![]() |
![]() |
![]() ![]()
Post
#1
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ეს თემა იყოს თავისუფალი, გამოითქვას აზრები ვის რა სახის ბუნება უყვარს. ვის ზღვა, ვის მთა, ვის ჩანჩქერთა შხუილი და საერთოდ...
ავტვირთოთ ლამაზი ბუნების სურათები. ჩვენი ლამაზი დედამიწის ლამაზი ადგილები. ![]() ![]() -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
earth
საბოლოოდ შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს კაცი, რომ ოდესღაც ყველა ერში იყავი დაბადებული, რომ ოდესღაც იყავი ინდიელი, აფრიკელი, ინდოელი, ჩინელი, ბერძენი, რუსი, იტალიელი, მონგოლი, გერმანელი და სხვა... უბრალოდ ზოგიერთი ცხოვრება უკეთესად გვახსოვს, ზოგიერთი არა. ეს დასკვნა კარგია იმიტომ, რომ გიყვარდება მთელი დედამიწა, რადგან ყოველი მისი კუთხე შენი ნაწილია, შენი წარსული თუ მომავალია. ეს ყველაფერი კარგია იცოდეს ყველამ და არც რაციზმი იქნება, რადგან თუ ვინმე ახლა რაცისტულადაა განწყობილი რომელიმე ერის მიმართ, შეიძლება შემდეგ ცხოვრებაში სწორედ იქ დაიბადოს და გამოდის რომ თავის მომავალს იგდებს აბუჩად. ყველა ადამიანი მართლაც ჩვენი ძმა და დაა და ჩვენი ლამაზი დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭული ჩვენი სამშობლოა, ყველა კუთხე–კუნჭული ჩვენი სიყვარულია. მოვამზადოთ ნიადაგი შემდეგი ცხოვრებებისათვის, ჩვენი უმაღლესი მე არ ვიცით სად აირჩევს შემდეგ დაბადებას, შევიყვაროთ ყველა ერი, დედამიწის ყველა ადგილი, რადგან ცხოვრება წამიერი, როგორც წამი ისე ჩაივლის ცხოვრება და მალე დავტოვებთ ამ ინკარნაციას, რადგან დრო არაა დამნდობი, გამნადგურებელია, ხოდა მუდამ მზად ვიყოთ. ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაა. გიყვარდეთ, გვიყვარდეს ჩვენი ლამაზი დედამიწა, გავუფრთხილდეთ თუნდაც ჩვენ ვისაც გვესმის. 2012 წელში დამიწერია, არც მახსოვდა ![]() ამიტომაა წერა ადამიანის უდიდესი აღმოჩენა. ![]() ამ პერიოდში ძალიან მიხარია, რადგან მივაღწიე ჩემს შინაგან ჩუმ ოცნებას და მაქვს სახლი ტყის პირას, თითქმის ტყეში. უდიდესი ნაძვის ხეებია ჩემს სახლთან. შევყურებ მათ სიმაღლეს და გული სიხარულით ივსება. მდინარე ჩამოუდის ჩემს ეზოს გვერდით. პატარა მდინარე, მაგრამ თუ იწვიმა მთელ ძალებს მოიკრეფს და მოშხუილებს. ჩემმა ოცნებებმა ფრთები შეისხა და მივიღე ის რაც დედამიწაზე ჩემთვის ასე ძვირფასია,– ლამაზი ბუნება. დარჩენილია ცოტა კიდევ და მუდმივად გადავალ საცხოვრებლად. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 19th June 2024 - 07:14 AM |