ჟამი, ფაქტობრივი რეალობა |
ჟამი, ფაქტობრივი რეალობა |
Nov 8 2017, 03:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ძალიან საჭირო ადგილზე – ფორუმზე, ჩვენ – ფორუმელებს, არაერთი დიდი თუ მოკლე თემები და პოსტები "გამოგვიცხვია". მეტ ნაკლებად კარგად ვმსჯელობთ თეორიებზე, საგნობრივ თემატიკაზე, სხვადასხვა ენაზე არსებული ლიტერატურას ვიცნობთ, ვციტირებთ, ვუარყოფთ ან ვამტკიცებთ. გვაქვს საკამო დიდი ეზოთერული აუდიო თუ ვიდეო ბიბლიოთეკა, ვუსმენთ, ვუყურებთ და საბოლოოდ – ვფლობთ გარკვეულ თეორიულ ცოდნას და რა?!...
ჩემს მაგილითზე ვიტყვი (სხვას რომ არ ეწყინოს), მე თეორიულად ნაკლებად განათლებული ვარ ეზოთერიკაში (მე ასე ვთვლი) და პრაქტიკულად არანაირ ეზოთერულ ნიჭს არ ვფლობ, ან ვფლობ და ვერ ვავლენ. რა აზრი აქვს თეორიულ მსჯელობებს და ცოდნათა გადმოფრქვევას თუ მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი და შესაძლებელობები არ გვაქვს, ან გვაქვს და არ ვამხელთ? ამ ფორუმზე უამრავ თეორეტიკოთა გილდიას ვხედავ. თემის აზრი: მოდით გაამხილეთ პრაქტიკულად ვინ რა დონეზე ხართ? დადეთ თქვენი პრაქტიკული შესაძლებლობების მაგალითები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მერყევთა რწმენას. იყავით აქაც ინკოგნიტო, მაგრამ გვაჩვენეთ თქვენი მაგ: ტელეკინეზი, აურის წმენდა, ტარო და ა.შ. არ ფიქრობთ რომ დრო დადგა პრაქტიკის დემონსტრირების? ეს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს არ გახდის ფორუმს, უფრო ცხოველ ინტერესს და მსჯელობებს არ გამოიწვევს? მე პირველი ვიქნებოდი რამე რომ შემეძლოს, ოღონდ გულწრფელად. |
|
|
Nov 13 2017, 01:25 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე არანაირ უნარებს არ ვფლობ, არც ვინმეს მასწავლებლად გამოვდგები
ერთი მარტივი მეთოდი ვიცი, რაც მუშაობს მოკლედ ესაა მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლება, მაგალითად ყოველდღე საკუთარ თავს შეახსენო, რომ ადრე ადგე, ნუ რამოდენიმე ხნის შემდეგ შეძლებ, შემდეგი მავნე ჩვევა მაგალითად გეზარება უჯრის დალაგება, და ახალი უნარი გამოიმუშავო რომ ეს უჯრა სულ იყოს დალაგებული, ასევე კვების რაციონის შეცვლა მაგალითად ნუ რა ვიცი ვინ რას თვლის საკითარ თავში გამისასწორებელს ვითომ მარტივია მაგრამ მავნე ჩვევის დამარცხება დიდ ძალისხმევას მოითხოვს დიდი ხანია არ დამიწერია რამე, აზრებს კარგად ვერ ვალაგებ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th June 2024 - 05:07 AM |