IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> tikoroma
tikoroma
post Mar 2 2018, 01:09 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მგონი პირველად, საკუთარი ოთახი მაქვს biggrin.gif
ვნახოთ თუ შევძლებ საკუთარი თავის გამოხატვას. ასე არ ეძახიან? ამბობენ, შვება მოაქვსო

წინათ დეპრესიაში ვიყავი იმის გამო, რომ საშუალოდ 60-65 წელი გვაქვს სიცოცხლისთვის მოცემული და სად წავიღო ამდენი დრო, რა ვაკეთო-მეთქი ვდარდობდი.
ბოლო 3-4 წელია ვერაფერს ვასწრებს, ისე ცოტა დრო მაქვს. სად მიმაქვს ეს დრო, აზრზე არა ვარ.

3 ათასი საქმე მაქვს დაწყებული და მიტოვებული
რომელთაც ეზოთერიასთან ან ფისქოლოგიასთან ან ადამიანის ცნობიერებასთან აქვს შეხება, ამ ტოპიკში შევეხები.

საკუთარ ოთახში საკუთარ თავზე ვისაუბრებ ძირითადად
თუ მოგწყინდებით, ოთახიდან გახვალთ და ეგაა.

მოგესალმებით ყველას.
welcomeani.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post May 13 2018, 09:51 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ჩემი პირველი მნიშვნელოვანი სათქმელი

არ ვხსნი ცალკე თემას

ტოტემი და ადამიანი

ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას?
1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან.
2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწვლებელი.

ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია. თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა.

პირველ რიგში, გავარკვიოთ ვინ იყო ტოტემი? ტოტემი იყო არსება, რომელსაც ხალხი თავის წინაპრად თვლიდა. მაგალითად, ავიღოთ ინდოელთა ტომი დელავარები, რომლებიც თავს ძუ დათვის შვილებად მიიჩნევდნენ (ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი - "დიდი ძუ დათვის ძენი" smile.gif შეიძლებოდა თუ არა დათვს ადამიანი ეშვა? ამის მაგალითები გვაქვს მითებსა და ზღაპრებში. თუმცა ეს არ გვჯერა და მოდით, სხვა ახსნა მოვძებნოთ.

ერთი თეორიით, დედამიწა სამყაროში არსებული გენეტიკური ფონდის საცავია. აქ მყოფ ყველა ფიზიკურ არსებას ჰყავს თავისი გენეტიკური ორეული სხვადასხვა პლანეტაზე. შეიძლება ასე მძაფრად არც არის საქმე, მაგრამ მაგალითები აქაც გვაქვს. გვსმენია სირიუსის ცივილიზაციაზე - იქ კატისებრთა მოდგმა ბინადრობს. აქვთ მათ რამე კავშირი დედამიწის ცხოველებთან? ვვარაუდობ, რომ ეს არსებები მართავენ სწორედ ცხოველთა კოლექტიურ ცნობიერს და აქვთ მათთან გარკვეული ინფორმაციული კავშირი. დავუშვათ, რომ ასეთი "სახეობათა მმართველი" არსებები მართლაც არსებობენ სადღაც, მაშინ სწორედ ისინი ყოფილან ადამიანთა მოკავშირე-ტოტემები. ეს ცოდნა დაკარგულია. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი ტოტემი ჩვეულებრივი დათვია - მაგ. საყვარლი კავკასიური მურა დათვი - ის სცდება, თუმცა შესაძლებლად მეჩვენება ამ სამყაროში სადღაც არსებობდეს დათვისებრთა რასა და ისინი ცხადდებოდნენ ადამიანთან ტოტემის ფუნქციით. ცხადია, ამ არსების გავლენით დედამიწელ დათვებსაც შეუძლიათ ადამიანისთვის გარკვეული ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ არა როგორც "მასწავლებლებს", არამედ როგორც ინფორმაციის გამტარებს.

როგორ ენათესავება ადამიანს სხვა განზომილებაში მყოფი არსება? ერთი ვერსიით, სწორედაც რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხელი ურევია ადამიანთა შექმნაში. თუმცა ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები. ისევ ინდიელებს რომ დავუბრუნდეთ, ერთი და იგივე რასის ხალხს სხვადასხვა ტოტემი ჰყავდათ - დათვი, მგელი, არწივი და ა.შ. ასე რომ ბიოგენეტიკურ კავშირს (დნმ-ის დონეზე იხ.ცნობილი მითები ადამიანთა შექმნაზე) გამოვრიცხავ.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეშინოდა და უფრთოხდა თავის ტოტემს, იგი მაინც სხვა არსებებზე მეტად მეგობრულად განწყობილი ჩანს ადამიანის მიმართ. ტოტემი მასწავლებელია, დამსაჩუქრებელია. ცხადია, უნდა დაიცვა რაღაც წესები, არ აწყენინო, განარისხო და ის შენი დამხმარე და მფარველი იქნება.

