ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Feb 21 2020, 10:53 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
მაგარი სიზმარი გინახია ანო... ეს სიზმარი რომ წავიკითხე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მომივიდა. პირველი ის ვთქვი, რომ კარგი სიზმარია, რადგან მსოფლიოს ნამდვილი მმართველი ქრისტეა, ან როგორც გინდათ უწოდეთ სხვა სახელი. ე.ი. დადგა დრო იმმართველოს გახსნილად. სახარებაშიც ასე წერია, რომ მისი მოსვლა არ იქნება ისე, როგორც იყო პირველად. ამ მოსვლით დავინახავთ ყველა. მეორე საწინააღმდეგო აზრი მომივიდა მერე. იქნებ ეს სიზმარი მართლაც უარყოფითს მოასწავებს და მოასწავებს კიდევ უფრო დიდ ბოროტებას რომელიც ჩვენ გველის. ახლა იმას გეტყვი, რომ ამ სიზმარს შენ ახსნი ყველაზე კარგად. რა იყო რომ მოისმინე ძილის წინ და რაზე იყო საუბარი, რომ მიხვდე როგორ მიიღო ქვეცნობიერმა. მეორე საკითხი ისაა, გაიხსენე შენი გრძნობა, რომ გაიღვიძე რა გრძნობა გქონდა. ერთადერთი რაც ყველაზე უტყუარი წინასწარმეტყველია შენთვის ეს შენი გრძნობაა. ამიტომაც არის ძალა, რომელიც ჩვენშია და ჩვენ შეგვიძლია სიზმრიდან გამოტანილი უარყოფითი გრძნობა დადებითად შევცვალოთ და ამით არ მივცეთ უარყოფითს ენერგია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 02:19 AM |