რასის წარმოქმნის შემდეგ, დედამიწა იმ დროიდან დასახლებულია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რასებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახლის წარმოქმნა არ ნიშნავდა ძველის გაქრობას.
გვიანდელი ატლანტების პირველ ქვე-რასას რ მ ო ა ჰ ა ლ ე ბ ი ეწოდება.
რმოაჰალები გრძნობის ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას (ფერები, ბგერები) იმახსოვრებდნენ, რამაც მათ ლემურიელებისთვის სრულიად უცნობი გრძნობები (როგორიც არის, დავუშვათ, წარსულში გადახდენილზე მიჯაჭვულობა) შესძინა.
მახსოვრობის განვითრებასთან ერთად განვითარდა მეტყველების უნარიც. ადამიანმა განავითარა ბგერის წარმოთქმის შესაძლებლობა და საგნებს დაარქვა სახელები. რმოაჰალები ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრობდნენ და მათ წარმოთქმულ სიტყვას არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მაგიური ძალაც გააჩნდა.
ბევრი რამ შეიცვალა მეორე ქვე-რასის ტ ლ ა ვ ა ტ ლ ის პერიოდში. ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა საკუთარი ფასის და ამბიციის გრძნობა, რაც რმოაჰალებისთვის უცნობ ცნებას წარმოადგენდა. მეორე ქვე-რასის წარმომადგენლებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები (მაგ. გმირობა) მახსოვრობაში დარჩენილიყო და მომავალ თაობებს გადასცემოდა. ამ პერიოდში თავს იჩენს ვინმეს მიერ საერთო მოგონებებით ან საერთო ქმედებებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფები და თუ ადრე მსგავს ჯგუფებს ბუნებრივი მოვლენები აერთიანებდა, ამჯერად გარკვეული პიროვნება ახერხებდა ამას.
მესამე ქვე რასის, ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი ს პერიოდში, საზოგადოებრივმა ცხოვრებამ საბოლოო სახე მიიღო და ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. აქ აღსანიშნავია ის, რომ დავუშვათ, სახელმწიფო მმართველისგან ძალაუფლება შთამომავლობას გადაეცემოდა. დღევანდელისგან იმ გნსხვავებით, რომ მაშინდელ ადამიანს შეეძლო წინაპრიდან გადმოცემული ინფორმაციის და თვისებების შთამომავლობაზე გადატანა. თითქმის ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ შვილი მემკვიდრეობით ღებულობდა მამის მახსოვრობას. გამომდინარე აქედან, პირადმა გამოცდილებამ წამოიწია წინა პლანზე და უფრო მეტი და მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამ ყველაფერს უკუჩვენებაც ჰქონდა, დაგროვილმა შესაძლებლობებმა ტოლტეკებს ამბიციის მძაფრი გრძნობა გაუღვიძა და ადამიანმა ძალაუფლების ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო. ძალაუფლება მოხვეჭილ ადამიანს გაუჩნდა სურვილი საზოგადოებაში ამაღლებული როლი დაეჭირა. ამ ყველაფერმა, მესამე რასის უკუსვლა განაპირობა.
ხსენებული თვისებების სრულყოფა მეოთხე ქვე-რასაში, პრე-ტ უ რ ა ნ ე ლ ე ბ შ ი მოხდა. ძალაუფლების ეგოისტური მიზნების გამოყენებით, მეოთხე რასის წარმომადგენლები ერთმანეთს ანადგურებდნენ. სრული განადგურება მხოლოდ ახალ შესაძლებლობას და ახალ ჩვევას უნდა შეეჩერებინა. ადამიანში თავი უმაღლესმა ძალამ იჩინა და გაჩნდა აზროვნების უნარი.