რა დაინტერესება აქვთ ამ არსებებს ადამიანის მიმართ?
1. იკვებებიან ადამიანის ენერგიით, რასაც იღებენ მათგან მსახურების დროს?
2. ცხოველები ინკარნირდებიან ადამიანებად და შემდეგ აქვს კავშირი თავის წინაცხოვრების გავლენით ტოტემთან, (ისევ ვგულისხმობ სახეობათა მმართველ მაღალგანვითარებულ არსებას სხვაგანზომილებიდან).
3. სულიერი ნათესაობა: ესაა სულის კავშირი თავის კოსმიურ წარმომავლობასთან, ცივილიზაციასთან, საიდანაც მან დაიწყო მოგზაურობა და მოხვდა დედამიწაზე.

შეიძლება ცოტ-ცოტა სიმართლე არის თითოეულ ამ ვერსიაში.
1. ტოტემს სჭირდება მსახურება, მსხვერპლშეწირვა, წესების დაცვა.
2. რამე გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს ცხოველთა (დაყველა სხვა ცოცხალი არსების) ყოფას ამქვეყნად.
3. არსებობს ეს თეორიაც. სული მოგზაურობს სამყაროებში, იბადება სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა არსებებად, ხოლო საიდან დაიწყო მან მოგზაურობა და რა გამოიარა დღემდე, არც კი ახსოვს. ეს ვარაუდი, ტოტემის წინაპრად მიჩნევასაც ამართლებს.

ისევ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ აღარ ჰყავთ ხალხთა ჯგუფებს საერთო ტოტემი? პირველ რიგში, ეს ხალხთა ჯგუფები დაიშალა და ამიტომ. ტრადიციებზე დამოკიდებული ხალხის ჯგუფი ცხოვრობს თითქოს ჩაკეტილ წრეში და აძლიერებს ამ წრის ეგრეგორს. აქ უკვე წინაპლანზე ჩანს ეს ერთიანი ეგრეგორი და არა მისი შემადგენელი ადამიანები. მაგ, ქართველი ხალხი ავიღოთ: კალენდრით იყო გათვლილი თითეულ დღეს რა ექნათ: მარხვის დღე, უქმობის დღე, დღესასწაულის დღე, შრომის დღე. მთელი თვე განსაზღვრულია როდის რა უნდა აკეთო და ასე იქცევა მთელი სოფელი მთელი წელი, შემდეგ მეორე წელსაც იგივე, შემდეგ წელსაც იგივე... ყველა ერთად აღნიშნავდა ყველაფერს, ოჯახი ვერ გამოაკლდებოდა. შესაძლოა, ნატიფ პლანებზე სწორედაც რომ ერთი სოფელი, გვარი თუ ტომი ერთ კოლექტიურ არსებად აღიქმებოდნენ სხვა განზომილების არსებებისთვის (ვისთვისაც სრულდებოდა ეს მსახურება - მარხვა, უქმობა, ხსნილობა და ა.შ.). ცხადია, პიროვნებები რომლებიც გამოეყოფოდნენ ამ ერთიან ველს და ინდივიდუალურ კონტაქტს ამყარებდნენ ამ არსებებთან, იყვნენ კიდეც გმირები, ან ნიშნიანები, ან ნაწილიანები, ან ქადაგნი და ა.შ. მოკლედ ხალხის მასისგან გამორჩეული პირები.

