გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
Nov 12 2010, 12:20 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს რას ფიქრობთ ადამიანის ორიენტაციაზე, ხართ თუ არა ჰომოფობები, აქვს თუ არა ადამიანს უფლება უყვარდეს ის ვინც უყვარს, და იყოს ის ვინც არის. ნამდვილად გმობს და განასხვავებს თუ არა ღმერთი ადამიანებს შორის სიყვარულს. საზოგადოდ რატომ არის "მამათმავნობის" განმარტება ჰომოსექსუალიზმი და არა ცხოველმყოფელობა როგორც საბას აქვს განმარტებული, რაც თავისთავად ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ არის სექსი გრძნობების გარეშე, რასაც მაგალითად ქართველი კაცების 70%-ი (ჩემი აზრით 70%) მაინც აკეთებს რეგულარულად. (ძმაკაცებთან ერთად "მეძავებ-ში" ( ) წასვლა "კაი კაცობაა".
რატომ არიან ჰომოსექსუალები ცუდები თუ ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა კულტურული, ღირებული ფასეულობების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს და რომლითაც ტკბება მთელი მსოფლიო. |
|
|
Dec 27 2017, 12:21 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სექსუალობასთან დაკავშირებით, ჩემი პირადი დამოკიდებულება შემიძლია ასე გამოვხატო: ყველა ადამიანს აქვს თავისი პიროვნული (მათ შოროს სექსუალური) განვითარების უფლება.
მე რომ ჰეტერო ვარ და ის გეი და ის თუ არ წუხს ჩემს ჰეტეროსექსუალობაზე, მე რატომ უნდა აღვუკვეთო (ტაბურეტკით) მისი სექსუალური ცხოვრება? ეს უკვე დანაშაულია! აქ მთავარი მოცემულობა არის ის, რომ არცერთი ორიენტაციის სუბიექტი არ არის უფლებამოსილი მისი სექს.ორიენტაცია მოახვიოს თავზე სხვას. არცერთი სექს.ორიენტაციის ადამიანს არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს სხვას სექს. ნიადაგზე, ესეც დანაშაულია! არცერთი ორიენტაცია ანომალია/მიუღებელი არ არის თუ ის არ არღვევს სხვის უფლებას, არ ძალადობს და არ შეურაცხყოფს სხვის პატივს და ღირსებას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 01:30 AM |