IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> თავმდაბლობა და თვითმარქვიობა
jarmen
post Dec 24 2018, 02:33 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია? ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ?
რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი?
რას ნიშნავს იყო მაგი?
რას ნიშნავს იყო უკულტისტი?
რას ნიშნავს იყო ასტროლოგი?
რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება?
"სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Dec 24 2018, 08:15 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 02:33 AM) *
რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია?

ძალიან საინტერესო თემაა. ჩემი აზრით, იმიტომ უკრძალავს, რომ ყველა ავტორიტეტულლ სწავლებაში, აკუმულირებულია ერთგვარი სენტენციები და ამ სენტენციების სენტენცია, როგორც წესი არის სწორედ თავმდაბლობის და მორჩილების იდეა. არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მორჩილია, უნდა თუ არა მას ეს. ამას ძალიან მკაფიოდ აცხადებდა იესო ნაზარეველი, როდესაც მიუთითებდა, რომ ორ ბატონს ერთად ვერ ვემსახურებით, ან ღმერთს უნდა ვემსახუროთ ან ეშმაკს. "სხვა გზა არალი", "თავი უნდა გააჭანჭყარო" smile.gif და მართლაც, ხუმრობის გარეშე, სხვა გზა არ არის. ეს არის რადიკალური დუალიზმის აპოპეა. თავმდაბლობა ნიშნავს, ეგოისტური თვითმყოფადობის ილუზიის პირველ რიგში გაცნობიერებას და შემდეგ მის კონტროლს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში კი მისგან მთლიანად გათავისუფლებას. აღმოსავლურ პრაქტიკებში და ფილოსოფიებში, ასეთ გათავისუფლებას, სხვადასხვა სახელდებებით შეხვდებით: მაგ. ინდუიზმში მოკშა, ბუდიზმში ნირვანა, ნიბანა, გასხივოსნება, ძენის ტრადიციებში კენშო, სატორი და ა.შ. ანუ ეს არის გათავისუფლება ეგოსგან, ეგოისტური ილუზორულობისგან. ხოლო ამ გათავისუფლებისათვის კი საჭიროა თავმდაბლობა, ანუ უნდა გააცნობიერო, რომ ეს ცრუ ეგო, რომელსაც შენ შენ თავს უწოდებ, რეალურად ილუზიაა. ილუზიის გაცნობიერებაა თამდაბლობა.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 02:33 AM) *
რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი?
რას ნიშნავს იყო მაგი?
რას ნიშნავს იყო უკულტისტი?
რას ნიშნავს იყო ასტროლოგი?
რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება?
"სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა.

ადამიანი 2 წლიდან იწყებს თვითცნობიერების განვითარებას. მანამდე ის არის მთლიანი ყველაფერთან. ეს არის დრო, როცა ხე, არ არის ხე. სახლი არ არის სახლი. რაღაც არის, მაგრამ ეს რაღაც უსახელოა, უფორმო და განიცდება მხოლოდ უშუალო, პირდაპირი აღქმით და შეგრძნებით. 2 წლის მერე, სრულიად კაცობრიობის ბაზაზე შემუშავებული ეპისტემოლოგიური საცავი იწყებს გახსნას და კოვზით გვაწვდიან მას ჩვენი მშობლები, ნათესავები, ეზოში გამვლელები და სხვ. ჯერ სახელზე რეაგირებას გვასწავლია. უთხარი დეიდას რა გქვია: დააააათოო. ლამდენი წლის ქალ? შამიშ და ამ დროს 5 თითს აჩვენებ. რა სამი რის სამი. ხუთიც სამია, სამიც ხუთია, დათოც სამია, ხუთიც დათოა. ყველაფერი ერთია. და ძალიან რომ არ გავცდეთ თემას, იმიტომ ვთქვი ეს ყველაფერი, რომ სწორედ ამ ასაკშივე იწყება ჩვენი ინტერესების გამკვრივება. ის მოყვება ჩვენს ეგოს. ვიღაცას უნდა ეზოთერიკოსობა, ვირცას ეკონომისტობა, ვიღაცას კრიმინალობა და სხვ. მაგრამ როდესაც ვერ ხდეა ეზოტერიკოსი, მისი ეგო ცდილობს გააყალბოს საკუთარი სტატუს ქვო და იწყებს შარლატანობას. სადაც გასდის რა თქმა უნდა, რადგან ნამდვილები ხვდებიან ყალბებს 100 % დან 100% ში. მე ჯერ არ შევმცდარვარ. ამას ემატება მატერიალური მხარე და ასეთი შარლატანი, ცდილობს გამოიმუშაოს ფული.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
jarmen   თავმდაბლობა და თვითმარქვიობა   Dec 24 2018, 02:33 AM
David Monny   jarmen რატომ არის რომ ყ...   Dec 24 2018, 08:15 AM
jarmen   საინტერესოდ შეეხე ...   Dec 24 2018, 01:17 PM
David Monny   jarmen საინტერესოდ შე...   Dec 24 2018, 01:44 PM
David Monny   David Monny თავნდავლობა ბ...   Dec 24 2018, 02:04 PM
jarmen   ანუ გეთანხმები და ...   Dec 24 2018, 02:22 PM
David Monny   jarmen მართალია, ყველა...   Dec 24 2018, 06:38 PM
tikoroma   jarmen რატომ არის რომ ყ...   Dec 27 2018, 10:50 PM
tikoroma   მაგალითად, მოვიყვა...   Dec 27 2018, 10:56 PM
jarmen   ხოდა ზუსტად ეგ მაი...   Dec 27 2018, 10:56 PM
tikoroma   იმიტომ რომ თავზე ა...   Dec 27 2018, 11:06 PM
jarmen   არა ეგ მესმის ძალი...   Dec 27 2018, 11:11 PM
tikoroma   jarmen ახლა ყოყოჩობას ...   Dec 28 2018, 01:25 AM
jarmen   ისე რაში და რატო ვჭ...   Dec 28 2018, 03:00 PM
ano   თავმდაბლობა ამ სიტ...   Jan 7 2019, 04:44 PM
jarmen   ყველაფერმა, თეთრმა...   Jan 7 2019, 11:25 PM
ano   ახლა კონკრეტულ ფრა...   Jan 9 2019, 01:12 AM
jarmen   მე არც ოშო მგონია ა...   Jan 9 2019, 03:19 AM
jarmen   ნიღბების ჩამოსხნა ...   Jan 9 2019, 03:20 AM
ano   მაგის ახსნას ვცდილ...   Jan 9 2019, 01:50 PM
jarmen   დიდი ხანი ველოდე მ...   Nov 30 2019, 02:15 AM
earth   მე ჩემს პირად დაკვ...   Nov 30 2019, 05:39 PM
Crow   რატომ არის რომ ყვე...   Dec 2 2019, 10:33 AM
marissa   ლოგიკურად მიზეზი შ...   Dec 4 2019, 03:36 PM
紫青紫   თავმდაბლობა პირად...   Feb 14 2021, 07:35 PM
Zet   დედამიწა არის სულე...   Feb 15 2021, 07:07 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd June 2024 - 05:48 AM