იქნებ დამეხმაროთ, გასაჭირში მყოფს ., ფსკერისკენ კივდივარ დღით |
იქნებ დამეხმაროთ, გასაჭირში მყოფს ., ფსკერისკენ კივდივარ დღით |
Oct 17 2018, 02:15 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 17-October 18 Member No.: 7,785 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით, ძალიან გამოხარდა მსგავს ფორუმს რომ მოვაგენი სადაც შემიზლია რაღაც კითხვებზე მივიღო პმცოდნე ხალხისგან პასუხი, პრობლემა შემდგში მდგომარეობს , რატომღაც დარწმუნებული ვარ ან ჯადო მაწვს გაკეთებული ან შელოცვა ან რაღაც მსგავსი, ვიღაცას არ უნდა, არ აწყობს და არ მაძლევს კარგად და ბედნიერად ყოფნის საშუალებას , თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ დაალხოებით 2-3 წელია ყველაფერი დღითიდღე უფრო ცუდისკენ მიდის , არაფერში არ მიმართპებს საერთოდ არაფერში, თამაშით არ ვთამაშობ მაგას რომ დავაბრალო ჩემი უიღბლობა. ოჯახიც დამენგრა ცოლი დამშორდა 4 წელი ერთად ყოფნის კერე არ მიყვარდი არ მიყვარხარ და არ მჭირდებიო ) ფული არ გაქვსო ) არ ვარ შენთან ერთად ბედნიერიო)მოკლედ ერთადერთი რაც მაცოცხლებს შვილია) 2-3 თვეა სახლში ვარ ძირითადად , თითქმის ყოვე ღამე ერთიდაიგივე სიზმარს ვხედავ თან ისე რეალურია რო ვერ წარმოიდგენთ ცხადი მგონია სულ, ვიღაც ლოგინში მწოლირეს ფეხებში ხელს მკიდებს და მიმათრევს კედლებზე მიმაოხხებს თან და მერე გამათრევა ხოლმე ფანჯრიდან და ბოლოს ვიღაც არევს ჩემ თავს ხან დედაჩემი ხან მამაჩემი, ვაძალებ თავს რაღაცნაირად რო გამეღვიძოს ხოლმე და რო გამეღვიძება რაღაც პერიოდი უმოქმედო ვარ , ვერ ვინძრევი) აღარაფერში არ მიმართლებს , არაფერი არ გამომდის , სამსახურიც კი ვერ დავიწყე რამდენი ხანია როცა 16 წლიდან ვმუშაობ და 1 დღე არ ვყოფილვარ უმუშწვარი და არ გამჭირვებია სამსაზურის შოვნა იქიდან გამომდინარე რომ ნამდვილად ვიცი ჩემი საქმე ) სულ შემოთავაზება მქონდა მაღალი ანაზღაურებით და ეხლა მიზერულ ხელფასსაც ვერ გამოვკარი ხელი, ცოლი ბათუმელი მყავდა , რავიხი აღარ ვიცი იქნებ ბებიმისმა ან ვინმემ მიმაჯადოვა ან რამე შემიჩხიკინა , იქნებ რამე რჩევა მომცეთ, მადლობა და ბოდიში თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი, ამერთდელ მაპატიეთ.
-------------------- ფიქრები ჩვენი ემოციების აჩრდილებია, გაცილებით უფრო ბნელი, მარტივი და ცარიელი
|
|
|
Oct 17 2018, 07:12 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mik
დიახ აქ შეგიძლია გაიგო შენი პრობლემების მიზეზი და გამოასწორო ისინი თუ მოისურვებ. დაიხსომე ყველაფერი შენს ხელშია, აქ მხოლოდ რჩევას მიიღებ, შენს საქმეს შენ გააკეთებ. შენი ამბიდან გამომდინარე გეტყვი რა აზრი ჩამომიყალიბდა. შენ შეგექმნა ერთი პრობლემა და მერე ამ პრობლემაზე ფიქრობდი სულ, მერე პრობლემა გახდა შენი ცხოვრება. ესაა დედამიწის მიზიდულობის კანონი, რასაც ფიქრობ იმას მიიზიდავ. ყველაფერი ძალიან უბრალოდაა, რომ ბედნიერი იყო. ვერ წარმოიდგენ რამდენი ძალა გაქვს, რომ ყველაფერი ერთ წამში შეცვალო და გახდე ბედნიერი!!! პირველი რაც აუცილებელია, შეწყვიტე ამ პრობლემებზე ფიქრი და აპატიე ყველას ყველაფერი და შენს თავსაც აპატიე, თუ რამე შეცდომას თვლი რომ მოგივიდა. მეორე რაც უნდა გააკეთო, დააკვირდი შენს გრძნობებს და იგრძენი სიყვარული, სიხარული, ბედნიერება (ხომ თქვი რომ შვილი გყავს, იფიქრე მასზე, გაზარდე შენში ლამაზი გრძნობები) მესამე, ზემოთ პოსტის მსგავსი აღარ გაიმეორო, არავის ჩამოუთვალო შენი პრობლემები, ილაპარაკე ნაკლებად მათზე, რადგან ამით არ აძლევ პრობლემებს ენერგიას და არ ბევრდებიან ისინი.(ხო ეს პირველის გაგრძელებაა ფაქტიურად...) ასევე აუცილებელია იყო მადლიარი. მოძებნე რაც გაქვს, რომ იყო მადლიერი, შეეცადე მადლიერი იყო, რომ ჯანმრთელი ხარ, ხედავ, გაქვს საშუალება ამ ფორუმზე შემოხვიდე და დაწერო, გაქვს სახლი, სადაც იძინებ თბილად, უამრავი რამ გაქვს, მოძებნე ისინი და იყავი მადლიერი. გამოიმუშავე შენში ბედნიერების გრძნობა და უდიდესი სიხარულის გრძნობა, რა გრძნობებიც გექნება ის იქნები. მთელი საიდუმლო ბედნიერებისა შენს გრძნობებშია და ისინია ყველაფერი. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th June 2024 - 04:43 PM |