ლოგიკური აზროვნების წყარო კი მოგვიანებით ჩამოყალბებულ, სიით მეხუთე ქვე- რასაში, პრე-ს მ ი ტ ე ბ შ ი უნდა ვეძებოთ. ადამიანები გამოვიდნენ უბრალო მახსოვრობაში მქონე წარსულის ინფორმაციის შთაბეჭდილებიდან და დაიწყეს სხვადასხვა სახის გამოცდილების შედარება. გაჩნდა განსჯის უნარი, რომელსაც სურვილი და მიზანმიმართულების გრძნობა მართავდა. პირველად ამ პერიოდში იწყებს ადამიანი მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას, ეკითხება საკუთარ თავს, ღირს თუ არა რაიმეს გაკეთება და აღარ მოქმედებს გაუცნობიერებლად. თუ მეოთხე რასის ადამიანები ჯიუტად ასრულებდნენ საკუთარ ეგოისტურ მოთხოვნებს, პრე-სემიტებთან პირვალად გაჩნდა შინაგანი ხმის ფენომენი, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობდნენ. მეხუთე ქვე-რასის არსებობისას პირველად მოხდა ადამიანის შინაგანი სამყაროს აზრობრივი გამოლინება.
პრე-სემიტების პერიოდში ადამიანში გაჩენილმა შესაძლებლობებმა მეექვსე რასის, ა კ ა დ ი ე ლ ე ბ ი ს არსებობის პერიოდში უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. თუ მეხუთე რასის ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროდან გამომავალი აზრების განხორციელებას მისივე მიზნების გამო ცდილობდა, აკადიელებმა ამ ყველაფერს ბევრად ფართო მასშტაბური სახე მისცეს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის და წესრიგის პირველ გამოვლინებას სწორედ აკადიელების პერიოდში ვხვდებით. მეექვსე ქვე-რასის წარმომადგენლები ძალიან აქტიური ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ხშირად ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი დაჯგუფებები და ყველაფერ ამასთან ერთად აკადიელებს კოლონიზაციისკენ მიდრეკილება აღმოაჩნდათ.
რიგით მეშვიდე ქვე-რასა, მ ო ნ ღ ო ლ ე ბ ი ასევე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათ ბევრად დიდი რაოდენობით გადმოყვათ წინამორბედი რასების ჩვევები. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით - მეოთზე რასის. მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიდრეკილებებსა და მოგონებებს. გამომდინარე აქედან, მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ძველი ამავდროულად ყველაზე ჭკვიანურს წარმოადგენს. ნელ-ნელა კარგავდა მეშვიდე რასა აზროვნების ძალის მნიშვნელობას და ასევე კარგავდა საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი რასიდან მხოლოდ მეხუთე რასამ შეძლო აზროვნების უნარი სრულად გამოეყენებინა და მისი გამოყენებით აღმავლობისთვის მიეღწია. სხვა დანარჩენმა ექვსმა რასამ ეს, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
პ.ს. ტექსტი არ წარმოადგენს პირდაპირ ციტირებულ თარგმანს. ეს არის ჩემი სიტყვებით გადმოცემული მოკლე ანალიზი დედამიწაზე ატლანტების ქვე რასების წარმოშობისა. წყაროდ გამოყენებულია რ.შტაინერის „აკაშას ქრონიკებიდან“ .



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Sep 17 2016, 12:49 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესამე რასის, ლემურიელების შვიდი ქვე-რასა


ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

აღარ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტების დადებას, უბრალოდ მაინც როგორც ჩანს აინტერესებს რამოდენიმე ადამიანს ლემურიელების ქვე რასების თემა.
ქვერასებზე ადრე იყო აქ საუბარი, უბრალოდ ის იყო მეოთხე (ატლანტების) რასის შვიდი ქვე რასა. ლემურიელებზე მხოლოდ ზოგადად გვქონდა საუბარი.
ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვე რასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები...
პოსტი შედგება შვიდი მოკლე ნაწილისგან, ჯერ სამი დავდე და საღამოს ჩავასწორებ, დანარჩენ ოთხსაც მივამატებ.
p.s. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის "მოკლე შინაარსი", და ეყრდნობა "საიდუმლო დოქტრინა"-ს, და შტაინერის ნაშრომს "აკაშას ქრონიკებიდან".
