სიყვარული დაავადებაა? |
სიყვარული დაავადებაა? |
Aug 5 2014, 10:31 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. მედიკოსების თქმით, დაავადება სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი. ამასთან, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მონტემაიორ ფლორესის განცხადებით, დაავადება სიყვარულს ფიზიოლოგიური მიზეზები იწვევს და მისი ხანგრძლივობა 4 წელია. http://frontnews.ge/ge/news/50592 რამდენიმე ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, რომ ხლოვნურად შეიძლება სიყვარულის გამოწვევა, მაგალითად ემოციურ პლანზე ზემოქმედებით და ასევე შეიძლება მისგან განკურნებაც. მე ადამიანის სხეულს კარგად არ ვიცნობ და იქნებ ფიზიკური ჩარევითაც შეიძლება ამ შედეგების მიღწევა, როგორც "ბდნიერების შეგრძნების" გამოწვევა და ა.შ. ამ თემებზე გვისაუბრია ადრე. სიყვარულის საერთო გაგება - რელიგიით მოწოდებული სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია და ა.შ. საქართველოში (ნუ სადაც მე თვალი მიმიწვდება და დაკვირვბა შემიძლია) ფუჭი სიტყვებია, სხვადასხვა მსოფლმხედველობებში გაჟღერებული უპირობო სიყვარული მაგრად ეშლებათ ხოლმე ერთმანეთი რომ მოსწონთ იმაში, და ხშირად მართლაც აკვიატებაში. ეს ორი ცნება უნდა გაირჩეს ჯერ ერთმანეთისგან, ამიტომ ამ სტატიის ავტორი უღმერთოა და ქართველობას გვართმევენ კომენტარები სიცილს მგვრის. თქვნს აზრს ველოდები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 28 2016, 07:13 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. ჯერ გრიპს, ანუ ვირუსს მონახონ სახელი და წამალი და სიყვარულს მერე მადგნენ. ისე რასაც ეგენი გულისხმობენ ეგ სიყვარული არაა, შიზოფრენიაა.. სიყვარული თავისუფლებაა და არაფერი საერთო მანიასთან არ აქვს. ია ტაკ დუმაიუ -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 11:22 AM |