ჯანმრთელი ძილი |
ჯანმრთელი ძილი |
Mar 14 2019, 03:18 AM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა
ერთი ესეთი პრობლემა მაქვს ფორუმელებო.. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მჭირდება უამრავი დრო რო დავიძინო. ხანდახან საათები ვწევარ და არ მეძინება. დილით ძლივს ვდგები საათები მჭირდება რომ გამოვფხიზლდე და წესიერად ვიფუნქციონირო.. ანუ პრობელმა არის ის რომ მიჭირს სიფხიზლიდან ძილში გადასვლა და პირიქით. რა შეიძლება იყოს მიზეზი? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Mar 16 2019, 07:46 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
ჩემი პრობლემა მთლიანად ჩემი აქტიური გონების ბრალია. ვის შენი? ვინ არის ვინც ამბობს "ჩემი პრობლემა აქტიური გონების ბრალია"?! ვინ არის ის, ვინც გონებას აცალკევებს თავისი თავისგან?! არათუ გონებაა პრობლემა, არამე ის, ვინც გონებისგან აცალკევებს თავს. ეს არის ეგო. აღოსავლურ ტრადიციებში, მას აჰამკარა ქვია. ის გავს უნაყოფო ქალის შვილს. ახლა, როცა შენ ამ წინადადებას წაიკითხავ, დაიწყებ უნაყოფო ქალის შვილის შექმნას. უნაყოფო ქალს, შვილი არ ყავს, მაგრამ გონება მაინც ცდილობს ამის წარმოდგენას. ეს უტოპიაა. ის, ვინც ამბობს "მე", თავადვე არის გონება. გონება ანუ ფიქრი. "მე", ფიქრია. ფიქრი -სურვილი. სურვილი - ემოცია. ემოცია - შეგრძნება. შეგრძნება - წარსული. ანუ ჩვენ, ვცხოვრობთ წარუულში, როდესაც როდესაც ვფიქრობთ. მომავალი წარსულია, ოღონდ ჯერ უფიქრებელი. წარსული, ნაგავია. ჩვენ გამუდმებით ნაგავში ვიქექებით და ვგეგმავთ შემდგომი დღის ნაგავში ქექვას. შენი პრობლემა ისაა, ვინც ამბობს რომ მას აქვს პრობლემა. ეს არის აჰამკარა. ის ვინც ცდილობს აკონტროლოს თავისი ცხოვრება, არათუ ცხოვრება, გარემოცავაც. მეტიც, ის ცდილობს სამყაროს კონტროლს. რომ კითხო, ბევრ რამეს შეცვლიდა. რა საჭიროა ამდენი ომები, ან ეს უაზრო ჯარი, არმია, (სიტყვაზე ვამბობ). მას ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და შესწორება. ის ვერასდროს ვერაფერს გამოასწორებს, რადგა რეალობაში, ყველაფერი თავის ადგილზეა. ერთადერთი რამ, რაც თავის ადგილზე არ არის, არის ჩვენი "მე", აჰამკარა. ეს არის თავად პრობლემა. ეს არის რეალურად პრობლემა.. შინაგანი დიალოგი არ არის პრობლემა. შინაგანი დიალოგი სულ იქნება, სანამ ფიზიკური სხეული გვაქვს. პრობლემაა, როდესაც ჩვენ ვვიგივდებით ამ დიალოგთან. ანუ მე ზედმეტს ვფიქრობ და ნაკლებს ვმოქმედებ რეალურად არც შენ, არც მე და არც არავინ არაფერს არ ფიქრობს. ფიქრის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს გონებაში. ის, ვინც ამბობს, რომ ფიქრობს, თავად არის ფიქრი. ფიქრი, რომელიც ამბობს, რომ ფიქრობს. მეტი არაფერი. ფიქრი ვერასდროს ვერაფერი სხვა ვერ იქნება, გარდა ფიქრისა. ამიტომ რატომ გავვიგივდე ფიქრთან? ფიქრი არის, როცა მე ვაცნობიერებ მას. ე.ი. მე უფრო მეტი ვარ ვიდრე ფიქრი. აი ეს არის გათავისუფლება. რეალური დამკვირვებელი. დაკვირვების და აღქმნის პროცესი, ყოველთვის აქ და ახლა ხდება, ხოლო ფიქრი, ან წარსულშია ან მომავალში. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 12:51 AM |