![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
როგორ ფიქრობთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მეტი თეორია და ნაკლები პრაქტიკა თუ ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკა?
ჩემი აზრით პრაქტიკა ეზოთერიკაშისა და ოკულტიზმში უფრო ფასეულია, ვიდრე დიდი ცოდნა და პრაქტიკის სიმწირე. ადამიანი, რომელიც დიდი ხანი აპრაქტიკებს, ის ცოტა ნელა, მაგრამ თავისით სწავლობს და ხვდება ისეთ რაღაცეებს, რომლებიც თეორიაში წერია. თან რაც მთავარია პრაქტიკა აძლევს მეტი კონცენტრაციის უნარს, მეტ მედიტატიურ გამოცდილებას, მეტ ფლობას საკუტარ სხეულზე, მეტ მაგნეტიზმს და სხვა შესაძლებლობებს. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ საკმარისია მიწაზე მჯდომარემ გაატაროთ რამოდენიმე დღე რომ მიწის ენერგია ისე დაუკითხავად შემოვა თქვენში და მისგან იმაზე მეტს შეიმეცნებთ, ვიდრე ერთი თარო წიგნების წაკითხვისას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც თეორია და პრაქტიკაც დიდი დოზებით არსებობს, მაგრამ ჩემთვის პრაქტიკა უფრო ღირებულია, ვიდრე თეორია. |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
Merlin
ჩემს ტვინში კონფლიქტები აღარ არის. დარწმუნებული ვარ რომ უამრავი ადამიანი არსებობს ვინც ძალიან ბევრი იცის მაგრამ ამის და მიუხედავად მათ ცნობიერებაში აღარ არის კონფლიქტები, ასეთ ადამიანებს გარკვეულწილად მეც ვიცნობ. მე არ ვამბობ დიდი ცოდნის შემთხვევაში აუცილებლად იქნება კომფლიქტები. დასაწყის ეტაპზე ალბათ აუცილებლად იქნება, მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ ადამიანზე დამოკიდებული როგორ გაიკვლევს გზას. ინდივიდუალიზმი აქ არ ვრცელდება. ჩემი აზრით სწორედ ეს არის საოცარი უცნაურობა. რომ ერთის მხრივ ჭეშმარიტება ერთია, თან ამავე დროს ინდივიდუალური. ეს პარადოქსი ტვინისთვის ძნელად აღსაქმელია. გენიოსი არ ნიშნავს რომ მართალია და ჭეშმარიტება იცის. კი ბატონო. შენთვის ალბათ არა, მაგრამ ბევრისთვის დიდი მოაზროვნეები ავტორიტეტები არიან და ბრმად იჯერებენ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 18th June 2024 - 01:01 PM |