გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
გეი, ლესბი, ტრანს, ბი ადამიანები |
Nov 12 2010, 12:20 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს რას ფიქრობთ ადამიანის ორიენტაციაზე, ხართ თუ არა ჰომოფობები, აქვს თუ არა ადამიანს უფლება უყვარდეს ის ვინც უყვარს, და იყოს ის ვინც არის. ნამდვილად გმობს და განასხვავებს თუ არა ღმერთი ადამიანებს შორის სიყვარულს. საზოგადოდ რატომ არის "მამათმავნობის" განმარტება ჰომოსექსუალიზმი და არა ცხოველმყოფელობა როგორც საბას აქვს განმარტებული, რაც თავისთავად ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ არის სექსი გრძნობების გარეშე, რასაც მაგალითად ქართველი კაცების 70%-ი (ჩემი აზრით 70%) მაინც აკეთებს რეგულარულად. (ძმაკაცებთან ერთად "მეძავებ-ში" ( ) წასვლა "კაი კაცობაა".
რატომ არიან ჰომოსექსუალები ცუდები თუ ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა კულტურული, ღირებული ფასეულობების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს და რომლითაც ტკბება მთელი მსოფლიო. |
|
|
Jun 23 2018, 08:40 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ისეთი თემაა, რომ ერთ კონკრეტულ იარლიყს ვერ მივაკრავთ ყველა ლგბტ წარმომადგენელს. არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც დაბადებიდან არიან ასეთები, შესაბამისი ჰორმონალური მონაცემებით, მანერებით და სხეულის ენით. არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც ასეთები არ დაიბადნენ და შინაგანი სისუსტის ან მიდრეკილებების შედეგად გახდნენ ასეთები. ანუ გარემომ იმოქმედა და პროვოცირება მოახდინა. ეს შეძენილი ჰომოსექსუალიზმია და ის მკურნალობას ექვემდებარება.
მოკლედ მრავალი ფაქტორი და მიზეზი არის ასეთი ადამიანების დაბადების თუ ჩამოყალიბების. ეს შეიძლება იყოს ინკარნაციული ფაქტორი, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიული გაუწონასწორებლობის ფაქტორი, სხეულთან შეუსაბამობის და ა.შ. თუ ის თანდაყოლილია, დაე იცხოვროს ისეთმა როგორიც არის, რა პრობლებაა, მაგრამ თუ ის შეძენილია და გარყვნილებაში გადასულია, აქ უკვე მისი სურვილიც უნდა იყოს, რომ დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას და მოერიოს მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობას. (ბოდიშს ვიხდი ტავტოლოგიისთვის ) |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st June 2024 - 02:37 AM |