ახლა გავიგოთ, რას ასწავლის ტოტემი?
ტოტემთან ურთიერთობა ხდება ნატიფ პლანებზე - სიზმარში, ასტრალში, ხილვაში, მედიტაციისას,ტრანსში...
როგორ ამოვიცნოთ იგი? ცხოველი (ფრინველი და ა.შ.) გვესაუბრება, მისი "ენა" გვესმის, გვასწავლის თავის მსგავსად ქცევას - ფრენას, ცურვას, სირბილის და ა.შ. და რაში სჭირდება ეს ადამიანს? ეს გამოცდილებაა. ეს ჩარჩოების დამსხვრევა, სამყაროს ახლებურად დანახვის და შემეცნების საშუალებაა. ეს ძალიან გამამხნევებელია და ენერგიით, ემოციით გავსებს. ეს იმდენად სასიამოვნო და სასარგებლოა, რომ ძნელია თქვა, რომ ეს რაღაც არსებაა, რომელიც ანგარებით გეხმარება.
თუმცა წამიკითხავს, რომ ასტრალური არსებები ასე იზიდავენ მსხვერპლებს, რაკი მათ სჭირდებათ მსხვერპლის თანხმობა, რათა მასზე გავლენა შეინარჩუნონ ხოლმე.
ამ საკითხს ღიად დავტოვებ.

განვაგრძობ იმით, რომ ტოტემისგან წვრთნა არ სრულდება ნატიფ პლანებზე და იგი ფიზიკურ სამყაროშიც გამოსადეგია. ამბობენ, რომ პრაქტიკების შედეგად რასაც ისწავლი ასტრალში, მატერიალურ სამყაროში გამეორებასაც შეძლებო. მე ეს გამოცდილება არ მაქვს.

სამაგიეროდ, მაქვს ამერიკელი მკვლევარის ჰარი რაიტის აფრიკულ რიტუალებზე მონათხრობი ისტორიები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ის ამბობს, რომ მათ ეს შეეძლოთ - შეეძლოთ ლეოპარდად გადაქცევა.

მან იმოგზაურა აფრიკაში დაახლ. 1950-51 წლებში. დაესწრო რიტუალს დაგომეაში "ლეოპარდის ტაძარში". იგი აღწერს სამი კვირის მანძილზე ტრანსში მყოფ ქალებს და შემდეგ რიტუალის დღეს დოლების თანხლებით გიჟურ ცეკვებს, კოცონდ და მსხვერპლშეწირვას.
"ფეტიშის მთავარ ქურუმი უფრო ხმამაღლა ამღერდა. დოლიც ახალი ძალით ახმაურდა და აჩქარდა. უცებ ლამის თვალები შუბლზე მომექცა: იქვე, გოგონას უკან, მოციმციმე შუქის მიჯნაზე ცხოველის ჩრდილი დავლანდე. გაკვირვების გამოხატვა ვერც კი მოვასწარი, რომ ჩემს წინაშე მოზრდილი ღონიერი ლეოპარდი წამოიმართა. შესაძლოა, ეს ჩემი წარმოსახვა იყო. თუ ასეა, მაშასადამე, საკმაო წარმოსახვის უნარი მქონია, ვიდრე მეგონა. გოგონას უკან კიდევ ორი ლეოპარდი გამოჩნდა. მათ გრაციოზული დიდებულებით გადაჭრეს მოედანი და სამივე ხეთა ჩრდილებში გაქრა...
ენა ვეღარ მოვატრიალე. მე ვდუმდი. არ ვიცოდი დავინახე რამე თუ მასობრივი ჰიპნოზის გავლენას განვიცდიდი"... ჰარი რაიტი "გრძნეულების მოწმე".

