![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
დავაკვირდი, რომ როდესაც ჩემს რაიმე საქმიანობას ან რაღაც ამბავს სახალხოდ ვამბობ, არ არსებობს რომ წარმატებით გამოვიდეს. ხოლო როდესაც აბსოლუტურად არავისთან არ ვამხელ და ჩემთვის ვაკეთებ, მაშინ უკვე აუცილებლად გამოდის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით სახალხოდ ყვირიან და აზიარებენ რასაც საქმიანობენ და საკუთარ მიღწევებს ასაჯაროებენ და გამოსდით კიდეც.
მაგრამ ალბათ მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები, როდესაც რაღაცეების გასაჯაროება ცუდად მაქვს დაცდილი ![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
toresi9
![]() მიაღწევ, ყველაფერს მიაღწევ. მე მაშინ 19 წლისამ არ ვიცოდი ამ საიდუმლოს გამოყენება და მივაღწიე. სხვათა შორის მგონია რომ მატერიალურზე ბევრად დიდი მიღწევები არსებობს ძვირადღირებულ მანქანებზე დიდ სახლებზე ქაღალდის ნაგლეჯებზე აი თუნდაც შენი ისტორია ბევრად უფრო ლამაზად მეჩვენება ვიდრე ძვირადღირებული უსულო საგნები . სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ადამიანმა ბედნიერება უნდა ეძებოს. ბედნიერება კი სულაც არაა აუცილებელი რამე ძვირადღირებული ნივთი იყოს. რა ნივთიც არ უნდა მიიღო, ის არაფერია იმ შეგრძნებასთან, რასაც ჰქვია მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება. მე ჯერ სრულიად არ ვთვლი, რომ დავეუფლე ამ ყველაფერს, მაქვს მომენტები, ჩავარდნები. მაგრამ ვიცი, რომ ამ მომენტში უნდა შევცვალო ტალღა. რადგან მხოლოდ ასეა ლამაზი ცხოვრება. მაგ დროს უნდაა გააკეთო რაღაც, რაც გიყვარს, მოიმინე საყვარელი მუსიკა, იმღერე... უბრალოდ აქაც სწავლაა აუციებელი, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 05:19 PM |