ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Dec 3 2018, 08:28 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს მძიმე დღე მქონდა
ერთი ტაროს არკანი თავისით მოვიდა ფიქრებით, ტაროში საერთოდ ვერ ვერკვევი, არასოდეს არ გამიშლია არ გაუშლიათ, ძალიან მაინტერესენს რას უნდა ნიშნავდეს ტაროს 16 არკანი კოშკი ინტერნეტში ასეთი განმარტება ვნახე: 16) კოშკი უარის თქმა ყველაფერ მოძველებულზე, ახლის აგება და სიამაყის დამუშავება. ეს ახალი გეგმები და მათი განხორციელებაა. როგორც კოშკს, ისე აგებ შენს რეალობას – ქვას ქვაზე ადებ. მთავარია მოთმინება და მცდელობა. უნდა გქონდეს მზა გეგმა, რომელსაც მიჰყვები — გარკვეული მოკლევადიანი მიზნები და ორიენტირები. ამ ეტაპზე ახალი თავისით არ მოდის, საჭიროა ძალისხმევა, აქტივობა. შედეგიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია ზედმეტმა სიამაყემ არ შეგიპყროს, სიამაყე და ამბიცია არც ისე ცუდია, ოღოდ ზომიერების დარღვევის გარეშე. უნდა იპოვნო ბალანსი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს შორის. ეს ნიშნავს — გაიგო შენი ღირსებები, მაგრამ არ დაიწყო მათი სხვებთან შედარება. შედარებები ყოველთვის მოიკოჭლებენ, ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათი შედარება დასაწყისშივე მცდარია. შედარება შეიძლება რომელიმე კონკრეტული პარამეტრის — ვინ უფრო სწრაფად დარბის, ვინ უფრო მაღლა ახტება … მაგრამ მთელი პიროვნების შედარება სხვა მისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ინდივიდთან, შეუძლებელია. არ არსებობენ უკეთესი და უარესი ადამიანები. არასწორი მიდგომაა თავი მიიჩნიო ვინმეზე უკეთესად ან უარესად. საკუთარი ღირებულების, უნიკალურობის შეგრძნება, მცდელობა თავად ააგო შემი ცხოვრება და დარჩე ღია სიახლეებისათვის — აი შენი ამოცანა დღეს |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 12:58 AM |