![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() RED soul ![]() Group: Members Posts: 101 Joined: 31-October 11 Member No.: 6,603 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?
ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში. LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს. სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა. ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი. პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება ![]() ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი. პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში. |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
დათო.
რაკი ყოველმხრივ მოგიხმარია კანაფი, კითხვა მაქვს: რომლის ზემოქმედებას მეტად ამჯობინები და თუკი ახასიათებს მკვეთრი სხვაობა ჩვეულებრივი მოხმარებისგან, მოწევისგან, რა სახისაა ეს? გაგიმარჯოს. სითხის სახითაც და საჭმელის სახითაც მოქმედება იგივეა იმ განსხვავებით, რომ უფრო დიდხანს გრძელდება მაგალითად 6 და მეტი საათი და თან მდგომარეობა ინტენსიურია. უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე მოწევის შედეგად. დანარჩენი განსხვავება არ არის -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 11:07 AM |