ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Dec 9 2009, 07:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge
იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია. მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს: 1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en 2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11 ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ. თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Aug 23 2018, 02:15 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ხვამლის მიდებარედ იგეგმება ორი ჰესის მშენებლობა 2019 წელს- . "ტვიშჰესის" და "ნამახვანჰესის"; მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს მშენებლობები, გარდა იმისა რომ იმერეთის 16 სოფლის დატბორვას ითვალისწინებს, ხვამლის მიდებარე მღვიმეების ბეტონით ამოსვებას და მდინარეების კალაპოტის შეცვლასაც ითვალისწინებს. მათ შორის, მდ.ვერძისთავას, რომელიც ხვამლზე ფილმებშია ნახსენები. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, შეუძლებელი გახდება ხვამლის გამოკვლევა, მასთან მიახლოება. ხოლო რას არგებლობას მოუტანს ჰესები ქვეყანას, ბუნდოვანია. არსებობს კომუნისტობის დროინდელი კვლევები, რომლის მიხედვითაც ამ ადგილას ჰესის აგება უსაფრთხო არ არის. მაშინ ეს პროექტი შეუჩერებიათ. დღეს კი სოლიდური ინვესტიციის მოზიდვის მიზნით უსაფრთხოებას არად აგდებენ, არც ქართული სოფლების ჩაძირვას და გაჩანაგებას. კომპანიას დაწყებული აქვს მიწების შესყიდვა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ბევრი უწევს წინააღმდეგობას და მათ გვერდით უნდა დავუდგეთ, თუკი მართლა რაიმედ ვღირვართ. ჩემმა მეგობრებმა შექმნეს ჯგუფი ფეისბუქზე ერთად ხვამლის გადასარჩენად https://www.facebook.com/groups/2061444030740560/ გთხოვთ შემოგვიერთდით ეგე ერთად შევძლოთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ პროექტებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 08:45 AM |