სიზმარი და ფსიქოლოგია |
სიზმარი და ფსიქოლოგია |
Oct 19 2018, 06:23 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე წავიკითხე რამდენიმე პატარა სტატია ფროიდისა სიზმრების შესახებ და ძალიან მომეწონა
მესმის, რომ სიზმარხილვის პრაქტიკის მიმდევრებისთვის ფროიდი ზედმეტია, მაგრამ სხვა მხრივ ძალიანაც გამოსადეგია. სიზმარი პირველ რიგში ადამიანის შთაბეჭდილებების, წარმოდგენების, შიშების სახეა და ძალიან მნიშვნელოვანია მასზე დაკვირვება და შესწავლა, მათთვის ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული. ამიტომ ვისაუბროთ სიზმრებზე, მის რაობასა და ახსნის მეთოდებზე ამ თემაში ცოტაოდენ ფროიდის ციტატებს დავდებ, ცოტაოდენ საკუთარ გამოცდილებებს. თქვენსასაც სიამოვნებით მოვისმენთ ყველას აინტერესებს სიზმრების ახსნა. უცნობი ადამიანები მწერენ ხოლმე და ყველას ვერ აუხსნი ყოველთვის. სიზმრის ახსნა შეიძლება ორი ხერხით, ან კარგად გაიცნო ადამიანი და მოაყოლო, როგორც ფსიქოლოგმა, შეისწავლო კარგად და მერე დაულაგო ყველაფერი. ან ენერგეტკული კავშირის დამყარება უნდა შეგეძლოს, რომ მიუხვდე რა რატომ ნახა. გააჩნია რა აინტერესებს შემკითხველს, ეზოთერული კუთხით თუ საკუთარი თავის ჩაღრმავება და ა.შ. არსებობს კიდევ სიმბოლოების ზოგადი მნიშვნელობა, რაც საერთოა ერთ სივრცეში, კულტურაში, საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანთათვის და ესეც გვეხმარება ახსნაში. რადგან ამ კაცს უკვე შესწავლილი და დალაგებული აქვს სიზმრების სტრუქტურა და ტერმინები, რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ: ფროიდი, "სიზმრის მოძღვრების რეცენზია" - შეუძლებელია სიზმრის ინტერპრეტაცია, როცა არ გაქვს სიზმრის მნახველის საზიარო ასოციაციები; უპირველეს ყოვლისა კი - ცოდნა, რომ სიზმართან არსებითი სიზმრის მუშაობის პროცესია. - სიზმრის ტექსტი (შინაარსი, სიუჟეტი) - ესაა მანიფესტური სიზმარი; რასაც ვეძებთ, რასაც სიზმრის უკან ვუშვებთ - სიზმრის ლატენტური აზრები. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 24 2018, 03:15 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
- შეუძლებელია სიზმრის ინტერპრეტაცია, როცა არ გაქვს სიზმრის მნახველის საზიარო ასოციაციები; აი მივედით ფროიდამდეც , ეს მისი ფრაზაა ზემოთъ სიზმრის სიმბოლოები და ყველანაირი სიმბოლოები ინდივიდუალურია ყველა ჩვენგანისთვის. ამას გარდა არსებობს საერთო მნიშვნელობის სიმბოლოებიც, რადგან ერთი საზოგადოების წევრები ვართ, დიდი შანსია ერთნაირად აღვიქვათ ესა თუ ის სიმბოლო. მაგალითად, ყოველთვის ვიცოდი, რომ სიზმარში ბავშვის ნახვა ავადმყოფობას ნიშნავდა. შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელსაც თავისი სისტემა ჰქონდა შექმნილი ამ სიმბოლოებზე და გადამარწმუნა, რომ ბავშვის ნახვა სიხარულიაო. რაღაც პერიოდი ასეც იყო, ბავშვის ნახვისას აღარ ვცივდებოდი :დ რა მოლოდინებიც გვაქვს, ისე ხდება. თუ ქვეცნობიერს სურს ინფორმაცია მოგაწოდოს, მოგაწვდის შენთვის გასაგებს ენაზე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 02:48 AM |