td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 2 2018, 04:57 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა უნდა დავიწყო არ ვიცი, თუმცა კარგია, რაღაც კუთხე, რომ გაქვს ადამიანს.. მოხვალ , დაჯდები, მოეშვები... ფიქრებსაც კი საკიდზე დაკიდებ , ქურთუკის გვერდით. ყავა... ამ სითხის გარეშე ვერ წარმომიდგენია განმარტოვება, პრინციპში კამპანიაში ყოფნაც..მოკლედ დაჯდები და მოეშვები. ნელ-ნელა პროგრამა გადაგიყვანს უფრო რელაქს-რეჟიმში და რეალობის სურათი გაიცრიცება, გახდება ბუნდოვანი, როგორც ფოტოზე უკანა ფონი. ფიქრები კი დატოვე შემოსასვლელში ჩამოკიდული, მაგრამ მათი თვისებაა მუდამ შლეიფივით თან გდევდეს. თითქოს თავისთვის არიან, ირევიან მომაბეზრებელი ქინქლასავით, სინათლეზე მოფრენილივით.
ხანდახან არის ისეთი დრო, როდესაც ყველაფრით კმაყოფილი ხარ,რატომ ვერ ხვდები- არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიედინება, მცირე რყევებით. მაგრამ არაფერში ემოციას აღარ დებ, არაფერში რაც გარეთაა. თითქოს ყველაფერს რაც ხდება, მიმდინარეობს, ისახება და ხორციელდება, ვლინდება ან ილევა-ღიმილით უყურებ, უღიმი... და ხარ მშვიდად.. თან ზოგჯერ ფიქრობ,რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ თავს ძალას ვერ ატან. ყველაფერი რისკენაც ისწრაფოდი სასაცილო ხდება, უმნიშვნელო, უაზრო... სადღაც შორს, ძალიან ჩუმად გესმის ჩურჩული: მემზადე, ახალი სივრცე მზადდება, ახალი სცენარი, მოემზადე... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 07:16 PM |