ჯგუფი SHUKRA


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   tikoroma   Mar 2 2018, 01:09 PM
tikoroma   ყველაზე ძლიერი დაბ...   Mar 4 2018, 03:32 PM
td.........   შენ ოთახში რომ ავტ...   Mar 4 2018, 08:45 PM
tikoroma   ამ ოთახში გამოძინე...   Mar 5 2018, 02:49 AM
tty_   გააჩნია როგორ მოაწ...   Mar 5 2018, 02:50 AM
tikoroma   თავიდან ძიებით იწყ...   Mar 8 2018, 07:53 PM
earth   tikoroma :D :good:   Mar 9 2018, 08:08 AM
ელის   როცა თიკუნას ვნახუ...   Mar 26 2018, 10:22 AM
td.........   ლომის ღრიალს ყოველ...   Mar 26 2018, 03:26 PM
tikoroma   ელის :l_daisy: დიდი მად...   Mar 27 2018, 06:14 PM
tikoroma   ადრეც მისაუბრია, რ...   Mar 28 2018, 06:11 PM
tikoroma   სიზმრის მეგობარი ...   Mar 30 2018, 11:57 PM
earth   tikoroma აუ, რა კარგია თი...   Mar 31 2018, 07:14 AM
Bes_ka888   სალამით ყველას ამ ...   Apr 19 2018, 10:31 AM
tikoroma   ვარენ ბაფეტი სულ კ...   Apr 21 2018, 04:02 PM
tikoroma   ჩემი პირველი მნიშვ...   May 13 2018, 09:51 PM
tikoroma   მე მგონი რა პროპორ...   Sep 24 2018, 04:57 PM
INVICTUS   ახალი ნაყიდი მაქვს...   Sep 25 2018, 01:58 PM
INVICTUS   უინტერესო წასაკით...   Sep 25 2018, 02:00 PM
tikoroma   INVICTUS ფროიდის სიზმრე...   Sep 25 2018, 05:40 PM
tikoroma   ქართულად თუ რამე გ...   Sep 25 2018, 05:40 PM
INVICTUS   გათხოვებ, მაგრამ ქ...   Sep 25 2018, 05:44 PM
INVICTUS   კი, ქართულადაა, ნათ...   Sep 25 2018, 05:46 PM
INVICTUS   ეგ არის https://biblusi.ge/products/b...   Sep 25 2018, 05:47 PM
earth   ფროიდის ტოტემი და ...   Sep 26 2018, 06:50 AM
tikoroma   earth ეჰ INVICTUS მადლობა, ...   Sep 26 2018, 07:45 PM
tikoroma   თუ კიდევ ვინმეს რა...   Oct 4 2018, 05:50 PM
tikoroma   მე უკვე ნერვებს მი...   Oct 12 2018, 05:52 PM
tikoroma   რამდენი ინფო წამოვ...   Oct 25 2018, 01:49 PM
tikoroma   მგონი გავსხივოსნდ...   Oct 28 2018, 08:24 PM
tty_   ვაიმე თიკო მე აბა ს...   Oct 29 2018, 05:25 AM
tikoroma   tty_ ნეტა მასე ვიყო მ...   Oct 29 2018, 06:58 PM
tikoroma   შეიძლება მყარად ვე...   Oct 29 2018, 06:59 PM
tikoroma   tty_ აი მთლად წარსულზ...   Nov 6 2018, 03:13 PM
tty_   tikoroma :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lo...   Nov 6 2018, 08:29 PM
tikoroma   რა გაცინებს ბრატ მ...   Nov 6 2018, 10:11 PM
td.........   მე კიდე დიდხანს ვა...   Nov 6 2018, 10:36 PM
tikoroma   :lol: :lol: :lol: :lol: თუ არ გა...   Nov 6 2018, 10:44 PM
td.........   tikoroma უსწავლელი გაკვ...   Nov 6 2018, 10:45 PM
tty_   tikoroma :D :D აუ თიკო რეებ...   Nov 6 2018, 11:12 PM
tikoroma   კრიტერიუმი უნდა მი...   Nov 7 2018, 01:06 AM
tty_   ჰო დრო და მუშაობა უ...   Nov 7 2018, 01:53 AM
tikoroma   მგონი თავი ვიპოვნე...   May 16 2019, 12:52 AM
INVICTUS   შუქრას სიახლეები ნ...   May 20 2019, 10:58 AM
INVICTUS   თუ რაიმეს მეტყვით ...   May 20 2019, 10:58 AM
tikoroma   შუკრას ჯგუფი აქვს ...   Jun 26 2019, 03:18 AM
tikoroma   იშვიათად კარი წელი...   Jan 2 2020, 01:10 PM
tikoroma   ასე 12 წლის მერე მომ...   Jan 2 2020, 01:10 PM
tikoroma   ყველაზე მეტად რა ს...   Jan 28 2020, 11:17 AM
td.........   აუ, კი... ყველაზზე დი...   Jan 28 2020, 12:23 PM
tikoroma   ჰა ჰაა, ზელაზნის სი...   Jan 28 2020, 12:28 PM
tikoroma   მე ვარ მარილი სოფლ...   Jun 3 2020, 09:09 PM
tikoroma   მე მგონი აღვსგდები...   Jun 14 2020, 06:43 PM
tikoroma   შარშან თუ წიგნებმა...   Jun 14 2020, 06:44 PM
tikoroma   ზუსტად ვერ ვიგებ ო...   Aug 26 2020, 06:37 PM
old_man   tikoroma როდის გაირკვევ...   Aug 26 2020, 08:37 PM
tikoroma   old_man ერთი თვეც და გა...   Aug 27 2020, 12:43 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th June 2024 - 12:56 AM