კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 21 2018, 06:47 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ხომ არიან ძველი ოკულტისტებიც, რომელთა სწავლებები და მეთოდები მართლაც ამართლებს მხოლოდ სხვადასხვა უნარების განვითარების კუთხით (ეს იქნება ექსტრასენსორიკა, ინტუიცია, სტიქიებთან მუშაობა და მრავალი სხვა). მე არ ვამბობ რომ მათი სულიერად განვითარების გზა ჭეშმარიტია, მაგრამ მათი სწავლებები ადამიანის გარკვეულ უნარებს მართლაც ანვითარებენ.''''
ამას რაც შეეხება, აქ უნდა ვთქვა, რომ ეზოთერულ სწავლებებზე რაც ვილაპარაკე ის ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ბოლომესამედიდან მეტადრე კი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან შემოსულ სწავლებებს ეხებოდა. ეს თარიღი ზოგადად გარდამტეხი პერიოდია, აქედან იწყება ახალი ეპოქა, რომელშიც დიდ სიკეთესთან ერთად დიდი ბოროტებაც შემოდის კაცორბიობის ევოლუციაში ახალ ნაკადებად. ამ ახალ ეპოქაში შესასვლელად აღმოსავლეთის ადეპტებმა ბლავატსკაიას გზით თავისი საიდუმლო დოქტრინა გადასცეს კაცობრიობას, რომელმაც, როგორც ვთქვით მთლად ისე ვერ შეასრულა და ვერ ასრულებს იმ მისიას, რომლისთვისაც იყო მოწოდებული, ხოლო დასავლეთში განვითარებული მისტერიალური ქრისტეანობა ანთროპოსოფიის სახით გადაეცა კაცობრიობას, როგორც მიქაელის სწავლება, მიქაელისა, იმიტომ რომ ახალი აპოქის დროის სული (არქე) სწორედ ისაა. ზოგადად თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის შესახებ კარგადაა ჩამოყალიბებული ამ მოკლე სტატიაში, სადაც ძირითადი ნიშნულებია გამოკვეთილი: https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm ხოლო ამ ახალ ეპოქამდე არსებულ ოკულტურ სწავლებებს რაც შეეხება იქ საერთოდ სხვა სურათია. სიცრუის ასეთი სიჭარბეს არ აქვს ადგილი, როგორც ეს დღესაა. უამრავი ღირებული სულიერი მემკვიდრეობაა ჩვენამდე მოსული წინა საუკუნეებიდან. მარტო შუა საუკუნეებში იმდენი რამაა დაწერილი, რომ ერთი ცხოვრება არ ეყოფა წასაკითხად. რა თქმა უნდა ამ სწავლებების გაცნობაც ძალიან სასარგებლო იქნება. მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ამ სწავლებებიდან საუკეთესოსაც კი არ შესწევს უნარი თანამედროვე ეპოქის სირთულეებთან შესახვედრად მოამზადოს ადამიანი, და მით უმეტეს მომავლისკენ გაუძღვეს მას. ცენტრალური ადგილი იმას უნდა ეკავოს რაც თანამედროვეობაზეა გათვლილი. ოკულტურ უნარებს რაც შეეხება, ასეთი უნარები თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. თუ ეს უნარები ჭეშმარიტების სამსახურშია ჩაყენებული კარგია, თუ არა და არა. ისე კი ასეთი უნარების გასავითარებლად დარწმუნებული ვარ თანამედროვეობაშიც მოინახება წიგნები, მარტო კასტანედაც კმარა სამაგალითოდ, მაგრამ სხვებიც იქნება. თუმცა მთავარი ჭეშმარიტებასთან რამდენად გვაქვს საქმე, თორემ მუშა პრაქტიკები იმდენია გაკეთებას ვერ მოასწრებს კაცი. მაგრამ ასეთი უნარების დევნა ნაკლებად სასურველია ჩემი აზრით. მაგალითად არიმანის ინკარნაციასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის როდესაც ადამიანად განსხეულდება ოკულტურ სწავლებებს ააღორძინებს, დაარსებს სპეციალურ სკოლებს სადაც ათასნაირ მაგიას და ოკულტიზმს ასწავლიან ადამიანებს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდი შედეგებისკენ წაიყვანს კაცობრიობას და მით უმეტეს იმ ადამიანებს ვინც უშუალოდ იმონაწილევებენ მასში. ოკულტური პრაქტიკა იმის ოკულტურია რომ უნდა იმუშავოს, თუ არ მუშაობს ესეიგი არც ყოფილა ოკულტური პრაქტიკა, საკითხავი ისაა, გრძელვადიან პერსპექტივაში დანახულს რამდენად სასარგებლო შედეგები მოაქვს ამა თუ იმ მეთოდს. თორემ ახლო მომავალში ეზოთერიკის ისეთი ბუმი დატრიალდება რომ შეიძლება ასავალ-დასავალმაც კი არიმანის ეგიდით ყოველ კვირა ახალ ახალი პრაქტიკები გამოსცეს, რომელიც იმუშავებს და მთელი უბედურებაც ეგ იქნება. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 08:06 AM |