ქართველი, როგორც რასა |
ქართველი, როგორც რასა |
Sep 26 2018, 05:06 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მენტალობა რომ დღემდე საბჭოური გვაქვს ჯერ კიდევ, ეს სადაო არ არის.
მაგრამ ხასიათი, აზროვნება, თუნდაც ფიზიკურობა, როგორი გვაქვს, რით არის განპირობებული? აქვე გავცემ პასუხს, გენეტიკით, რელიეფითა და ჰავით, მაგრამ ეს კუმულაციურად ჰო ქართველებს გვახასიათებს. იშვიათი გახდა მაღალი და ტანადი ქართველის ნახვა, დაგვაბეჩავა დარდმა და უვარგისმა საკვებმა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ თემის გახსნა ქართველების (ჩვენმა, პირველ პირში დავწერ, რომ არავინ დამაბრალოს შენს თავზე რატომ არ საუბრობო) სიხარბემ და სიბოთავემ გადამაწყვეტინა. სიბოთავეს ნუ განავრცობთ, რადგან ამას ვამბობ იმიტომ რომ ქართველ მოსახლეობაზე იოლი მოსატყუებელი თურმე არავინ ყოფილა (არჩევნები აიღეთ). აქ (და ალბათ პოსტსაბჭოეთში) ტაქსიტს 2 დიპლომი აქვს და ინჟინერი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მოკლედ დადებითის მოძებნა ძალიან, მიჭირს და ერთი ამოსუნთქვით ყველაფერს ვერ ვწერ ორგანულად მაღიზიანებს, ჩვენი სიხარბე, გაუნათლებლობა, ერთმანეთის ჯიბრზე კაი მანქანის და მობილურის ყიდვა, 777 დაწერა მანქანებზე და უფალო შეგვიწყალეს გაუცნობიერებლად მიწერა მანქანაზე, მაღიზიანებს და არ მომწონს სიბნელე, ობსკურანტიზმი. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი - არ მომწონს. ადამიანების პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ და ვეღარ დავამთავრებ ამ თემას ასე თუ გავაგრძელე ჩამოთვლა. კარმაა ეს ჩვენი?! რომელ ადამიანს მოუვა აზრად კოლგოტს რომ თვალი წაუვა და მანიკურით დააწებებს - ქართველს, ასევე ქართველმა თვალის ამოსაყვანიც გამოიგონა რომ კოლგოტმა დიდხანს გაუძლოს. 1.50 სიგარეტს რომ ეწევა და ქორწილისთვის ნასესხები ფულით პარლამენტს დააგდებს "სტოლში" ვინ იზამს - ქართველი. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ტურისტის სტატუსით ნამყოფი, ათეულობით ქალაქი მაქვს მოვლილი. ჩემი შოკი არის იტალია, უზომოდ მიყვარს მისი ისტორია, მხატვრობა და არქიტექტურა. 2 კვირა მოვიარე ქალაქები და 1 ემელის ჯიპი დავინახე სოფლებში სიარულის დროს, რომ არაფერი ვთქვა პერფექტურის(მერიის ) თანამშრომელთა მოტოროლებზე. საიცარი ხალხი ვართ. შურიანები, მაგრამ ალბათ იყო ისტორიაში რაღაც ფაქტორი რამაც ომები მოგვაგებინა, რა გვაერთიანებდა, ალბათ მრწამსი?! რატომ ვართ ასეთები? გმირებს პატივს რატომ არ ვცემთ საკადრისად? თუ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა შვილებს რატომ ვასწავლით უცხოეთში? რატომ ვითხოვთ სხვისი შვილებისგან თავდადებას და საკუთარს ჯარს რატომ ვარიდებთ? ალბათ კარმაა. ადრე ერთ იოგს ვეკონტაქტებოდი და მითხრა რომ ქვეყნის კარმის შეცვლაც შეიძლება თურმე... |
|
|
Sep 26 2018, 08:07 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
starscream
ქართველი არც არასდროს იყო მაღალი და ტანადი ...რავი, ალბათ უნდა დაგიჯერო, რადგან ასე ამტკიცებ. ქართველები გაუტანელები რო ვიყავით და 2 ბანაკად რომ ვიყოფოდით ერთი ერთ მტერს ვუჭერდით მხარს და მეორე მეორეს მაგით გადავრჩით ძაან უცნაური ტაქტიკაა, თუ მტრებს ვუჭერდით მხარს ის ორბანაკად გაყოფილი მტერი არ გვსრისავდა ასევე ორბანაკს შეკედლებულ ქართველებს? რაღაც ალოგიკურია თუ მე ვერ ვხვდები? ქართველების პრობლემა არის ის რო კაციშვილს სულიერება არ აინტერესებს ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები, ქართველი და მართლმადიდებლობა (ჩვენს ეპოქაში თუ არა ისტორიულად მაინც) იდენტური ცნებები იყო, მე ვფიქრობ უფრო მეტად მატერიალური სიამოვნებები უფრო წონიდა სასწორს ვიდრე სულიერი ალბათ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 06:30 AM |