რა თქმა უნდა დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნული ნაშრომებს უნდა გაეცნოთ smile.gif

.....................
პირველი ქვე-რასა
საუბარია ეწ. „შემდგომ დაბადებულებზე“ - არსებებზე სქესის გარეშე, ატმას ცნობიერებით. ეს ქვე-რასა ჩამოყალიბებული იქნა მთვარის ბარჰიშადების მიერ, რომელთა მეშვეობითაც ყალიბდებოდა მომდევნო პერიოდი დედამიწელების სხეულები. გამომდინარე იქიდან რომ დედამიწის მაცხოვრებლებს, მკვრივი სხეულები ჯერ არ გააჩნდათ, ნებისმიერი ფორმის მიღება შეეძლოთ, კერძოდ მთვარიდან მოსული არსებების - კვერცხისებური თავით და ერთი თვალით.
აღწერილი გარეგნობა მომდევნო ქვე-რაშებში ოდნავ შეიცვალა. მოგვიანებით მოხდა ასევე იმ ადეპტების შემოსვლა, რომელთაც კაუზალური გარსი მარსზე ჩამოიყალიბეს. ჩაუდგნენ ადამიანის ევოლუციას სათავეში, რათა მოემზადებინათ მთვარის ციკლიდან მოსული სხვა ადეპტების შემოსვლა დედამიწაზე. როგორც აღწერიდან ვხედავთ, მოსულების დიდი ნაწილი ახდენდა მესამე რასაში განსხეულებას, რამაც განაპირობა განვითარების მომდევნო ეტაპები.
...............................
მეორე ქვე-რასა
მეორე ქვე-რასის სხეულები ნელ ნელა იწყებს გამკვრივებას. „წვეთები მკვრივდებოდა და მრგვალდებოდა. მზე ათბობდა მათ, ხოლო მთვარე აგრილებდა და აძლევდა ფორმას. ნიავი კვებავდა და ამწიფებდა.“ ამბობს ე.ბლავატსკაია. მათი გარსი თანდათან მკვრივდებოდა და კვერცხის ფორმას ღებულობდა. შემდეგი განვითარება კი უკვე კვერცხის შიგა გარსში ხდებოდა, საბოლოოდ კი ადამიანის ფორმების მსგავსი არსება იბადებოდა. სანსკრიტზე დაწერილ წმინდა წიგნებში, ეს არსებები იოგას შვილებად მოიხსენიებიან. მათ გააჩნდათ ორმაგი ინვოლუციური, სრულიად სუბიექტური ატმა-ბუდჰის ცნობიერება.
პირველ ორ ქვე-რასებში მხოლოდ ჰერმაფროდიტები იბადებოდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პერიოდი რასაც ჩვილი დედის ორგანიზმში გადის, სრულიად ანალოგიური იყო მესამე ქვე-რასის ლემურიელის განვითარების პერიოდისა, იმ განსხვევაბით, რომ მაშინდელი დაბადებამდელი პერიოდი, წარმოქმნილ კვერცხისმაგვარ გარსში ხდებოდა.
...........................
მესამე ქვე-რასა
მესამე ქვე-რასის პერიოდში ნაჭუჭმა სისქე დაკარგა და მისგან თავისუფლად მოძრავი ჰერმაფროდიტი „იჩეკებოდა“. მოგვიანებით მოხდა სქესობრივი დაყოფა (არის „დრიმქეჩერში“ ცალკე პოსტი, რომელიც სქესობრივ დაყოფას ეხება) და წარმოიქმნა სასქესო ორგანოები, რომლებიც დაბადებამდე ფორმირდებოდა. ამ პერიოდში ცნობიერება სამმაგი ინვოლუციურია და წარმოადგენს ატმა-ბუდჰი-მანასს. პარალელურად დედამიწაზე წარმოიქმნა გიგანტური ზომების ფლორა-ფაუნა, გამომდინარე აქედან მესამე ქვე-რასა გოლიათებად იბადებოდა. საუბარია დინოზავრების ეპოქაზე სადაც მხოლოდ მოზრდილი ზომის არსებებისთვის იყო შესაძლებელი გადარჩენა.
