გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
Nov 12 2010, 12:20 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს რას ფიქრობთ ადამიანის ორიენტაციაზე, ხართ თუ არა ჰომოფობები, აქვს თუ არა ადამიანს უფლება უყვარდეს ის ვინც უყვარს, და იყოს ის ვინც არის. ნამდვილად გმობს და განასხვავებს თუ არა ღმერთი ადამიანებს შორის სიყვარულს. საზოგადოდ რატომ არის "მამათმავნობის" განმარტება ჰომოსექსუალიზმი და არა ცხოველმყოფელობა როგორც საბას აქვს განმარტებული, რაც თავისთავად ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ არის სექსი გრძნობების გარეშე, რასაც მაგალითად ქართველი კაცების 70%-ი (ჩემი აზრით 70%) მაინც აკეთებს რეგულარულად. (ძმაკაცებთან ერთად "მეძავებ-ში" ( ) წასვლა "კაი კაცობაა".
რატომ არიან ჰომოსექსუალები ცუდები თუ ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა კულტურული, ღირებული ფასეულობების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს და რომლითაც ტკბება მთელი მსოფლიო. |
|
|
May 6 2018, 05:38 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩვენი საზოგადოება ძალიან (უძალიანესად) ღიზიანდება ყველაფერზე, ანუ რაც მათ "ნორმის" ჩარჩოებში არ ჯდება, თუ ისეთი არ არის როგორებიც თავად საზოგადოების უმეტესობაა ვერ იტანენ, და ამ თემაზე ხმის ამოღება უკიდურესად ძაბავს კიდევ სიტუაციას,
ნებისმიერი რაც არის განსხვავებული ვერ იტანენ, სამწუხაროდ. ასე რომ ამ თემაზე საუბარი მხოლოდ აგრესიას საზოგადოებაში, რაც შემეხება მე ვიცნობდი ერთ გეის და როგორც ადამიანი ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან ნიჭიერი ფერმწერი არის, მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც შეეხება რატომ არის ასეთი, პირველ რიგში ამას სპეციალურად არ თამაშობს, ბუნებრივად დაბადებიდან ასეთია, საოცრად დახვეწილი მანერებით და ქალზე მეტად ქალური და კეკუცი, და ეს მას ინსტიქტურად აქვს ანუ როლს არ თამაშობს, ის რომ მე მის ფსიქიკაზე ვიძალადო და ძალად მამაკაცურად გარდავქმნა მაგის სურვილი არასდროს მქონია, მის გვერდით თავს ვგრძნობდი მშვიდად კომფორტულად როგორც ვთქვათ დაქალთან, იქნებ ეს ინკარნაციული რაღაც არის არ ვიცი რაც არ უნდა იყოს ისინი არავის არაფერს არ უშავებენ, მათაც აქვთ პრობლემები ცხოვრებაში, მე კიდევ ჩემი ისტერიკებით და პრეტენზიებით რატომ უნდა დავუმძიმო ვინმეს ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ რომ საშუალოსტატისტიკურ ადამიანთა კატეგორიაში ვერ ჯდება? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 11:51 AM |