ადამიანის მისია |
ადამიანის მისია |
Nov 17 2018, 11:52 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მშვიდობა თქვენდა
ერთი კითხვა მაქვს რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება? ერთი კონკრეტული ჩვენგანის? ერთგან წავიკითხე, რაიმეს რომ აკეთებ, თუ სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი სწორ გზას ადგახარო? ნუთუ ასეა? მე თუ შემეცნება მანიჭებს სიამოვნებას ხოლო სხვას ყვავილების მოვლა როგორ მივალთ ჩვენს საბოლოო საერთო მიზნამდე? გვაქვს ასეთი საერთო მიზანი ადამიანებს? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 8 2018, 02:27 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikorama
რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება? უპირველესია შინაგანი სტაბილურობის მოპოვება და ამ თვალსაზრისით, პერმანენტულად, გრადაციული სვლა, ყველაფრის მიუხედავად აბსოლუტურად. შემდგომ, არანაკლებ რელევანტური, შენი ფუნდამენტალური ინტერესის თუ ინტერესების პოვნაა, რის გარეშეც, ფაქტობრივად, ცხოვრება არ შეგიძლია, იმდენად დეტერმინებული ხარ მისით. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ქვეცნობიერ დონეზე, დაბადებიდან თან გვდებს და ასე ვთქვათ, დღის შუქზეა გამოტანა საჭირო, თუმცა აქ მხოლოდ საჭიროებით ისევე ვერაფერს გახდები, რამდენადაც სიყვარულის იდეით, ვერავის შეიყვარებ, მთელი რიგი გარემოებები უნდა ახლდეს თან, რაც მეტ-ნაკლებად ჩვენგან დამოუკიდებელია. ერთგან წავიკითხე, რაიმეს რომ აკეთებ, თუ სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი სწორ გზას ადგახარო? ეს, დაახლოებით, იმის ჰომოგენურია, – რაც ხშირად მომისმენია, სხვათა შორის, – რომ მთავარია, კარგად იყო, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გამომდინარე. რეალურად, თუკი, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა რამეს აქვს, სწორედ ეგ არის, საიდან გამომდინარე ხარ, ვინაიდან და რადგანაც, ეს განსაზღვრავას რეალური კარგად ყოფნის ავთენტურობას. ანალოგიურად, შესაძლოა, რაღაც გარკვეული ექვივალენტობის სიამოვნებას განიჭებდეს, თუმცა ამავდროულად, არ იყოს შენი შინაგანის თანდამწრე, ასე რომ, მხოლოდ სიამოვნების განცდით, ვერ განსაზღვრავ სისწორეს. დაბოლოს, ჩემი ღრმა რწმენით, აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვნის მქონეა, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, პერცეფციულ დონეზე, განიცადო, რისი დროა და აკეთო ეს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 12:27 AM |