ჯიდუ კრიშნამურტი |
ჯიდუ კრიშნამურტი |
Jun 15 2012, 01:17 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 45 Joined: 20-June 11 Member No.: 6,493 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ ვნახე ამ კაცზე თემა და თქვენის ნებართვით არსებობდეს კრიშნამურტის კუთხე ამ ფორუმზე.
უმეტეს თგვენგანს ეცოდინება და ვინც არ იცით ჯიდუ კრიშნამურტი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და მასწავლებელი. რაც აუცილებლად უნდა ითქვას მასზე არის ის რომ ვერ იტანდა გურუებს, და თვლიდა რომ ყველა ადამიანს თვითონ უნდა ეპოვნა ჭეშმარიტება. მას მიიჩნევდნენ მესიად, თოეოსოფიური საზოგადოება ფიქრობდა რომ ის იყო ჭურჭელი და მასში უნდა შესულიყო ახალი მესია და მსოფლიო მასწავლებელი. მას ადრეული ასაკიდანვე ყავდა უამრავი მიმდევარი და იყო მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც შემდეგ თავადვე დაშალა და უარყო იდეა, რომ ის იყო მომავალი მესია. და როგორც თვითონ თქვა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების განთავისუფლებას. |
|
|
Nov 18 2016, 07:13 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრიშნამურტის წიგნიდან: „ცხოვრების პრობლემები“
მედიტაცია სწორი მედიტაცია აუცივლებელია გონების გასაწმენდად, რადგან მისი დაცარიელების გარეშე შეუძლებელია განახლება. ჩვეულებრივი უწყვეტობა _ ეს არის სტაგნაცია (შეფერხება). გონება იშლება (ბლაგვდება) მუდმივად ერთი და იგივეს გამეორებით. ცრუ გზაზე გამოყენებისას, გრძნობებისაგან რომელიც მას ხდის ბრიყვს და დაღლილს. გონების კონტროლი სრულებით არ არის აუცივლებელი, რაც აუცივლებელია ეს არის გამოვავლინოთ გონების ინტერესები. გონება _ ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ძნა (შეკვრა). ხოლო მას რასაც ჩვენ ვუწოდებთ კონცენტრაციას, გონების დისციპლინას, ეს არის უბრალოდ ერთი ინტერესის გაძლიერება სხვების ხარჯზე. დისციპლინა _ ეს არის წინააღმდეგობების კულტივირება (გაშენება), ხოლო სადაც არის წინააღმდეგობა, არ არის გაგება. კარგად დისციპლინირებული გონება _ ეს არის არათავისუფალი გონება, მხოლოდ თავისუფლებაში შეიძლება გაკეთდეს აღმოჩენა. აუცივლებელია ბუნებრივად, თავისუფლად გამოვავლინოთ ინდივიდის მოძრაობა, როგორ საფეხურზეც არ უნდა იყოს ის. თუმცა ასეთი ტიპის აღმოჩენები შესაძლოა იყოს საკმაოდ არასასიამოვნო, „მეს“ გამოვლინებები უნდა იყოს აღმოჩენები და გაგებები; დისციპლინა კი ახშობს სპონტანურობას, რომელიც საჭიროა ამ აღმოჩენებისათვის. დისციპლინა აზუსტებს გონებას, აფიქსირებს მას განსაზღვრულ ფორმაზე, გონება შეეწყობა მას რაზეც ის იყო გაწვრთნილი. მაგრამ რასაც ის შეეწყობა _ არარეალურია. დისციპლინა _ ეს უბრალოდ დამამძიმებელი ფაქტორია, ამიტომ ის ვერასოდეს იქნება თვითგახსნის საშუალება. თვითდისციპლინის წყალობით გონებას შეუძლია მიემაგროს თავის მიზანს; მაგრამ ეს მიზანი არის „მეს“ პროექცია, ამიტომ ის არარეალურია. გონება ქმნის რეალობას თავის საკუთარ სახეში, დისციპლინა კი ამ სახეს აძლევს სიცოცხლისუნარიანობას. მხოლოდ გახსნაში შიძლება იყოს სიხარული _ გახსნა „მეს“ გზაზე მომენტიდან მომენტამდე. „მე“ როგორ საფეხურზეც არ უნდა მოვათავსოთ, ყოველთვის დარჩება გონების ქმნილებად. ყველაფერი რაზეც ის ფიქრობს მომდინარეობს გონებიდან. გონებას არ შეუძლია იფიქროს მასზე რაც მასში არ იმყოფება, მას არ შეუძლია იფიქროს უცნობზე. ნებისმიერ დონეზე „მე“ _ ეს არის ცნობილი. შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა დონის „მე“, რომლებსაც გონება ვერ ცნობს, რომლებიც იმყოფებიან ზედაპირზე, მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირად იმყოფებიან ცნობილის სფეროში. მოძრაობა „მე“ იხსნება ურთიერთობის პროცესში, და როდესაც ეს ურთიერთობა არ იმყოფება განსაზღვრულ შაბლონში, იქმნება თვითგახსნის