(ბევრი რომ არ ვწერო და პოსტი ძალიან გრძელი არ გამოვიდეს, მესამე ქვე-რასის ლემურიელის აღწერა „დრიმქეჩერში“ ასევე ცალკე პოსტად დევს).
................................
მეოთხე ქვე-რასა
როგორც ავღნიშნეთ მესამე რასისთვის დამახასიათებელი იყო ოფლისმაგვარი წვეთების სხეულის ზედაპირზე გამკვრივება, კვერცხის ნაჭუჭად გარდაქმნა და შემდეგ უჯრედის გამოყოფა, საიდანაც ახალი ინდივიდი იბადებოდა. მილიონობით წელი მზადდებოდა სქესებად დაყოფის პერიოდი და მეოთხე რასის წარმოშობის წინ, მეტნაკლებად სრულყოფილი ინდივიდების თავიდან გადარჩევა მოხდა დედამიწაზე კვლავ დაბრუნებული მთვარის მეუფეების მიერ. ისინი ხელსაყრელ პირობებში ინახებოდნენ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი არსება დაბადებულიყო, რომელიც კიდევ უფრო მეტად წააგავდა ადამიანს. მომწიფების შემდეგ, ერთ ერთი მთვარის მეუფის მიერ სხეულში შესახლება ხდებოდა, რაც პირველი ფუძის რასის წარმოშობას, კერძოდ კი შვიდი ბარჰიშადის განსხეულებას გავდა.
„ამის შემდეგ მთვარის მეუფეებმა დედამიწა დატოვეს და გაემგზავრნენ მაჰალოკუში, საიდანაც პერიოდულად ჩამოდიან დედამიწაზე, რათა ახალი რასის წარმოქმნას დაუდონ სათავე.“ – „საიდუმლო დოქტრინა“.
აღსანიშნავია ის, რომ მეუფეებმა, მთვარის ციკლის რამოდენიმე ასეულობით ათასი სხვა სახეობის არსებაც ჩამოიყვანეს თან. საბოლოოდ, მეტნაკლებად სრულყოფილი და რჩეული კვერცხიდან დაბადებული, თვით ბარჰიშადების მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მოგვიანებით ღვთაებრივი სილამაზის არსებებად ყალიბდებოდნენ.
თვალისმომჭრელი სილამაზის, მოწითალო-ოქროსფერი ჰერმაფროდიტი არსებები, შუბლზე ძვირფასი ქვით, უდიდეს ძალას ფლობდნენ. ეს გოლიათები მოგვიანებით დედამიწელების პირველი მეფეები გახდნენ. ამ მოვლენებმა გაანპირობა ის, რომ არსებობდა ერთგვარი იდეალი და ყოველი კვერცხიდან დაბადებული არსება მიისწრაფვოდა გამხდარიყო მათი მსგავსი, რაც ყველას არ შეეძლო.
აღსანიშნავია ის, რომ თანამედროვე ადამიანის გადასახედიდან, მაშნდელი ლემურიელი, დაქანებული შუბლით, ჩამქრალი, ამღვრეული თვალით, მოწითალო ცხვირით და მოგრძო ნიკაპით, არ წარმოადგენდა მიმზიდველი სილამაზის არსებას.
ეს იყო პირველი ადამიანის სახე დედამიწაზე. რა თქმა უნდა ადრინდელი არსებები ადამიანის მსგავსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მასსა და ადამიანს შორის დაახლოებით ისეთი სხვაობა იყო როგორიც ადამიანსა და დედის მუცელში მყოფ ემბრიონს შორის.
იმ პერიოდში, ბრძენი და ძლიერი ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების მეშვეობით ხდებოდა დიდი ქალაქების და ტაძრების მშენებლობა.
