IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მდგომარეობა ჩემი გადმოსახედით
jarmen
post Jan 9 2019, 03:35 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ აღვიქვამ მე მთელს ამ მისტიურ ეზოთერულ სიტუაციას.
ყველაფერი ძალიან გავს ფეხბურთს, არის სტადიონი არის ფეხბურთი თავისი წესებით ბურთით... არიან ფეხბურთელები ზოგი კარგი ზოგი შედარებით ნაკლებ კვალიფიციური. არიან მწვრთნელები მსაჯები... არიან უიმედო ზამენებიც, სულ რომ ზიან და მიზეზები არ ელევათ რომ არ ელევათ საჯდომად. არიან კარგი გულშემატკივრები სტადიონზე რომ დადიან, ზოგჯერ თამაშობენ კიდეც და ბუხრის თავზე ბურთი უდევთ ხელმოწერებით, არიან ზარმაცი ფანებიც ტელევიზორში რომლებიც უყურებენ ფეხბურთს.
ფეხბურთელები მწვრთნელები და მსაჯები არიან მაგები, ისინი ვისაც აქტიური და ღრმა გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, იციან ფეხბურთი როგორ ითამაშონ და გოლი როგორ გაიტანონ. უიმედო ზამენები არიან შარლატანები,
რო კითხო ლიგაში არიან მაგრამ მაგათი აკენწლილიც რომ არაცის უნახავს, მითუმეტეს გატანილი გოლი. მოყვარული ფანები არიან ოკულტები ტაროლოგები და მსგავსი პრაქტიკული ეზოთერიკით დაინტერესებულები სტადიონიდან გულშემატკივრობენ ზოგჯერ კიდევ უბანში თავის მოსაწონებლად ერთი ორ ფინტს აკეთებენ, სამეგობროში განიხილავენ და საკუტარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ისინი ვინც "პივის" ბოთლით ხელში ტელევიზორის წინ ზიან და იქიდან გულშემატკივრობენ არიან თეორიული ეზოთერიკები რომლებსაც, რომ კითხო იმან უკეთესად იცის რომელი ფეხბირთელი სად ათამაშოს და რა როგორ ხდება, ექსპერტია ვერაფერს იტყვი, შეიძლება ბურთისთვის ფეხი არც დაურტყამს მაგრამ რამდნეიმე მატჩი ნახა და იცის კაცო, ამას რო დაერტყა არც ააცილებდა. ხო კიდევ არიან შიშველი კაცები რომლებიც სტადიონზე ვარდებიან არავინ არ იცის რა უნდათ და რა შუაში არიან მაგრამ კადრში გაირბენენ ხოლმე, ესენი არიან ეგრედ წოდებული "სოც მუშაკები", ეზოთერულ ტექსტებს რომ აშვანშვალებენ და ყურადღების მიქცევას ცდილობენ, იქნებ აქ მაინც მიიქციონ რამე.
მადლობა ყურადღებისთვის 😚😘😗😙
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Jan 11 2019, 12:51 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
QUOTE(starscream @ 11th January 2019 - 11:21 AM) *
განთავისუფლდებიან და ასე შემდეგ რა პრობლემაა მაგიტო არ უნდა ვიყოთ რადიკალურები სხვა ადამიანების მიმართ ვინც არაა სტადიონზე ან ვთქვათ უყურებს ან სხვა რამეს აკეთებს იმიტო რომ ევოლუციასთან გვაქვს საქმე რომელსაც დიდი დრო უნდა ზოგი წინაა ზოგი უკან ეს ნორმალურია

100%. ასე დაფრაგმენტება, არასწორია. ეს იგივეა, კაცობრიობა რომ აიღო და ნეოლითის ხანაში დააფრაგმენტო, გამოჩნდება, როგორც კაციჭამიების ბალაგანი; ქალს არანაირი უფლებები არ აქვს. ფიზიკურად ძლიერი ბატონობს. არავითარი ზენობა და მორალი არ არსებობს და ა.შ. ვიმეორებ, მაგარი აცდენილია ობიექტურ რეალობას ეზოთერიკის ასეთი დეტერმინირება. ეზოთერიკა არ არის შეჯიბრი, სადაც ის იგებს, ვინც ფინიშის ხაზს მალე გადაკვეთს. ვის ეჯიბრები, რას ეჯიბრები, რა გინდა საერთოდ? თუ თავის გამოჩენა გინდა და ამბიციურ იმპულს ვერ აკავებ, მაშინ მოუხნელში ხარ გადასული. აქ, არავინ არავის არ ედარება და არ ეჯიბრება. შეგიძ₾იათ დაკავდეთ უამრავი საქმიანობით და პრაქტიკით, სადაც ამბიციების დაკმაყოფილებას შეძლებ. სპორტის ყველა სახეობა ამის საშუალებას იძლევა. ჭადრაკიდან დაწყებული, დამთავრებული "ცოლის ტარების" სპორტით.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 30th May 2024 - 05:19 PM