საშუალება. ურთიერთობის შექმნა არის „მეს“ გამოვლინება, ხოლო იმისათვის, რომ გაგებულ იქნას ეს გამოვლინება, საჭიროა გაცნობიერებულობა, განუსაზღვრელი არჩევნით, რადგან არჩევანი წარმოადგენს ერთი ინტერესის მეორეზე უპირატესობას, ასეთი გაცნობიერებულობა არის „მეს“ გამოვლინების განცდა. ასეთ განცდაში არ არის არც განმცდელი არც განცდილი. ასეთი გზით სიარულის დროს გონება თავისუფლდება თავისი დაგროვებებისაგან; აღარ არსებობს „მე“ შემგროვებელი. შეძენა, მოგონებების შეგროვება ქმნის „მეს“. ჩემი „მე“ არ არის დაგროვებისაგან ცალკე მდგომი არსება. „მე“ გამოყოფს თავის თვისებებს როგორც დამკვირვებლი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს თვითგადარჩენის მიზნით, რომ შეიქმნას მისთვის უწყვეტობა, ხანგრძლივობა არამუდმივობაში. პროცესის განცდა მის ერთიანიბაში გონებას ანთავისუფლებს გაორებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიცდით და გვესმის გონების მთელი პროცესი. როგორც გახსნილს ისე დაფარულს, და არა ნაწყვეტებს, არა ცალკეული გამოვლინებებით, არამედ მთლიანობაში. მაშინ სიზმრებიც და ყოველდღიური მოქმედებებიც ყოველთვის იქნება გონების განმანთავისუფლებელი პროცესები. გონება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი იმისათვის, რომ აღიქვას; მაგრამ სურვილი გახდე თავისუფალი შეძენის მიზნით _ ეს არის ღრმა შინაგანი ჩარევა; ამის გაგება ასევე საჭიროა სრულად და არა ერთ რომელიმე დონეზე. გამოცდილების სურვილი სრულიად უნდა შეწყდეს: ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განმცდელი არ იღებს საკვებს თავისი განცდებიდან ან მოგონებებიდან მათ შესახებ. გონების გაწმენდა უნდა მოხდეს არა მხოლოდ მისი ზედა ფენებიდან, ასევე მისი დაფარული სიღრმეებიდანაც; და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდა განსაზღვრის პროცესი ან გაგების შექმნა. ახალი განსაზღვებების და გაგებების შექმნა მხოლოდ აძლიერებს განმცდელს და ქმნის მისი ყოფის ხანგრძლივობას, აძლიერებს მისი მუდმივობის სურვილს, მისი გონების სპეციფიური განსაკუთრებულობანი. შეურყევლად უნდა იქნას გაგებული შეცნობის პროცესი, და აქედან გამომდინარე მისი გაგება. ჩვენ სახელს ვარქმევთ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობისათვის, არამედ იმისთვისაც რომ მივცეთ ხანგრძლივობა და ყოფა რომელიმე გამოცდილებას, იმისათვის რომ გავაცოცხლოთ და აღვადგინოთ მასთან დაკავშირებული შეგრძნებები. სახელის დარქმევის მსგავსი პროცესი შეწყვეტილ უნდა იქნას არა მხოლოდ გონების ზედა ფენებში, არამედ მის მთელ სტრუქტურაში. ეს რთული დავალებაა, მისი გაგება და შესრულება მარტივი არაა, რადგან მთელი ჩვენი ცნობიერება _ ეს არის დასახელებები და განსაზღვრებები, შემდეგ კი მისი დაგროვება და აღდგენა. სწორედ ეს პროცესი კვებავს და ალევს ძალას ილუზორულ ხასიათს, განმცდელს როგორც ცალკე არსებას, მიუხედავად გამოცდილებისა. ფიქრების გარეშე არ არსებობს ის ვინც ფიქრობს. და ფიქრობი რომლებიც ყოველთვის არამუდმივია, ქმნის იმ არსების ილუზიას ვინც ფიქრობს, ვინც ფიქრობს საკუთარ საკუთარ თავს აიზოლირებს, ამით კი ქმნის მუდმივობის შესახედაობას. თავისუფლება არსებობს მაშინ, როდესაც მთელი ყოფიერება _ გარეგნული, ხილული და უხილავი _ გასუფთავებულია წარსულისაგან. ნებისყოფა _ ესაა სურვილი, და თუ არსებობს ნებისყოფის რაღაც მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს ძალისხმევა, რომ თავი გაისუფთავოს, თავისუფლება ვერ მოვა: გასუფთავება უნდა იყოს მთლიანი, მოიცვას მთელი არსება. როდესაც ცნობიერების ყველა სფერო წყნარდება, ხდება მდუმარე _მხოლოდ მაშინ არსებობს ის განუზომელი ნეტარება, რომელიც არ იმყოფება დროში, და რომელშიც იმყოფება შემოქმედების აღორძინება. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 10:13 AM |