ენერგიის დაგროვების ხერხები... |
ენერგიის დაგროვების ხერხები... |
Mar 26 2018, 01:05 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დამეთანხმებით, რომ ენერგიის მარაგი სულიერი და ცნობიერების განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ენერგია გვაძლევს კონცენტრაციის უნარს, საკმარისი ენერგია რომ არა, ისე ჩვენს შესაძლებლობებს ვერ გავავვითარებდით. მოკლედ ენერგია პირველსაწყისი სუბსტანციაა.
რა მეთოდებით დავაგროვოთ სხეულში ენერგია? მე ჩამოვწერ რაც ვიცი: 1. ძილის რეჟიმი 2. სწორი კვება, უმეტესად მცენარეული საკვები. 3. შოტლანდიური ან კონტრასტული შხაპი. 4. ფიზიკური ვარჯიში 5. მედიტაცია კიდევ არის რამე მაგიური ხერხები რის შედეგადაც ენერგიას დიდი რაოდენობით მივიღებდით? ან თუ არსებობს რამე წიგნი სადაც ენერგიის შევსების ვარჯიშები იქნება მოცემული? |
|
|
Mar 27 2018, 03:48 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
starscream
სრულიად ვეთანხმები შენს პოსტს, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? ყველა ვარიანტში საჭიროა სოციუმთან ურთიერთობა. არის 4 ვარიანტი: 1. მათ ენერგიასთან შეწინააღმდეგება, რომ არ მოხდეს მათი და შენი ენერგიების გაცვლა. მაგრამ შეწინააღმდეგება იწვევს შინაგან დაძაბულობას და ენერგია უფრო მეტად იხარჯება. 2. დათანხმდე მათთან ენერგიის გაცვლას. ანუ დროებით გახდე მათნაირი, ხოლო შემდეგ მედიტაციებით და სხვა პროცედურებით კვლავ გაწმინდო ენერგეტიკული ველი. 3. უბრალოდ იგნორირება გაუკეთო მათ. ანუ შენი ცნობიერება იმდენად კონცენტრირებული იქნება, ასე ვთქვათ, შენს შიდა სამყაროში, რომ ხალხს უბრალოდ იგნორირებას უკეთებ, და ეს ბუნებრივად ხდება, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ანუ ადამიანებს წარმოიდგენ, როგორც ჰოლოგრამულ გამოსახულებებს, თითქოს ისინი არც არსებობენ. ეს საკმაოდ ეფექტურად შეგინახავს ენერგიას, მაგრამ სამაგიეროდ ხალხთან ურთიერთობა თითქმის აღარ გამოვა. 4. მემგონი ეს მეოთხე ყველაზე ეფექტური ვარიანტია, მაგრამ ყველაზე ძნელად მისაღწევი. გააცნობიერო მათი ენერგეტიკული ველი. არც მიიღო და არც შეეწინააღმდეგო, მხოლოდ გააცნობიერო. პარალელურად კონცენტრაცია გქონდეს საკუთარ ენერგეტიკულ ველზე და აკონტროლებდე მას. და რაც მნიშვნელოვანია სხვების ემოციები შენზე არ გადმოვიდეს, არამედ უბრალოდ აცნობიერებდე ამ ემოციებს. ეს 4 ვარიანტი ჩემი გამოცდილებიდან დავწერე. თუ რამე სხვა ხერხი არსებობს, გაგვიზიარეთ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 18th June 2024 - 11:57 PM |