სამწუხაროდ, ფიზიკური სხეულების ევოლუცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა, რის გამოც ბარჰიშადებმა კვლავ გადმოიყვანეს მთვარის ციკლის მრავალი არსება, რომლებიც აღწერილია როგორც ყვითლები, ნარინჯისფერები და ვარდისფერები - სულ, ცხრა მილიონი სული. ისინი ლემურიის კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს და დაავალეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და განვითარებული დასახლებების შექმნა, მაგრამ ბარჰიშადების ნებას მხოლოდ ორი მესამედი დაჰყვა, ხოლო ერთი მესამედი უარზე იყო. ნარინჯისფერებმა მეტად ნატიფი სხეულის მიღება გადაწყვიტეს და უყურადღებოდ დატოვეს ველური ტომები.
ყვითლებმა და ვარდისფერებმა პირნათლად შეასრულეს მაღალი არსებების ბრძანება და შეუდგნენ ადამიანებთან ერთად მუშაობას, რათა ისინი ღვთაებრივ მდგომარეობამდე მიეყვანათ.
უმეტესწილად ყვითელი არსებების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დედამიწაზე ჩემოყალიბდა ლემურიელების მეოთხე ქვე-რასა, რომელსაც ამასთანავე, ადამიანის პირველი რასა შეიძლება ეწოდოს. „ყვითელი“ ამ რასას მხოლოდ მათთან ერთად მომუშავე ჩამოსული არსებების გამო ეწოდა. უკლებლივ ყველა რასას ამ პერიოდში, ისევე როგორც მომდევნო ქვე-რასებს, გააჩნდა შავი კანის ფერი.
განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ადამიანის სრულყოფა, რის შედეგადაც ისინი ზომაში მცირდებოდნენ და ციკლოპებს ემსგავსებოდნენ. სხეული საგრძნობლად მკვრივდებოდა და ყალიბდებოდა ჩონჩხი.
სწორედ ხსენებულ პერიოდში წარმოიშვა მიოცენის ეპოქის ადამიანის მსგავსი მაიმუნი.
ასევე მოხდა ნახევრად ცხოველურ მდგომარეობაში მყოფი, მთვარის ციკლის პრიმიტიული არსების, მონადების დედამიწაზე ინკარნირება. ეს იყო ოდესღაც მთვარის მეუფეების მიერ თავისივე ეთერული ჩრდილების მსგავსად შექმნილი არსებები, მოგვიანებით გადაგვარებული და დაცემული.
დედამიწაზე ერთგვარი ქაოსი გამეფდა. ხშირი იყო ასევე სისხლის აღრევა ცხოველურ სამყარსთან, რამაც ასობით მილიონი წლის შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა.
ნარინჯისფრებმა უარყვეს ღმერთების ბრძანება დახმარებოდნენ კაცობრიობას განვითარებაში, რასაც მკაცრი კარმა მოჰყვა. ყოველ ჯერზე, კარმა მათ უფრო მეტად პრიმიტიულ და უხეშ სხეულში ახვედრებდა.
ამ დროისთვის, მთვარის მეუფეებმა დატოვეს დედამიწა.
გაბოროტებულმა ნარინჯისფრებმა, მეტად მტრულად განწყობილ ბნელ რასას დაუდეს სათავე. შედარებით ძლიერები, მოგვიანებით ატლანტიდის შავ მაგებად გვევლინებიან, ხოლო სხვა დანარჩენები ასევე იჩენენ თავს მომდევნო პერიოდებში თავიანთი აგრესიული და მტრულად განწყობილი ხასიათით. თეოსოფიური წყაროები ამბობენ, რომ ისინი კვლავ ახდენენ ინკარნაციებს ფინანსურ კლანებში, ტირან მეფეებში, აგრესორ პოლიტიკოსებსა და სხვა ისტორიულ პირებში. კარმა მათ ყოველ ჯერზე მძიმე გაკვეთილს უმზადებს და გარდაქმნის, ხოლო სრული განწმენდის და „ნარინჯისფერი“ კარმის გამოსყიდვის შემდეგ, ხსენებული კლანები შეწყვეტენ არსებობას.
