ანთროპომორფული ღმერთები და არსებები |
ანთროპომორფული ღმერთები და არსებები |
Sep 6 2014, 12:13 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 13-March 12 Member No.: 6,751 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძველ წარმართულ რელიგიებში, ეგვიპტურ და შუმერულ წარმოდგენებში ღმერთები წარმოდგენილი იყო ანთროპომორფული სახით (ადამიანის ტანით, ცხოველის თავით).
მსგავსი არსებები იყვნენ არა მხოლოდ ღმერთები, მითიური არსებებიც. თუნდაც ანგელოზები მსგავსს წავაწყდი ბიბლიაშიც: გამოცხადება 4:1 ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“. 2 მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. 3 ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს. 4 ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. 5 ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომელიც ღვთის შვიდი სულია. 6 ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. 7 პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა. 8 ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალები იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. 9 როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, 10 ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: 11 „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. იქნებ რაიმე ცნობები, ან შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? |
|
|
May 10 2018, 04:01 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 49 Joined: 26-April 18 From: თბილისი Member No.: 7,741 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა ფორმების მქონე ღმერთები არსებობენ. ღმერთებს საკმაოდ უცნაური ფორმები აქვთ. საშაყირო აქ არაფერია. უბრალოდ თუ ეზოთერიზმი არ გესმის ვერ გაიგებ რატომ აქვთ ასეთი ფორმები. ეს უბრალოდ ასეა და მორჩა. უბრალო ადამიანი მაგას ვერ გაიგებს. უბრალოდ მიიღე რეალობა და ვსო.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th May 2024 - 05:28 PM |