............................
მეხუთე ქვე-რასა
ბარჰიშადები დაბრუნდნენ რათა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ქვე-რასებისთვის დაედოთ სათავე. ისინი მეფე-მენტორები ხდებოდნენ, რომლებზეც მითოლოგიაშია საუბარი. მეფეებმა უძლიერესი მშენებლები და ხელოვნებაში გაწაფული ადამიანები შემოიკრიბეს გარშემო და მრავალი დიდი ქალაქის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. ზომით ყველაზე დიდი ქალაქი, ლემურიის კონტიტენტის იმ ნაწილში აიგო, სადაც დღეს კუნძული მადაგასკარი იმყოფება.
ეს იყო გიგანტური ციკლოპური სტილის ქალაქი. მას შემდეგ მრავალი მილიონი წელი გავიდა. ლემურიელები იცვლებოდნენ. მათი შუბლზემდებარე თვალი გაქრა. უფრო ზუსტად კი, შიგნით მდებარე ორგანოდ, გირჩისებრ ჯირკვლად გარდაიქმნა.
მოხდა ცხოველების პირველი მოშინაურება, ჯერჯერობით მხოლოდ საკვებად. ასევე იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. იმ პერიოდში მცხოვრები გიგანტური ლოკოკინები და ჭიები ასევე საკვების ნაირსახეობას წარმოადგენდა.
მიუხედავად ზედმეტად უშნო შესახედაობისა, მეხუთე ქვე-რასის ლემურიელები , წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მეტად წააგავდნენ ადამიანს.
....................................
მეექვსე ქვე-რასა
დამახასიათებელი მეექვსე ქვე-რასისთვის კანის ფერის ცვლა იყო. მუქი ყავისფერიდან მოხდა გარდამავალ მოლურჯო მოშაო ფერში შეცვლა, რაც მოგიანებით მონაცრისფრო-მოლურჯო კანისფრად ჩამოყალიბდა. მათ თავ ჯერ კიდევ კვერცხის ფორმა ჰქონდა.
შედარებით მეტად სრულყოფილ და განვითარებულ ინდივიდებში ხდებოდა ადეპტების, იგივე არხატების ინკარნაცია და აჩვევდნენ მათ ადამიანურ ცხოვრების წესს. ბარჰიშადების ხელმძღვანელობის ქვეშ ისინი მეშვიდე რასის ნიადაგს ამზადებდნენ, რომელიც მოგვიანებით უნდა წარმოქმნილიყო.
.................................
მეშვიდე ქვე-რასა
ლემურიელების ფერი კვლავ იცვლებოდა, ამჯერად უკვე ნაცრისფერ-ცისფერი გარდაიქმნა მოთეთრო-მოცისფრო კანისფრად.
მათი სახის ნაკვთების შესახებ წარმოდგენის შექმნა, აღდგომის კუნძულებზე მათ მიერ გამოკვეთილი ქანდაკებების დახმარებით შეიძლება.
ქვის გიგანტური კოლოსები ლემურ-ატლანტების მიერ, სავარაუდოდ წინაპართა პატივისცემის ნიშნად იქნა გამოქანდაკებული.
თავს მაინც ქონდა კვერცხის ფორმა შემორჩენილი. ლემურიელების სქელი და უხეში ტუჩები, ასევე განიერი და ბრტყელი ცხვირი, სწორედ ის ნაკვთებია, რომლებიც დღესაც შემორჩენილი აქვს ნეგროიდულ რასას.
მეშვიდე ქვე-რასის ადამიანები, უმაღლეს დონეზე ფლობდნენ ციკლოპურ მშენებლობის სტილს.
მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია, რომელიც იყო ატლანტიდის საფუძველი. წარმოქმნილი ატლანტების პირველი ქვე-რასა ქორწინებით კავშირში შედიოდა მეშვიდე ქვე-რასის ლემურიელებთან, მაგრამ შთამომავლობა უკვე უმეტესწილად ატლანტურ გენის მატარებელი იყო.
გარეგნულად ამერიკელ ინდიელებს წააგავდნენ, მაგრამ ლემურიული მოლურჯო ფერი დაკრავდათ.
ე.ბლავატსკაია ლემურიელების ერთ ერთ ციკლოპური სტილის ქალაქს აღწერს როგორც გიგანტური ლავის ბლოკებისგან აშენებულს.
მილიონობით წლის მანძილზე ხდებოდა გარემო პირობებთან შეგუება და ყოველი მომდევნო ქვე-რასის ზომაში შემცირება. ლემურიული ნიშნები შემორჩა ავსტალიელ აბორიგენებში, ბუშმენებსა და ზოგიერთ ინდურ ტომებში. მათში პერიოდულად ხდება მონადების, დაცემული მთვარის ციკლის არსებების ინკარნირება.
აღანიშნავია ის ფაქტი, რომ ლემურიის კონტინენტზე არსებობდა ეზოთერიული სკოლები სადაც ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა კანონები და საგნები ისწავლებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელი სასკოლო საგნები წარმოადგენდა ეზოთერიულ მეცნირებებს.
მეშვიდე ქვე-რასით სრულდება კაცობრიობის მესამე რასის, ლემურიელების არსებობა და იწყება მათი ატლანტურ რასაში გარდაქმნა.
ამ პერიოდში დაარსდა პირველი დიდი ცივილიზაცია - ატლანტიდა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ადამიანური რასები და ქვერასები   May 7 2016, 11:50 AM
tikoroma   ლ ე მ უ რ ი ა ავტორი - ...   May 8 2016, 08:48 PM
tikoroma   ასურები ავტორი: მა...   May 9 2016, 09:36 AM
ტანტრა   ასურები ავტორი: მა...   May 7 2018, 12:34 PM
tikoroma   ატლანტი წინაპრები ...   May 9 2016, 09:39 AM
RandomName   კაი კინოა ისე ეგ ( ს...   May 9 2016, 08:02 PM
tikoroma   RandomName კი ეგაა. ზედაპ...   May 9 2016, 10:36 PM
tikoroma   მესამე რასის (ლემუ...   May 9 2016, 10:37 PM
tikoroma   მესამე რასის, ლემუ...   Sep 17 2016, 12:49 PM
tikoroma   ტოლტეკები ავტორი:...   Sep 18 2016, 02:00 PM
tikoroma   http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%8...83%A0...   Dec 15 2016, 06:53 PM
brevalo   tikoroma საიდან ეს ინფო...   Aug 9 2017, 07:22 PM
tikoroma   brevalo საიდან ეს ინფორ...   Aug 16 2017, 11:47 PM
brevalo   brevalo ე. ბლავატსკაია ...   Aug 17 2017, 05:27 PM
tikoroma   ჩემი ნაწერი არაა. ...   Aug 17 2017, 06:17 PM
brevalo   ჩემი ნაწერი არაა. ...   Aug 18 2017, 07:40 PM
earth   შტაინერის წიგნი „ა...   Nov 25 2017, 09:23 AM
tikoroma   მაგ ბოლო ვერსიით ხ...   Nov 27 2017, 04:27 PM
ტანტრა   ვეთანხმები ავტორს....   May 7 2018, 12:32 PM
tikoroma   ტანტრა გამარჯობა. ...   May 9 2018, 02:46 PM
tikoroma   თუ მეტი გაინტერესე...   May 12 2018, 01:23 PM
Ich   რუდოლფ შტაინერის ...   May 19 2018, 03:04 PM
ano   ძალიან დავინტერეს...   May 20 2018, 01:12 PM
tikoroma   შტაინერი და ბლავატ...   May 23 2018, 02:16 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th May 2024 - 05:47 PM